მილანის ულტრათანამედროვე სამედიცინო კომპლექსმა ჰაერის სმოგისგან გაწმენდის შესაძლებლობა მიიღო

„მწვანე არქიტექტურა“ თანამედროვე მშენებლობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი ობიექტის შექმნაზეა მიმართული. იტალიური არქიტექტურული ბიურო, რომელიც ეკოლოგიურად მდგრადი უჩვეულო პროექტებით ცნობილია, უფრო შორს წავიდა. მილანის მრავალპროფილური საავადმყოფოს ახალი შენობა გახდა ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც არა მხოლოდ თავისი ესთეტიკით და ფორმებით გვაოცებს, არამედ ფასადის უნარით, რომელიც ქალაქის მიკროკლიმატს აჯანსაღებს, სმოგის ნაწილაკებს შლის.

ბოლო დროს ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრების და საავადმყოფოების მშენებლობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჯანდაცვის და გარემოსადმი განსაკუთრებული ყურადღების გაერთიანების ამბიციური მიზნის შესაბამისად მარიო კუჩინელამ, რომელიც ცნობილი არქიტექტორის, რენცო პიანოს მოსწავლე და სტუდიის Mario Cucinella Architects დამფუძნებელია, შენობის ტრადიციულ ფორმებზე, ეზოების და მიმდებარე მოედნების სისტემაზე უარი თქვა, რომ ესთეტიკასა და ობიექტის ეკოლოგიურ მდგრადობაზე ყურადღება გაემახვილებინა.

პროექტის გასახორციელებლად ქალაქის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში გამოიყო ნაკვეთი, რომელიც კლინიკიდან და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ძველი საავადმყოფოდან ფეხით სავალ მანძილზეა. საუნივერსიტეტო საავადმყოფომ San Raffaele Hospital გაფართოებისა და განახლების ფარგლებში მიიღო ახალი ქირურგიული ცენტრი და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება, რომელიც ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა, რადგან ამ დრომდე ჯანდაცვის სფერო ასეთი ეფექტური ფორმის შენობებით განებივრებული არ იყო. პროექტის ავტორების თქმით, მაღალი ესთეტიკა მშენებლობის მთავარი პრიორიტეტი არ იყო.

„ჩვენი მკაფიო მიზანი იყო კარგად დაპროექტებული შენობის შექმნა, რომელიც საავადმყოფოს თანამშრომლების და პაციენტების შენობაში კომფორტულ ყოფას გაზრდის, თან მაქსიმალურად ენერგოეფექტური და ხალხისა და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება. ახალი კომპლექსი San Raffaele Hospital ერთ–ერთი პროექტია, რომელიც სტუდიის მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ერთგულებას საუკეთესოდ ასახავს. მისი საკულტო ფასადი მშენებლობაში ინოვაციის ნათელი სიმბოლო გახდება“ – განმარტავს პროექტის იდეური შთამაგონებელი მარიო კუჩინელა.

სტრუქტურული მახასიათებლები: სამედიცინო კომპლექსი San Raffaele Hospital კონსტრუქციულად და ფუნქციურად შედგება ორი განსხვავებული ბლოკისგან: ტექნიკური სართული და უჩვეულო ფორმის მაღალი კოშკი, რომელსაც თავად დეველოპერები „აისბერგს“ (The iceberg) უწოდებენ. ტექნიკურ სართულზე (პოდიუმზე) კონცენტრირებულია საავადმყოფოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა: სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის განყოფილება, საკლასო აუდიტორიები, სამეცნიერო ლაბორატორიები. მიწისქვეშა ნაწილში მდებარეობს ტექნიკური ოთახი ყველა შესაძლო აღჭურვილობით, რომელიც მთელი კომპლექსის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ობიექტის ზემოთ ასროლილი ნაწილი სიკაშკაშით და გამჭვირვალობით გამოირჩევა, რასაც მასშტაბური შემინვა უზრუნველყოფს. მასში განთავსებულია სტაციონარული განყოფილებები (300 საწოლზე გათვლილი), სარეაბილიტაციო დარბაზები, სამედიცინო კაბინეტები, ლაბორატორიები და ამბულატორიები.

არქიტექტურული ობიექტი ისეა დაპროექტებული, რომ თითოეული ბლოკი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება. ქვედა დონე მონუმენტურობით და პრაგმატულობით გამოირჩევა, მაქსიმალურ ფუნქციონირებას და ლაკონურობას უზრუნველყოფს, რომ ვიზიტორებმა საჭირო განყოფილება ინტუიციურად იპოვონ. ზედა დონე, რომელიც ნამდვილად აისბერგს ჰგავს, განსაკუთრებული არქიტექტურული სტრუქტურაა, რომელიც შიდა სივრცეს რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლით ავსებს და „განკურნების ადგილის“ იდეას ატარებს. ცნობილია, რომ ბუნებრივი სინათლე სასარგებლოა როგორც პაციენტებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალის განწყობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც დიდხანს რთულ ფსიქოლოგიურ გარემოში მუშაობენ.

ბევრი სინათლის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შენობის ფასადზე გამწმენდ მოწყობილობას, რომელიც საჭირო დროს და საჭირო ადგილას ბუნებრივი სინათლის წარმართვისთვის აუცილებელია. ამ მიზნით ეფექტური კოშკი და ქვედა ბლოკი დაფარულია სხვადასხვა ზომის და სიღრმის თეთრი კერამიკული ლამელებით (პანელებით), რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებს ფარავს. აი, შენობის ღია ნაწილები, ზედა სართულები და კუთხური შვერილები (დაახლოებით ფასადის 60%) დაფარულია დაბალემისიური მინის პანელებით დაჩრდილვის ეფექტით, რომელიც თერმორეგულაციას აუმჯობესებს და ენერგომოხმარებას მაქსიმალურად ამცირებს.

პანელები და თავად მინა საავადმყოფოს პალატებს და კაბინეტებს მზის პირდაპირი სხივებისგან საიმედოდ იცავს, რაც ენერგოეფექტურობას ხელს უწყობს, თან ობიექტის სკულპტურულ ესთეტიკას ხაზს უსვამს. მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების გაფანტვის გარდა კერამიკული ლამელები სითბოს ნაკადის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ისინი სითბოს ნელა ატარებენ, ღამით ასევე ნელა გრილდება, რაც შენობაში კომფორტული მიკროკლიმატის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

აღსანიშნავია, რომ ფასადები კერამიკული პანელებით ოდნავ მოხრილია, რომ თითოეული დონე მაქსიმალურად განათდეს, აი კუთხეები ღიაა (მთლიანად შემინული), რაც შთამბეჭდავ სიმსუბუქეს და უწონობას ქმნის, ასევე ქალაქის პეიზაჟზე შესანიშნავად ხიდს შლის. შვერილი მინის კუთხეები გამოიყენება ლოჯიებად, რომელთა უკან სტაციონარული პალატები იმალება, რომლებიც დახურულ ვერანდებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზაფხულში ეს ზონა ავტომატურად კონდიცირდება, აი, ზამთარში დასასვენებელ ადგილად, ერთგვარ სათბურად იქცევა, რაც პალატების დამატებითი გათბობის საჭიროებას ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს შენობის ფასადში დანერგილი ყველა სისტემა არაა, რომელიც შენობაში კომფორტული პირობების შენარჩუნებას და დენის დაზოგვას ხელს უწყობს. მდგრადობის იდეა, რომელიც სივრცის ხარისხთან მჭიდრო კავშირშია, რიგი ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებით განხორციელდა. კერამიკული პანელების არჩევაც, სითბოს დატვირთვის შემცირების გარდა, ატმოსფეროში დამაბინძურებელი ნაწილაკების დაჭერას და დაშლას ხელს უწყობს, მათ დამღუპველ გავლენას მაქსიმალურად ანეიტრალებს. ამას ხელს უწყობს სპეციალური კატალიზური საფარი, რომელიც ტიტანის დიოქსიდს შეიცავს. ეს საფარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს. ეს ხდება ულტრაიისფერი სხივების უნარის ხარჯზე, რომელიც ტიტანის დიოქსიდის საფარსა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებებს შორის კატალიზატორად გადაიქცევა. ამ რეაქციის შედეგად სმოგის და სხვა მინარევების დაჭერა და უფრო უსაფრთხო კომპონენტებად დაშლა ხდება.

ინოვაციურ სისტემას უნდა დავუმატოთ „მწვანე მშენებლობის“ პრინციპებიც, რომლის პროცესში გამოიყენეს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც მაღალ ჰიგიენურ და სანიტარულ მოთხოვნებს და სტანდარტებს აკმაყოფილებს. დეველოპერების გუნდმა შიდა მოპირკეთებაში გამოიყენეს მასალები, რომლებიც საავადმყოფოს პირობებისთვის ადაპტირებულია და არა მხოლოდ უსაფრთხოებას და ჰიგიენას უზრუნველყოფს, არამედ ადვილად იწმინდება და ამით სისუფთავაზე ნაკლები რესურსების დახარჯვას ხელს უწყობს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ულტრათანამედროვე უსაფრთხო აღჭურვილობის და სპეციალური ავეჯის შერჩევას, რომლის ხარჯზეც ახალი სამედიცინო კომპლექსი გახდა პირველი საავადმყოფო იტალიაში, რომელმაც ოქროს სერთიფიკატი LEED მიიღო.

ახალი საავადმყოფოს განლაგება: შთამბეჭდავი არქიტექტურული ობიექტის ეფექტური გარე ფორმა სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებაზე, მოსახერხებელ ლოჯისტიკაზე, კაბინეტების პრაქტიკულ გაფორმებასა და პაციენტების პალატების კომფორტზე არ ასახულა. მარტივი განლაგება პაციენტებს და ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ მნიშვნელოვან ობიექტებთან მინიმალური დროის და ძალის დაკარგვით მივიდნენ.

მაგალითად, პალატების და საერთო დერეფნების მართკუთხა წყობა პერსონალისთვის ხედვის ველს ეფექტურად ხნის და მედპერსონალს საშუალებას აძლევს, რომ პაციენტების მდგომარეობას თვალყური ადვილად ადევნონ. ამავდროულად, მისაღები განყოფილებები, საერთო დასასვენებელი ზონები და ექიმების კაბინეტები საკმაოდ დაშორებულია, რომ საწოლზე მიჯაჭვულ პაციენტებს პროცედურების მშვიდად მიღებასა თუ განმარტოებით დასვენებაში ხელი არ შეეშალოთ.

თავად პალატების დიზაინიც პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს. რეგულირებადი საწოლი ბორბლებზე, პანორამულ ფანჯარასა და საზაფხულო ვერანდასთან წვდომა, ინდივიდუალური სველი წერტილი საშხაპე კაბინით, პერსონალთან უწყვეტი კავშირი, კომფორტული ტემპერატურა, სუფთა ჰაერის ავტომატური მიწოდება – ეს ყველაფერი ახალი საავადმყოფოს თითოეული პაციენტისთვის ხელმისაწვდომია.

„ინოვაციური მასალების მაღალი ხარისხი, გარე გარსი, შიდა სივრცე, პალატის ფერის და დიზაინის შერჩევა, საერთო სარგებლობის ადგილები – ამ ყველაფრის მიზანია, რომ ხალხმა საკუთარი ღირსება, თავდაჯერებულობა იგრძნოს. სწორედ ასეთ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს არქიტექტურა, რომლის მიზანია მკურნალობის ახალი ფორმა გახდეს და პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს“ – ამბობს მარიო კუჩინელა.