7 ნივთი, რომლის დანიშნულებას პირველივე მცდელობაზე ვერ გამოიცნობთ

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე გამოიგონეს უამრავი სხვადასხვა ნივთი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი დანიშნულება აქვს. ზოგიერთ ნივთს დღემდე ვიყენებთ, ხოლო სხვების არსებობა დავიწყებას მიეცა. ზოგჯერ ნივთის შემხედვარე მიუხედავად იმისა, აქტუალურია თუ არა, ვერ ვხვდებით, რა არის მისი რეალური დანიშნულება. Novate გთავაზობთ „შვიდეულს“, რომლის დანიშნულებას პირველივე მცდელობაზე ვერ გამოიცნობთ.

1. არკბუტანი

ერთი შეხედვით, ძველ ნაგებობებზე ასეთ ნახევარრკალის თაღებს სილამაზისთვის ან მეტი დიდებულებისთვის აკეთებდნენ. სინამდვილეში ძალიან პრაქტიკული დანიშნულება აქვს. არკბუტანი გამოიყენება იმისთვის, რომ შენობის კამარიდან ჰორიზონტალური დატვირთვის ნაწილი გადასცეს ძირითად საყრდენ ბოძს, სწორედ იმ ნახევარრკალის თაღს, რომელიც ძირითადი სტრუქტურის გარეთ მიშენებულია.

2. საცმები მოაჯირებზე

მოაჯირებზე ეს უცნაური მოწყობილობები დიზაინის არასტანდარტულ ვარიანტად შეიძლება ჩათვალოთ, რომ არა მისი რეალური დანიშნულება. საცმები მონტაჟდება იმისთვის, რომ კიბის ზემოთ აღნიშნული ელემენტი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან დაიცვან. საუბარია სკეიტერებზე, რომლებიც ჩასასვლელად საფეხურების ნაცვლად მოაჯირს ხშირად იყენებენ. ასეთი საცმები ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

3. ნიანგების ფერმა

ამ ფოტოს შემხედვარე უცნაური ნაკადების დანიშნულების ორი ვერსია ჩნდება. ან ლანდშაფტის დიზაინის უჩვეულო მაგალითია ან საერთოდ ფოტოშოპი. რეალობა უფრო საინტერესოა: ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ასე გამოიყურება ტეხასის ნიანგების ფერმა, სადაც შესაბამისი ქვეწარმავლები გამოყავთ.

4. “ქურდობის საწინააღმდეგო“ ჯიბის საათებისთვის

თუ ამ ნივთს მხოლოდ მისი დანიშნულების გასაგებად შეხედავთ, მისი ფუნქცია უბრალოდ დაიკარგება, რადგან რა საჭიროა ნივთი, რომელიც რგოლის გამოწევისას ოთხ ნემსს უშვებს. წინა საუკუნეებში ხშირად იყენებდნენ, რადგან გაჯეტი ქურდებს ჯიბის საათის მოპარვის საშუალებას არ აძლევდა. ერთგვარი „ქურდების საწინააღმდეგო“ ნივთია ვიქტორიანული ეპოქიდან.

5. ჯადოსნური კვადრატი

მთელ მსოფლიოში არაერთი სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ტერიტორიაზე შეგიძლიათ იხილოთ ქვის ელემენტები, სადაც ცხრილი ციფრებით გამოსახულია. ეს ტერიტორიის, სადაც მეცნიერება იქმნება, მხოლოდ საინტერესო გარემო არაა, არამედ მათემატიკური ხუმრობა სკულპტურის სახით, რომელსაც „ჯადოსნური კვადრატი“ ეწოდება. არსი იმაშია, რომ მასში რიცხვები ჩაწერილია ისე, რომ ნებისმიერი მიმართულებით, როგორც სწორ ხაზებზე, ასევე დიაგონალზე, ჯამი ყოველთვის ერთნაირია. უფრო იშვიათად ამ თავსატეხის ასოებიანი ანალოგიც გვხვდება.

6. ძროხების გადასაბრუნებელი

მარტივი მისახვედრია, რომ მოწყობილობა ძროხების გადასაბრუნებლად არის შექმნილი, სახელწოდებაც შესაბამისი აქვს. აი, გაგიჭირდებათ გაიგოთ, რატომ უნდა გადააბრუნოთ საწყალი ძროხა. მსგავს გაჯეტს ვეტერინალები იყენებენ, რომ ცხოველი საჭიროების შემთხვევაში გამოიკვლიონ და ოპერაციაც გაუკეთონ ისე, რომ არც პაციენტი და არც თავად არ დაზიანდნენ. სიტყვაზე, არა მხოლოდ ძროხის, არამედ, მაგალითად, პინგვინის გადასაბრუნებელი გაჯეტიც არსებობს.

7. გაჯეტი წყლის გასამტკნარებლად

ერთი შეხედვით, მსგავსი მოწყობილობა რაღაც ღრმა წყლის მექანიზმია ან საერთოდ არამიწიერი წარმოშობის მოწყობილობა. სინამდვილეში, ადამიანის მიერ შექმნილი გაჯეტია. მისი დანიშნულება ნამდვილად წყალს უკავშირდება, რადგან სპეციალური მოდულია, რომელიც ზღვის ან ოკეანის წყალს ამტკნარებს. ამ ტექნიკას უბრალო ადამიანი ასეთი სახით ვერ დაინახავს, რადგან ზედაპირზე მხოლოდ ტექნიკის ნაწილი ცურავს. კონკრეტულად ეს მანქანა ღუზას მოწყდა და ნაპირზე გამოვიდა, ხოლო ინტერნეტის მომხმარებლებმა უცნობი ობიექტის კარგად დათვალიერება შეძლეს.