7 პროდუქტი, რომელიც დიდი ხნით დაგანაყრებთ და წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

დემოკრატიული დიეტების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან ინსტა–ქოუჩების კულტურა და მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა ხშირად ზღვარს სცდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი საზიანო გამოდის. კალკულატორით კალორიების გამოთვლის ნაცვლად ისაუზმეთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც დიდი ხნით დაგანაყრებთ. ასე წონის დაკლებას ნამდვილად შეძლებთ. Novate გიზიარებთ ყველაზე ნოყიერ სასაუზმე პროდუქტებს წონის დასაკლებად.

1. ხაჭო და ყველი

ეს პროდუქტები ბევრი ცილას, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან მცენარეულ ცხიმებს და შედარებით ცოტა კალორიას შეიცავს. გარდა ამისა, მათში ბევრი ვიტამინი და მინერალია, რომ დღიური ნორმა მიიღოთ. იდეალურია, თუ გახდომა ან დანაყრება გსურთ. ყველიან ბუტერბროდზე არ ვსაუბრობთ. ყველი ცალკე, კაკალთან ან მსხლის ნაჭრებთან ერთად მიირთვით.

2. ხილი და ბოსტნეული

ხილ–ბოსტნეული უჯრედისით მდიდარია, ბევრ წყალს და ცოტა კალორიას შეიცავს. ხილს შორის წასახემსებლად იდეალურია ფორთოხალი, ყურძენი და ვაშლი. ხოლო ბოსტნეული თითქმის შეუზღუდავად შეგიძლიათ მიირთვათ (კარტოფილის გარდა!).

3. პარკოსანი

პარკოსანი მცენარეული ცილების შემცველობით პირველ ადგილს იკავებს. მასში ბევრი საკვები ბოჭკოა, ამიტომ დიდი ხნით დაგანაყრებთ. ამ კატეგორიის თითოეული პროდუქტი დაბალკალორიულია, ამიტომ გახდომის მსურველებისთვის რეკომენდებულია. ღუმელში გამომცხვარი მუხუდო საყვარელ სანელებლებთან ერთად ჩიფსივით ხრაშუნაა. ქათმის სალათი ლობიოთი საოცარია. ფრინველის ხორცი ცილოვანი დიეტის საფუძველია, ხოლო ქათმის გულმკერდი ცილებისა და ცხიმების თანაფარდობით ჩემპიონია. 100 გ ქათმის ხორცი 30 გ ცილას და მხოლოდ 13 გ ცხიმს შეიცავს. მეორე მნიშვნელოვანი კერძია ლობიო. მასში ადვილად ათვისებადი ცილა შედის და იდეალურია, თუ სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევთ. გარდა ამისა, ლობიოში კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და რკინა შედის. ასეთ სალათს კიტრი, ოხრახუში და მდოგვი შეგიძლიათ დაუმატოთ.

4. კვერცხი

ამ პროდუქტს საოცარი შემადგენლობა აქვს. შეიცავს არა მხოლოდ ცილას, არამედ ყველა ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია. თუ დიდი ხნით დანაყრება გსურთ, კვერცხით ისაუზმეთ. თუ მონო რეჟიმში კვერცხი არ გიყვართ, ისპანახის, კვერცხის და ავოკადოს სალათი სცადეთ. კვერცხი ცილების ღირებული წყაროა, ისპანახი А, В და С ვიტამინებს, ასევე ბეტაკაროტინს შეიცავს. ზუსტად ისაა, რაც საუზმეზე, სადილზე გვჭირდება. თუ ასეთ სალათს ახალ კიტრს, მწვანილს, წიწაკას და ავოკადოს დაუმატებთ, სასარგებლო და გემრიელი გამოვა.

5. ჰერკულესი

ასეთი სახელი ტყუილად არ შეარქვეს, რადგან მარცვლეული პროფესიონალ სპორტსმენებსა და ათლეტებს შორის პოპულარული საუზმეა. წყალს კარგად იწოვს, საჭმლის მონელებს ანელებს, ანუ ჰერკულესის ფაფის ჭამის შემდეგ შიმშილი დიდხანს არ შეგაწუხებთ. ჰერკულესი ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, ამიტომ დილით მისი მირთმევის შემდეგ ენერგიით აივსებით, რომელიც დღის პირველი ნახევრისთვის ნამდვილად გეყოფათ. ეს აიხსნება ფანტელებში უხეში უჯრედისის შემცველობით, რომლის გადამუშავებაზე ორგანიზმი დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს (ასე წონა მცირდება).

6. თეთრი თევზი

მოხარშული ან გამომცხვარი თეთრი თევზის მირთმევით ორგანიზმი ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას იღებს. მაღალი ხარისხის ცილის შემცველობით თეთრი თევზი ძალიან მაღალ ადგილს იკავებს, ასევე დიდი ხნით დანაყრებაში დიდ როლს ასრულებს. ცხოველური ცხიმები კანზე, თმასა და ფრჩხილებზე დადებითად მოქმედებს, განწყობას აუმჯობესებს.

7. მოხარშული კარტოფილი

ბევრი ადამიანი კარტოფილს გაურბის, როცა იგებს, რომ მასში შაქრის შემცველობა თითქმის შაქარს უტოლდება. ეს შემწვარ კარტოფილს ან ფრის ეხება. კარტოფილის რაციონიდან ამოღებას არ გირჩევთ, რადგან ორგანიზმს დიდი ხნით ანაყრებს. თუ, რა თქმა უნდა, ქერქიანად მოხარშავთ. უჯრედისის და მკვებავი ნივთიერებების გარდა მასში ბევრი სახამებელია, რომელიც მაძღრობაზე გავლენას ახდენს და რთული სამუშაოს შესასრულებლად ენერგიას იძლევა.