ხრიკი, როგორ გავზომოთ მანძილი ნებისმიერ ობიექტამდე ცერა თითით

ყველას, ვინც ხანდახან სახლს ტოვებს, ადრე თუ გვიან მანძილის დასადგენად თვალზომის გამოყენება სჭირდება. სინამდვილეში, თვალზომი უნარია, რომელიც მუდმივი პრაქტიკით თავისთავად მოდის. თვალით მანძილის გასაზომად უფრო „მექანიკური“ მეთოდიც არსებობს. მაგალითად, ცერა თითის გამოყენებით.

ცერა თითის გამოყენებით მანძილის თვალით გაზომვა მარტივია. ორი თვალის, ერთი ცერა თითის, ყურადღების და კონცენტრაციის, ასევე არითმეტიკის საფუძვლების ცოდნის გარდა, მეთოდი სხვადასხვა ტიპის ობიექტების ზომის ცოდნას მოითხოვს. მაგალითად, ზრდასრული ხის ღეროს საშუალო სისქე 0,3-0,6 მეტრია, მსუბუქი ავტომობილის საშუალო სიგრძე 3,5-4,5 მ. ადამიანმა, რომელიც თვალზომს იყენებს, რაც უფრო მეტი „ჩვეული სიდიდე“ იცის, მით უკეთესია. ამის ცოდნა საჭიროა, რომ ამ ობიექტამდე–ორიენტირამდე მანძილი გაზომოთ.

ნაბიჯი 1: პირველ რიგში, სწორი პოზიცია დაიკავეთ, საიდანაც ობიექტი–ორიენტირი კარგად ჩანს. თუ შესაძლებელია, რაიმე სიმაღლეზე ადით. მთელი პროცესის განმავლობაში მაქსიმალურად უმოძრაოდ და გამართული უნდა იდგეთ.

ნაბიჯი 2: პოზიცია დაიკავეთ, კონცენტრირდით, მარჯვენა ხელი თქვენ წინ გაშალეთ. ობიექტის მხარეს მიმართეთ. ხელი გამართული გქონდეთ. მარჯვენა ხელის ცერა თითი ზემოთ ასწიეთ. მარჯვენა თვალი დახუჭეთ.

ნაბიჯი 3: ახლა მარჯვენა ხელის ცერა თითის მარცხენა კიდე შერჩეულ ობიექტთან მიიტანეთ. ამასთან მარჯვენა თვალი დახუჭულია. ტანი, კისერი და თავი უმოძრაოდ რჩება, მხოლოდ ხელი და თითი მოძრაობს. როგორც კი, თითი და კიდე დაუკავშირდება, მარცხენა თვალი დახუჭეთ და მარჯვენა თვალი გაახილეთ. ამის შემდეგ ცერა თითი თითქოს მარცხნივ „გადახტება“. ამ ეფექტს „პარალაქსი“ ეწოდება.

ნაბიჯი 4: გაზომეთ მანძილი იმის მიხედვით, თუ რამდენად „გადახტა“ თქვენი თითი მარცხნივ ობიექტის სიგრძესთან შედარებით. მაგალითად, ავიღოთ 3 სიგრძის ავტომობილი–ორიენტირი. ჯერ ნახტომის სიგრძე გამოთვალეთ, ჩვენს შემთხვევაში 4,5 მ х 3 სიგრძეზე = 13.5 მ. დაიმახსოვრეთ მიღებული რიცხვი, შემდეგ 10–ზე გაამრავლეთ. 135 მეტრი გამოვა. ავტომობილი–ორიენტირი თქვენგან ზუსტად ამ მანძილით დაშორებულია.