10 რჩევა, რომელიც აგარაკზე არა მხოლოდ დამწყებს გამოადგება

როცა ყველაფერი ხელიდან გივარდებათ და არ იცით, რით დაიწყოთ, ყველაფრის მიტოვება, დაჯდომა და არაფრის კეთება გსურთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აგარაკს, ბაღს, ბოსტანს ეხება, სადაც რაღაც ფეხზე მაინც გედებათ ან, პირიქით, რაღაც არ გაქვთ, რაც ძალიან გჭირდებათ. Novate გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ, თუ ქალაქგარეთ დასვენების ან მუშაობის დროს ცხოვრების გამარტივება გსურთ.

1. სამკურნალო ბალახები

ბევრი მეაგარაკე დეკორატიულ მცენარეებს დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ავიწყდებათ სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ავადმყოფობის ან შემოდგომა–ზამთრის პერიოდში გაციების დროს გვეხმარება. პიტნის, ბარამბოს, გვირილას, სალბის, კრაზანას ან ბეგქონდარას ჩაის დალევა ნამდვილი სიამოვნებაა, რომელიც გაგამხნევებთ და დაგამშვიდებთ. ასეთი ნახარშები გაზაფხული–ზაფხულის პერიოდშიც ეფექტურია. წყურვილს კლავს და იმუნიტეტს აძლიერებს.

2. ტომრები

ტომრები ძალიან მოსახერხებელია. მასში მთელი ნაგავი შეგიძლიათ ჩაყაროთ და ხელის ერთი მოსმით გადაყაროთ. ტომრები ურიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ურიკაზე ოდნავ დიდი ზომის ტომარა ბალახის, ქვიშის, ხმელი ფოთლების, პატარა ტოტების და სხვა ნაგვის შეგროვებისას დროს დაგიზოგავთ. უბრალოდ ყველაფერს ტომარაში ჩაყრით და ნაგვის ურნაში გადაყრით.

3. კვერცხის უჯრები

დაგრჩათ კვერცხის უჯრები? არ გადაყაროთ. ნერგების დასარგავად გამოგადგებათ. უჯრებად დაჭერით, ორმოებში გაანაწილეთ და ნერგები დარგეთ. კვლები და რიგები თანაბარი და მოწესრიგებული გამოვა.

4. ციტრუსის ბუჩქი/ხე

გაწუხებთ მომაბეზრებელი მწერები, რომლებიც მყუდრო საღამოს მშვიდად დასხდომაში ან დილით ჩათვლემაში ხელს გიშლიან? მაშინ სამომავლოდ ციტრუსის ხე დარგეთ. ლამაზი ხე კოღოს, ქინქლს, ბუზს და სხვა მწერს ეფექტურად ებრძვის.

5. თასმები

თასმები არა მხოლოდ ფეხსაცმლის შესაკრავად მოსახერხებელი გამოგონება. კარგი სააგარაკო ხელსაწყოცაა. ნიჩაბი, ფიწალი, ჩაქუჩი, მაშა და ბევრი სხვა ხელსაწყო მუდმივად სადღაც იკარგება. ინსტრუმენტის მოძებნა რომ არ მოგიწიოთ, მთელ ეზოს და კვლებს გადახედეთ, ხელსაწყოების სახელურები გახვრიტეთ, თასმა გაუყარეთ და საჭირო ზომის მარყუჭი გაუკეთეთ. ასე ხელსაწყო ხელთ გექნებათ, მუშაობისას ან მცირე შესვენებისას შეგიძლიათ ხელზე დააფიქსიროთ ან უბრალოდ სადმე ხილულ ადგილას დაკიდოთ.

6. სარეცხის სამაგრი

როგორც წესი, ბაღის ხელთათმანები მუდმივად იკარგება და სწრაფად ჭუჭყიანდება. შესაბამისად, სამუშაო ტანსაცმელთან ერთად ერთ კარადაში მისი შენახვა და ყოველჯერზე გარეცხვა გონივრული არაა. ხელთათმანები რომ არ დაკარგოთ, სარეცხის სამაგრებზე დაამაგრეთ. უბრალოდ სადმე ხილულ ადგილზე გაკიდეთ.

7. შლანგი

თუ ძველი სარწყავი შლანგი გაქვთ, რომელიც ნაგავსაყრელზე გამგზავრებას ელოდება, არ იჩქაროთ და მეორე შანსი მიეცით. შლანგიდან შესანიშნავი ხალიჩა შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც საზაფხულო საშხაპე კაბინისთვის, ასევე ეზოსთვის.

8. ბოთლები

სასწრაფოდ გჭირდებათ სარწყავი, მაგრამ ვერ იპოვეთ? რამდენიმე საათით სარწყავის სათხოვნელად მეზობელთან გაქცევა არ იჩქაროთ. ალბათ, გაქვთ პლასტმასის ბოთლი თავსახურით. თავსახური წვრილი ნემსით დახვრიტეთ, ბოთლი წყლით აავსეთ, თავსახური დაახურეთ და სარწყავად გამოიყენეთ.

9. კუნძები

გაქვთ ეზოში რამდენიმე კუნძი? შესანიშნავია. მენდეთ, ეზოში ტაბურეტებად და მაგიდად გამოიყენეთ იქ, სადაც დასვენებას ან საღამოს მეზობლებთან ან მეგობრებთან ერთად შეკრებას შეძლებთ.

10. ქოთნები

გიყვართ ყვავილები, მაგრამ მიწის ნაკვეთი ბევრის დარგვის საშუალებას არ გაძლევთ? მაშინ მცენარეები ქოთნებში გამოიყენეთ. ეზოში თავისუფალ ადგილებში დაალაგეთ ან ისე შეაჯგუფეთ, რომ ერთი მთლიანი კომპოზიცია შექმნას.