5 ხრიკი ბინის გასაგრილებლად, თუ კონდიციონერი გაგიფუჭდათ

ზაფხულს მოუთმენლად ველოდებით, შემდეგ კი არ ვიცით, სად დავემალოთ სიცხეს. მწველი მზის სხივები ბინაში ფანჯრიდან შემოდის და ოთხ კედელში ყოფნას აუტანელს ხდის. სიტუაცია საღამოს და ღამით არ უმჯობესდება. ღამით ჩართულ კონდიციონერთან წოლა გვიწევს. რა გავაკეთოთ, თუ სახლში ეს თანამედროვე მოწყობილობა არ გვაქვს? Novate რამდენიმე სასარგებლო ხრიკს გიზიარებთ.

ხრიკი 1: ფანჯრები დახურეთ

როცა ტემპერატურა +35 გრადუსს აჭარბებს, ღია ფანჯრები ჩვენი მტერია. ფანჯრიდან ბინაში მზის სხივები შემოდის და ოთახში ქმნის მიკროტალღური ღუმელის ატმოსფეროს და ცხელ ჰაერს, რომლის მოშორება რთულია. როგორ ვებრძოლოთ? პასუხი ბანალურია. ფანჯრები დახურეთ. ასევე სქელი ფარდა შეიძინეთ, რომელიც ოთახში მზის შემოსვლას ხელს უშლის, და მთელ ბინაში გაშალეთ. თუ ამას საღამოს გააკეთებთ, დილით მნიშვნელოვან განსხვავებას იგრძნობთ. ბინა საგრძნობლად აგრილდება.

ყველა ადამიანს თხუნელასავით, მზის სხივების გარეშე ცხოვრება არ მოსწონს. ამ შემთხვევაში სარკიანი ფირი დაგეხმარებათ, რომელიც მინას უნდა ააკრათ. ფირი ცოტა მზის სინათლეს ატარებს და ფანჯარაში შეგიძლიათ გაიხედოთ, თან უმეტეს სხივებს ირეკლავს და ბინაში შესვლაში ხელს უშლის. თუ ფირი ვერ იპოვეთ, ჩვეულებრივი ფოლგა გამოიყენეთ. ფანჯარა სველი ჩვრით დაასველეთ და ფოლგა ამრეკლავი მხრიდან გარეთ დააკარით. ოთახი აღარ გადახურდება.

რეკომენდაციას, რომელიც სიცხეში ფანჯრების გაღებას გვირჩევს, გაითვალისწინეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორპირი ქარის ორგანიზება შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში წარმატებას არ მოგიტანთ. ასე ბინას მხოლოდ ცხელი ჰაერით, მტვრით და ქუჩის სუნებით გაავსებთ.

ხრიკი 2: ბინა დაატენიანეთ

როცა გვცხელა, წყალს ვსვამთ და შხაპს ვიღებთ. რატომ არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი ბინაში ტემპერატურის დასაწევად? შენობის „დატენიანების“ ბევრი მეთოდი არსებობს. ბანალური პულვერიზატორით დაიწყეთ. ფლაკონში ცივი წყალი ჩაასხით და პერიოდულად მთელ ბინაში გააფრქვიეთ. ასე ტემპერატურას შეამცირებთ. არ გაგიტაცოთ, რომ ოთახი სათბურად არ გადაიქცეს. საათში ერთხელ საკმარისია.

კარგია, თუ სახლში ჰაერის დამატენიანებელი გაქვთ. ასე პულვერიზატორი არ დაგჭირდებათ, რადგან სპეციალური მოწყობილობა მთელ სამუშაოს შეასრულებს. თუ ვერ გეხმარებათ, სცადეთ შემდეგი ხრიკი: დამატენიანებლის კონტეინერს, სადაც ცივი წყალი ჩასხმულია, ყინული დაუმატეთ, რომელიც შენობას უფრო გააგრილებს.

ხრიკი 3: ყველა მოწყობილობა გამორთეთ

პარადოქსია, მაგრამ მაცივარი, რომლის მთავარი მიზანი პროდუქტების გაგრილება და შიგნით დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებაა, გარედან თბილია. დაფიქრდით, სად მიდის სითბო. სწორია, ბინაში. ეს ერთადერთი მოწყობილობა არაა, რომელიც სითბოს ასხივებს და ოთახებში ტემპერატურას ზრდის. ფენი, თმის გასასწორებელი, უთო, კომპიუტერი, ტელევიზორი – ყველა ეს მოწყობილობა ზაფხულში თქვენს წინააღმდეგ მუშაობს. თუ შესაძლებელია, ზოგიერთი მოწყობილობა გამორთეთ.

ეს რეკომენდაცია სამზარეულოს განსაკუთრებით ეხება. აქ, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში, რადგან ქურა, ჩაიდანი და სხვა გაჯეტი ხშირად ჩართულია. თუ სენსორული ელექტროქურა ჰაერს ძლიერ არ აცხელებს, გაზქურა ღია ცეცხლით სამზარეულოს უდაბნოდ აქცევს.

სააბაზანო ოთახში პირსახოცის საშრობი გამორთეთ, თუ ასეთი გაქვთ. მილსადენთან მიერთებული ცხელი წყალი ძირითად ფუნქციასთან ერთად სველ წერტილსაც ათბობს. თუ ზამთარში ეს აქტუალურია, ზაფხულში პრობლემა ხდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ მთელ ბინაში პირსახოცის საშრობი შეგიძლიათ გამორთოთ. თუ მისკენ მიმავალი ორი სარქველი აქვს, გაგიმართლათ. თუ არა, ფოლგა შემოახვიეთ. მასალა სითბოს რაოდენობას შეამცირებს, რომელიც სააბაზანო ოთახში მოწყობილობიდან ხვდება.

შენიშვნა: არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ სინათლის წყაროს ყურადღება მიაქციეთ. საქმე იმაშია, რომ ვარვარის ნათურა უფრო სწრაფად ხურდება, ვიდრე დიოდური ან ფლუორესცენტური ნათურა. დროა, ნათურები გამოცვალოთ.

ხრიკი 4: საკუთარი კონდიციონერი გააკეთეთ

კონდიციონერის უქონლობა საკუთარ ბინაში სიცხის ატანის მიზეზი არაა. ვენტილატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ის მხოლოდ სიგრილის ილუზიას ქმნის, რომ ოფლი სწრაფად აორთქლდეს. სერიოზულ სიცხეში საკმარისი არაა.

გირჩევთ, რომ კონდიციონერი საკუთარი ხელით გააკეთოთ. ამისთვის ღრმა თასში ცივი წყალი ჩაასხით, ცოტა ყინული დაუმატეთ და ელექტრო ვენტილატორი ყინულიანი წყლით სავსე თასის წინ დადგით. ახლა მოწყობილობა ჩართეთ. თასიდან მომავალი ცივი ჰაერი ჰაერის ნაკადებს შეერევა და მთელ ბინაში გავრცელდება. ასე ტემპერატურას შეამცირებთ და ჰაერს დაატენიანებთ.

არ გაქვთ ვენტილატორი? მაშინ დივნის ან საწოლის გვერდით ყინულიანი წყლით სავსე თასი დადგით. სიცხეს მთლიანად ვერ მოიშორებთ, მაგრამ ოთახში თავს კომფორტულად იგრძნობთ. ბევრი ყინული მოიმარაგეთ, რადგან ჭურჭლის განახლება ყოველ 2 საათში მოგიწევთ.

ხრიკი 5: იატაკზე ფეხშიშველა იარეთ

ბინაში ყველაზე სწრაფად თბილი და მკვრივი ნივთები ხურდება. ასეთია ფარდა, ხალიჩა, გადასაფარებელი, ბეწვიანი ქსოვილი. გირჩევთ, რომ იატაკიდან ხალიჩა აიღოთ და ფეხშიშველა იაროთ. ასე ერთ თავის ტკივილს მოიშორებთ. ზაფხულში ხალიჩაზე ბევრი მტვერი და ჭუჭყი გროვდება, რომლებიც ფანჯრიდან შემოდის, ხოლო მისი აღებით რეგულარული გაწმენდა დაგავიწყდებათ. გირჩევთ, ტექსტილი წინასწარ ანტრესოლში ან საკუჭნაოში შეინახოთ. თუ აცივდება, ხალიჩას სწრაფად იპოვით.