იაპონელები გთავაზობენ დაუვიწყარ დასვენებას კემპერში, რომელიც ყინულის იგლუს ატმოსფეროს ქმნის

თანამედროვე ავტომოგზაურებს სხვადასხვა კონფიგურაციის, ზომის და ნაკრების კემპერით ვეღარ გააოცებთ. და მაინც, იაპონელმა დიზაინერებმა სცადეს უნიკალური ინტერიერის მქონე ავტოსახლის შექმნა, რომელიც წინა მოდელებისგან კარდინალურად განსხვავდება. თბილი ხის/ტყავის მასალის ნაცვლად ესკიმოსების იგლუს გამაგრილებელი ყინულის ატმოსფერო გამოიყენეს, რომელიც ზამთრის ულამაზეს პეიზაჟებს ერწყმის.

სათხილამურო/ტყის ქოხის ავტოსახლად გადაკეთების იდეა უნიკალური არაა, თუმცა იაპონელმა დიზაინერებმა კურორტის Hoshino Resort Alz Bandai დაკვეთით სხვა მიმართულება აირჩიეს. ახალი კონცეპტუალური კემპერ–იგლუს შიგნით დათოვლილი ლანდშაფტის შეგრძნების შექმნა გადაწყვიტეს. ამ კემპერით შეგიძლიათ სუსხიან ზამთარში ან ყველაზე დათოვლილ სათხილამურო კურორტებზე იმოგზაუროთ ან უბრალოდ ქალაქგარეთ წახვიდეთ (ერთნაირ შთაბეჭდილებას მიიღებთ). ასე შექმნეს უნიკალური მოდელი სახელად Camakuruma (იგლუ იაპონურად kamakura-ს ნიშნავს, ხოლო ავტომობილი – kuruma-ს), რომლის ინტერიერში თბილი ხის მოსაპირკეთებელი მასალების ნაცვლად იგლუს ან თოვლის გამოქვაბულის ყინულის ატმოსფერო გამოიყენეს.

შენიშვნა: მთელი გარდაქმნა შესრულდა ბორბლებიან ბაზაზე Toyota Hiace CRC Robinson 771 – კომპაქტური კემპერი, რომელიც გაყიდვების ლიდერია. Camakuruma–ს კონცეფცია კურორტის Hoshino Resorts, კემპინგის ავტომობილების გაქირავების იაპონური ცენტრის (CRC), დიზაინის ცენტრის Nippon და კორპორაციის Toyota Motor დიზაინერების ჯგუფმა შეიმუშავა.

Camakuruma-ს კონცეფცია პოზიციონირებს, როგორც ქალაქის ხმაურიდან, ქაოსისგან და ჩახუთულობისგან გაქცევა მშვიდ და სუფთა ატმოსფეროში, თან ამისთვის დათოვლილ რეგიონში წასვლა აუცილებელი არაა. საკმარისია, რომ ავტომობილების გაქირავების ცენტრის (CRC) ერთ–ერთ ოფისს მიმართოთ, კემპინგი იქირაოთ და პირდაპირ გზაზე დაბინძურებულ ქალაქის სივრცესა და „ყინულის“ საცხოვრებლის გამამხნევებელ გარემოს შორის კონტრასტი იგრძნოთ.

გარეგნულად კემპერის ახალი მოდელი არსებული ანალოგებისგან ჩვეული ინტერიერის დიზაინით ცოტათი განსხვავდება, თუმცა Toyota Motor-ის მიერ გამოშვებულ სტანდარტულ კომფორტულ ავტოსახლზე Toyota Hiace CRC Robinson 771 უფრო გრძელია. ერთადერთი, ფერებს ვერ აირჩევთ. ავტოსახლს მხოლოდ ქათქათა შეფერილობა ექნება. დიზაინერებმა შიდა სივრცე მთლიანად შეცვალეს. ნამდვილ ყინულის იგლუში ყოფნის შესაგრძნებად 2,5D ბეჭვის ტექნოლოგია გამოიყენეს.

ტექსტურის სწორი წასმით კედლები ტექსტურირებული გახადეს. თოვლის ფენებს ჰგავს, რომელიც ისეა დაგებული, როგორც ესკიმოსის საცხოვრებლის აშენების ტექნოლოგია მოითხოვს. ზამთრის სივრცის შესაქმნელად ქათქათა ტონი გამოიყენეს, რომელიც არა მხოლოდ კედლების და ჭერის გაფორმებაში, არამედ იატაკზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯში გვხვდება. კლიენტის სურვილით ან შინაურული სითბოს ნოტების შესამატებლად გამონაკლისი შეიძლება იყოს ტექსტილის ფერადი გამა საძინებელ ზონაში, ასევე სააბაზანოს/სამზარეულოს ჭურჭლის არჩევანი.

კონცეფციის ავტორებს სურთ კლიენტებს შესაძლებლობა მისცენ, რომ ყინულის სიგრილით დატკბენ წლის ნებისმიერ დროს ადგილმდებარეობის მიუხედავად, იქნება ეს ქალაქის უბანი, რომელიც ასფალტით და ბეტონით გარემოცულია, თუ სიმწვანეში ჩაფლული ტყის ხეობა. თუ კემპინგის მფლობელი/დამქირავებელი თოვლიან კურორტზე Hoshino Alz Bandai წასვლას გადაწყვეტს, კომფორტულ და თბილ იგლუში ყოფნით თოვლით დაფარულ ადგილებში მეტი დროის გატარებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ შიდა და გარე გარემოს შორის საზღვრების „წაშლით“ არ შემოიფარგლნენ. დეველოპერებმა პატარა სივრცის მაქსიმალურად ოპტიმიზირება შეძლეს, რომ კომფორტულ საცხოვრებლად ექციათ, სადაც 5-6 ადამიანი (3-4 ზრდასრული, 2 ბავშვი) ღამის გათევას შეძლებს.

მარტივი, მაგრამ რაციონალური განლაგებით მოაწყვეს პატარა სამზარეულო ნიჟარით და ჩაშენებული მინიატურული სამუშაო ზედაპირით, რომელზეც შეგიძლიათ ელექტროქურა დადოთ. ეს ყველაფერი მაცივრის ზემოთ მდებარეობს. თავად სამზარეულო ავტოსახლის დასავლეთ ნაწილშია, სადაც გათვალისწინებულია შესასვლელი, რომელიც საცხოვრებელი ფართიდან დათბუნული ტიხრით არის გამოყოფილი.

საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს მისაღებ ოთახს დივანით, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დიდ საწოლად აქციოთ. მისაღები ზონა პირდაპირ მძღოლის სავარძლის უკან მდებარეობს, ხოლო გაშლილი დივანი ქმნის განივ საწოლს, რომელიც 4 ადამიანზეა გათვლილი (3 ზრდასრული, 1 ბავშვი). საწოლის ზემოთ მდებარეობს ტელევიზორი, რომ საყვარელ პროგრამას/ფილმს საწოლიდან ადგომის გარეშე კომფორტულად უყუროთ.

კიდევ ერთი ორსართულიანი საწოლი კაბინის ზემოთ მდებარეობს. დაბალი სივრცე კომპენსირდება გვერდით არსებული ფანჯრებით. ასე თავს ბრტყელ ყუთში არ იგრძნობთ და თან ხედებით დატკბებით.

სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ Toyota–ს სპეციალისტებმა სივრცის შევსების საოცარი ოსტატობა კიდევ ერთხელ წარმოგვიჩინეს. ახალი მოდელი Camakuruma გვთავაზობს ყველაზე მოულოდნელ ადგილებს ტანსაცმლის, თეთრეულის, სამზარეულოს ჭურჭლის, პროდუქტების მარაგის, ჰიგიენის საშუალებების, სპორტული ინვენტარის და სხვა ყველაფრის შესანახად, რაც შორ გზაზე დაგჭირდებათ.

ინფორმაცია Novate-გან: ამ დროისთვის ავტოსახლი მხოლოდ კონცეფციაა და სადემონსტრაციო მოდელი ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე საჩვენებლად არის წარმოდგენილი. სათხილამურო კურორტი Hoshino Resort Alz Bandai ჯერჯერობით გთავაზობთ შაბათ–კვირის პაკეტებს კეთილმოწყობილ კემპინგში (პირდაპირ იქვე შეგიძლიათ იქირაოთ) განთავსებით და დაუვიწყარ აქტივობებს, როგორიცაა სრიალი თხილამურებით, ტობოგანით (უძველესი ტიპის ციგა), რეზინის მარხილით, სნოუბორდით და სხვა სპორტული ინვენტარით. ასეთი სიამოვნება (საუზმით და ცხელი წყაროს უახლოეს კურორტზე ექსკურსიით) ერთ ადამიანს სულ რაღაც 500 დოლარზე ცოტა მეტი დაუჯდება.

როგორც ჩანს, კემპერის მოდელი Camakuruma მობილური ზამთრის დასვენებისთვის საინტერესო დამატებაა. კარგი იქნებოდა, რომ „ყინულის“ გარემოს ავტოსახლი გამოყენება შესაძლებელი იყო ცხელი უდაბნოში სამოგზაუროდ და ტროპიკულ სანაპიროზე ღამის გასათევად. ამ რეგიონებს სუფთა ჰაერი და სიგრილე ნამდვილად აკლიათ.