პორტუგალიაში ამოყირავებული პირამიდის ფორმის „მარადიული სინათლის სამლოცველო“ ააშენეს 

პორტუგალიურმა არქიტექტურულმა სტუდიამ დაასრულა უჩვეულო რელიგიური შენობის პროექტი, რომელიც აზორის კუნძულის (პორტუგალია) პატარა სოფლის სასაფლაოს შესასვლელთან მდებარეობს. „მარადიული სინათლის სამლოცველო“, ასე შეიძლება ითარგმნოს ტაძრის სახელი, რომელსაც ამოყირავებული პირამიდის ფორმა აქვს და ამტკიცებს, რომ თანამედროვეებმა ტაძრის არქიტექტურის კანონები საკუთარი ხედვით შეცვალეს.

პორტუგალიაში აზორის კუნძულის პატარა სოფელში Vila Franca do Campo დასრულდა სამლოცველოს მშენებლობა, რომელიც უჩვეულო რელიგიური ობიექტების მიმართ ინტერესს ზრდის. სტუდია Bernardo Rodrigues Architects–ის სპეციალისტები ერთი შეხედვით ტრადიციული შენობის პროექტირებას სერიოზულად მიუდგნენ. ხშირად ასეთი სამლოცველო სასაფლაოსთან ახლოს მდებარეობს, რომ გარდაცვლილთა ნათესავებმა მათი სულების დასამშვიდებლად ლოცვა შეძლონ. ოკეანის გასწვრივ შემაღლებულ ადგილას მდებარე პატარა დასახლებულ პუნქტს სჭირდებოდა ღირსეული ობიექტი, რომელიც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა და შორიდან ცნობადი ადგილი გახდებოდა. უჩვეულო მშენებლობის ინიციატორები სან–მიგელის კუნძულის მუნიციპალიტეტი და დასახლებული პუნქტის Vila Franca do Campo მმართველები იყვნენ. მათ ამით ადგილობრივი საზოგადოებისადმი პატივისცემის გამოხატვა სურდათ.

Chapel of Eternal Light (მარადიული სინათლის სამლოცველო) ასე უწოდეს ახალ რელიგიურ ობიექტს, რომელიც მთავარი გზიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, რომელიც მთელ სოფელზე, სასაფლაოსა და საცხოვრებელ კვარტალებს შორის გადის. ერთ–ერთი ცარიელი ნაკვეთი უცნაური ობიექტის მშენებლობის ადგილი გახდა. პროექტის ავტორებმა უჩვეულო ფორმის შენობის შექმნით, რომელიც ტაძრის არქიტექტურის მიღებულ კანონებს აბსოლუტურად არ შეესაბამება, თვალწარმტაცი ტერიტორია და ოკეანის ღია ხედების დაკავშირება სცადეს. მათი აზრით, ამოყირავებული პირამიდა მცირე გადახრით მზისკენ დახრილ ყვავილს ჰგავს.

აღსანიშნავია: სამლოცველოს პროექტირების დასაწყისში ბერნარდო როდრიგესი, სტუდია Bernardo Rodrigues Architects–ის დამფუძნებელი და იდეების შთამაგონებელი, ძლიერ შოკს განიცდიდა (ბავშვის დაკარგვა, ამიტომ მორიგი კანონიკური ყუთის შექმნა არ სურდა). ბრიონის სასაფლაოს (Tomba Brion in Italy, პროექტის ავტორია კარლო სკარპა) მონახულებისას სამლოცველოს ცენტრალურ დარბაზში ამოყირავებული პირამიდის ფორმის გამოყენების იდეამ გააოცა, სადაც საკურთხეველი მსგავსი სტრუქტურით განათებულია. როდრიგესი უფრო შორს წავიდა და თანაავტორები დაარწმუნა, რომ სწორედ ამ ფორმის ეკლესია აეშენებინათ.

გადაბრუნებული პირამიდის ფორმა სოფლის მაღალმთიანი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მიმდებარე ლანდშაფტს იდეალურად ეთავსება. ასე არსებული სივრცე მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენეს. პირამიდის მწვერვალის ძირი (ნაწილობრივ მიწაში ჩამარხულია) გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტრადიციულ ობიექტს დასჭირდებოდა, რომელიც ბევრი ვიზიტორის მისაღებად არის განკუთვნილი. სტრუქტურის მწვერვალის ფერდობის ორ დონეზე ჩაღრმავებით მიიღეს დამატებითი ოთახები მღვდლის ოთახის, კომუნალური ოთახის და სააბაზანო ოთახის მოსაწყობად, თან მიმდებარე ტერიტორიის სპეციალური ორგანიზაციისთვის ადგილი დარჩა. ეს იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, რომ სალიტურგიო მთავარი დარბაზი საკმაოდ ტევადია.

პირამიდული შენობის მაქსიმალურად მარტივი კონსტრუქცია მაღალ ტექნოლოგიებს ან სპეციალური სამშენებლო მასალების გამოყენებას არ მოითხოვდა, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. პროექტის რეალიზაციისთვის დასჭირდათ: საჭირო ზომის და ფორმის ფოლადის კარკასი, ასევე ბეტონის ნარევი. მასალის გამაგრების შემდეგ კედლები მწვანე მარმარილოთი მოაპირკეთეს, რომელიც შენობას საკმაოდ მიმზიდველს და დიდებულს ხდის იმის მიუხედავად, რომ მის დიზაინში დეკორატიული ელემენტები გამოყენებული არაა. ეს ბიუჯეტზე კარგად აისახა, რადგან მდიდრული მორთულობა მშენებლობაზე გამოყოფილი ფინანსების დიდ წილს ჭამს.

აღსანიშნავია, რომ განათება, უფრო სწორად ფანჯრების ღიობები და ლუქები კარგად მოფიქრებულია. შიდა სივრცეში ვერცხლისფერი კედლები ბუნებრივად განათებულია ექვსმეტრიანი სინათლის ლუქით, რომელიც გადაბრუნებული პირამიდის ორ მომიჯნავე წახნაგზე დამონტაჟებულია და ვიწრო გრძელ ფანჯარას ქმნის, რომელიც საკურთხეველს უყურებს. იატაკის გასწვრივ წახნაგ–კედლების პირაპირზე გათვალისწინებული ლურჯი მინით შემინული ვიწრო ზოლი, რომელიც ოთახში გაფანტულ სინათლეს უშვებს. საკურთხეველთან ჯვრის ფორმის ღიობიც არის, საიდანაც მზის სინათლე შემოდის. მზიან ამინდში სამლოცველო განსაკუთრებულ რელიგიურ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიებს ახასიათებს.

შენობის მდებარეობის და დახრის კუთხის სწორად შერჩევის წყალობით მთავარი დარბაზი მთელი დღე ბუნებრივი სინათლით განათებულია, თან შიგნით შესული მზის სინათლე ინტერიერის ატმოსფეროს კარდინალურად ცვლის, სინათლის და ჩრდილის საოცარ თამაშს ქმნის. საღამოს უკუ ეფექტი იქმნება. ელექტროგანათება ღიობების გავლით ღამის ცის ფონზე შთამბეჭდავ სურათებს ქმნის. განათების ეფექტს აძლიერებს პირამიდის ფასადში ჩასმული თითბერის ფირფიტები, რომლებიც სინათლის ნაკადებს მიმართავენ.

მუდმივად ცვალებადი განათების წყალობით მთავარი დარბაზის ინტერიერი გარდაიქმნება, სალოცავად ან ქადაგების მოსასმენად შესაფერის ატმოსფეროს ქმნის, რადგან ვიზიტორს/მრევლს ხელს ვერავინ შეუშლის იმ საქმეში, რის გამოც „მუდმივი სინათლის სამლოცველოში“ მოვიდა.

მუქი ვერცხლისფერი კედელი ხის იატაკის საფარს და ამ სივრცისთვის შექმნილ დიზაინერულ ავეჯს ჰარმონიულად ეთავსება. ესეც ელემენტების მარტივი ნაკრები, რომელიც სამლოცველო დარბაზის საერთო სახეს ქმნის.

სხვათა შორის, იმის წყალობით, რომ შენობა მცირე მიწის ნაკვეთს იკავებს, ადგილი დარჩა გზის და მწვანე დასასვენებელი ზონის, ასევე ხელოვნური ტბის მოსაწყობად, რომელიც არქიტექტურულ ობიექტს და სოფლის ულამაზეს ლანდშაფტს ჰარმონიულად დააკავშირებს.