12 საბჭოური ნივთი, რომლის გადაგდება მოდის ხარკის გამო არ ღირს

სსრკ–ს პერიოდში ნივთებს გოსტის სტანდარტით აკეთებდნენ და ეს მითი და პათეტიკური სიტყვები არაა. ხშირად ვერ ვამჩნევთ, რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს ვინტაჟური ნივთები. Novate გიზიარებთ საბჭოურ ნივთებს, რომელთა გადაგდება მოდის ხარკის გამო არ ღირს, რადგან დიდხანს ერთგულად გემსახურებათ.

1. მალენკოვსკის ჭიქა

საბჭოური თლილი ჭიქა სახლის ბუფეტში ყველას ჰქონდა. სასადილოებში, გაზიანი სასმელების მანქანებთან და ქუჩის ვაჭრობაში გამოიყენებოდა. კომფორტული და ძალიან გამძლე ჭიქა სქელი მინისგან იყო დამზადებული. დიასახლისები თლილ ჭიქას დღემდე ფხვიერი და თხევადი პროდუქტების საზომად იყენებენ. თანამედროვე მტვრევადი ჭიქებისგან განსხვავებით კიდევ 100 წელი გემსახურებათ. მისი დახმარებით შეგიძლიათ ცომიდან გირცის და ფხვიერი ნამცხვრის ფორმები გამოჭრათ.

საინტერესოა! რატომ უწოდებენ ამ ჭიქას „მალენკოვსკის“? სახელი სახალხო თავდაცვის კომისრის გვარის საპატივცემულოდ შეარქვეს. მისი ბრძანებით სამხედროების ზოგიერთი კატეგორია არა 100 გრამ არაყს, არამედ 200–ს იღებდა (ზუსტად ამდენი ჩადის ამ ჭიქაში). ვინც არ სვამდა, მას შეეძლო არაყი იმავე მოცულობის შაქარში ან თამბაქოში გაეცვალა. ნორმა დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ დაგვამახსოვრდა.

2. ბროლის საკანფეტე და სასალათე

ძველად ბროლი სერვანტში ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებელი იყო, ხოლო სარკიანი უკანა კედელი სიმდიდრეს „აორმაგებდა“. ჩვენი ბებიები და დიდი ბებიები ფაიფურის ნაკრებს, ბროლის ჭურჭელს ყიდულობდნენ. მასობრივი მოთხოვნის გამო ბროლი გაუფასურდა და ძველმანების ბაზრობაზე თასები და სასალათეები სასაცილო ფასი ღირს. ეს ჭურჭელი ოჯახური წვეულებების მოგონებებს ინახავს. თან ლამაზია. უბრალო სალათი ბროლის სასალათეში თვალს ახარებს. ესთეტიკაზე საუბარს მოვრჩეთ. საბჭოური სასალათე და საკანფეტე სქელი ბროლისგან არის დამზადებული, მისი გატეხვა, თუნდაც იატაკზე დავარდნისას მარტივი არაა. ძალიან მაღალი სიმაღლიდან მყარ იატაკზე (მაგალითად, ცემენტზე ან ფილაზე) უნდა დაგივარდეთ, რომ დააზიანოთ. ლინოლეუმი მტერი ნამდვილად არაა.

3. ვერცხლისწყლის თერმომეტრი

ეს მარტივი და იაფი ნივთი სხეულის ტემპერატურას ზომავს. ვერცხლისწყლის თერმომეტრი ელექტრო თერმომეტრებთან შედარებით საკმაოდ ზუსტია. თუ გაგიტყდათ, შეიძლება სახიფათო იყოს. ევროპაში ეკოლოგიის და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მისი თავისუფლად გაყიდვა დიდი ხანია აკრძალეს. გამორიცხული არაა, რომ მალე საქართველოც ამ გზას დაადგეს და უახლოეს მომავალში ვერცხლისწყლის თერმომეტრი გაქრეს.

4. ნაბდის ჩექმა

თუ შემონახული გაქვთ საბჭოური ნაბდის ჩექმა, იღბლიანი ხართ! ნაბდის ჩექმაში ბეწვის თვისებების გამო ფეხი თბილად და მშრალად არის. ცივ ზამთარში მასზე კარგ ფეხსაცმელს ვერ იშოვით. ნაბდის ჩექმა აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი არაოფიციალური სიმბოლოა, სუვენირი, რომელსაც ბევრი ტურისტი დიდ ფასად ყიდულობს. უცხოელები მას ხშირად ატარებენ, რადგან მათთვის ეგზოტიკური, მოდური და ეკოლოგიურია, რადგან ამ ულტრათბილი ზამთრის ფეხსაცმლის შესაქმნელად ერთი ცხოველიც არ დაღუპულა.

5. ხალიჩა

ხალიჩა საბჭოთა პერიოდში ოჯახის კეთილდღეობის ნიშანი იყო. 1950-იან წლებში ხალხმა ახალ აშენებულ ბინებში გადასვლა და დასახლება მასიურად დაიწყო. ინტერიერის ძვირადღირებულ და დეფიციტურ ნივთებზე უზარმაზარი რიგი იდგა. ეს სილამაზე გარემოს ყოველთვის არ ერწყმოდა. ახლა ე.წ. „ბებისეული ხალიჩა“ თანამედროვე ინტერიერის ღირსია. ამ ზოლებიანი ხალიჩის ფონზე ფოტოგრაფები ხშირად საინტერესო ფოტოსესიებს აწყობენ. მაღაზია IKEA ინტერიერის გასაფორმებლად საბჭოურის მსგავს ხალიჩებს გთავაზობთ. სწორედ ამიტომ, მისი გადაგდება არ იჩქაროთ, თუ, რა თქმა უნდა, კარგ მდგომარეობაშია და შეგიძლიათ თანამედროვე სივრცეს მოარგოთ.

6. “მათეთრებელი“

ეს საშუალება საბჭოთა პერიოდიდან რომ შეგენახათ, ნამდვილად ვადა გაუვიდოდა. სწორედ ამიტომ, ვსაუბრობთ არა საბჭოურ ნივთზე, არამედ მის თანამედროვე ანალოგზე, რომელსაც ბევრი არქაულად მიიჩნევს და სულ ტყუილად. „მათეთრებელი“ იაფი საშუალებაა, რომელიც სახლში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მისი დახმარებით თეთრეულს, ტანსაცმელს და ვაფლის პირსახოცებს ათეთრებენ, დანა–ჩანგალს და ქვაბებს ხარშავენ. მინუსი – ქლორს მძაფრი, სპეციფიკური სუნი აქვს. ერთი შეხედვით უიმედო ლაქასაც იდეალურად უმკლავდება!

7. თუჯის ჭურჭელი

შავი ნამწვი, მძიმე თუჯის ტაფი, სოლიდური ქვაბი იხვის მოსამზადებლად და კაზანი პირდაპირ საბჭოურ ყოფასთან ასოცირდება. მასში საჭმელს ამზადებდნენ, ხარშავდნენ და რას არ აკეთებდნენ. თუჯი ტოქსიკური არაა, სწორი მოვლის პირობებში დიდხანს გემსახურებათ, ხოლო დროთა განმავლობაში მხოლოდ უმჯობესდება. ასეთი ჭურჭელი ნელა ხურდება, ამიტომ კერძი თანაბრად მზადდება და არ იწვის. ბევრ უცხოელს თუჯის ჭურჭლის შეძენა სურს. ჩვენი დიასახლისების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ საუკეთესო ბლინები და კარტოფილი მხოლოდ თუჯის ტაფაზე მზადდება.

8. სავაფლე

ალბათ, ბევრს ახსოვს სავაფლე ბავშვობიდან. მარტივი ცნობადი დიზაინი. სწრაფად ცხვებოდა, ცომი თანაბრად წითლდებოდა და ზედაპირს არ ეკვროდა. ვაფლი თხელი და ხრაშუნა გამოდიოდა. თანამედროვე დიასახლისები, რომლებიც საბჭოურ სავაფლეს იყენებენ, ერთხმად ამტკიცებენ: თანამედროვე მოდელები ვერც შეედრება. სხვათა შორის, ევროპაში ვაფლით საუზმობა უყვართ, მასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ანალოგს „ვენის ვაფლი“ ჰქვია.

9. სავარძელი–საწოლი

რატომ არ უნდა გადააგდოთ სავარძელი–საწოლი? რადგან იდეალურია ვარიანტია, თუ ღამით მოულოდნელად სტუმარი გეწვიათ. ზედმეტი საწოლის დასადგამად ადგილის მოძებნა რთულია, ხოლო სავარძელი ნაკლებ ადგილს იკავებს. შეგიძლიათ შენიღბოთ: სავარძელს თანამედროვე ფუმფულა პლედი გადააფარეთ და წიგნის წასაკითხად ან ცხოველის საწოლად გამოიყენეთ.

10. დახვეწილი ჩაის წყვილები

თუ სერვიზიდან ჩაის წყვილი მოგწონთ, აუცილებლად გამოიყენეთ. ვინ თქვა, რომ ძველი ჭურჭელი აკრძალულია? თხელი ფინჯნიდან ჩაის დალევა არომატულ შარლოტასთან ერთად სასიამოვნოა! თუ თანამედროვე პრაქტიკული ჭიქები მოგწონთ, რომელიც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ დაზიანდება, სერვიზი შეგიძლიათ გაყიდოთ. კარგი სერვიზი, რომელიც წლები თავის დროს ყუთში ელოდა, ახლა რამდენიმე საათში ხელიდან გაგიფრინდებათ. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიაში მოცემული ნივთების გადაგდება არ ღირს. ასე რომ, სჯობს მას შეხვდეს, ვინც ღირსეულად დააფასებს.

11. სადუღარი

გაქვთ სადუღარი? მართლა? იშვიათი იღბლიანი ხართ! სადუღარი საშიშ ნივთად არის მიჩნეული და მსოფლიო წარმოებიდან ამოღებულია, არადა მოგზაურობისას შეუცვლელი ნივთია. სუპერსწრაფი, სუპერმოსახერხებელი მეთოდია, რომ საჭირო რაოდენობის ცხელი წყალი სასმელისთვის ან კერძის სწრაფად მოსამზადებლად მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში გადააგდოთ და არავის მისცეთ.

12. ნივრის საჭყლეტი

სამზარეულოს ნივთი თანამედროვე ანალოგებისგან არ განსხვავდება, მაგრამ ფუნქციონალურობით ახლებს ბევრად აღემატება. გამძლე საბჭოური ნივრის საჭყლეტით სახელურზე ნახევრადწრიული ჩაღრმავებით შეგიძლიათ პატარა კაკალი გატეხოთ.