თეთრი სახლის ბუნკერი, რომელიც აშშ–ს პირველი პირის დასაცავად შექმნეს: სად და როდის აშენდა

თითოეული სახელმწიფო მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების აუცილებელი დონის უზრუნველყოფას ცდილობს, მაგრამ ამ მხრივ ქვეყნის პირველი პირის სიცოცხლის გადარჩენის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ადამიანების დასაცავად, რომლებიც ადმინისტრაციულ აპარატში შედიან და კრიტიკულ გადაწყვეტილებებს იღებენ, მიწისქვეშა შენობის, ბუნკერის აშენება ერთ–ერთი ცნობილი ვარიანტია. ასეთი ობიექტი ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში, თეთრ სახლშიც არის. ისტორიას ბუნკერის გამოყენების შემთხვევები ახსოვს.

თეთრი სახლის ქვეშ ბუნკერის ისტორია პერლ ჰარბორის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ იწყება, რომლის შემდეგ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაება. მაშინ ცხადი გახდა, რომ თეთრი სახლი, როგორც გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და პრეზიდენტის რეზიდენცია, მოწინააღმდეგეების სამიზნე შეიძლება გახდეს. დაუშვებელია, რომ ქვეყანამ უმაღლესი ხელმძღვანელობა ერთბაშად დაკარგოს. სწორედ ამიტომ, ბუნკერის აშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მშენებლობა 1942 წელს დაიწყო.

ცალკეული მტკიცებულებები მიგვითითებს, რომ ერთდროულად ორი ბუნკერის აშენება გადაწყდა, თან პირველი ბუნკერი საკმაოდ მყარი სახაზინო შენობის ქვეშ მდებარეობს და თეთრი სახლიდან მისკენ მიმავალი დამატებითი მიწისქვეშა გვირაბია გაკეთებული. სახაზინო შენობის ქვეშ ბუნკერი 335 მ² ფართობის ფართო შენობაა, რომელიც ათ ოთახად გაყოფილია. Novate–ს ინფორმაციით, მისი განლაგება უფრო სახლის ინტერიერს ჰგავს: ფუმფულა ხალიჩით დაწყებული და დიდი ტყავის სავარძლით დამთავრებული.

მეორე ბუნკერი უფრო პატარაა და პირდაპირ თეთრი სახლის ქვეშ, აღმოსავლეთ ფრთის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ მხოლოდ ორი ოთახია, მაგრამ საკმარისი საკვებით და წყლით უზრუნველყოფილია, რომ თითქმის ათეულმა ადამიანმა რამდენიმე კვირა მშვიდად ცხოვრება შეძლოს. ენერგიის უზრუნველყოფა დიზელის გენერატორის მუშაობით უზრუნველყოფილია.

მოგვიანებით, თეთრი სახლის ქვეშ ბუნკერი ჰარი ტრუმერის პრეზიდენტობის პერიოდში (1948-1952 წლები) გაფართოვდა. მაშინ ოფიციალური სახელი მიანიჭეს საპრეზიდენტო ცენტრი საგანგებო სიტუაციების დროს (შემოკლ., PEOC). წლების განმავლობაში არ იყენებდნენ, მაგრამ ახალი ასწლეულის დასაწყისში დანიშნულებით მაინც გამოიყენეს. ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების დროს მოხდა. სწორედ იქ აღმოჩნდა პრეზიდენტ ბუშის მეუღლე, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ფლორიდაში იმყოფებოდა.

ლორა ბუში ამ პერიოდს თავის წიგნში ასე იხსენებს: „ქვევით სწრაფად ჩამიყვანეს მასიური ფოლადის კარიდან, რომელიც ჩემს უკან ჰერმეტული იზოლაციის გამო ხმაურით იკეტებოდა. ვიარეთ იატაკზე, სადაც კაფელი იყო დაგებული, ჭერზე მილები და სხვა აღჭურვილობა ჩამოკიდებული იყო. PEOC საგანგებო სიტუაციების დროს სამთავრობო ცენტრის როლს ასრულებს. მასში არის ტელევიზია, ტელეფონები და სხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობა“. მისი ქმარი იმ საღამოსვე ბუნკერში გამოჩნდა.

სავარაუდოდ, ეს ბუნკერი ახლახანს, 2020 წლის მაისში აშშ–ს მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოიყენა, როდესაც სახელმწიფო რასობრივ საკითხზე არეულობამ მოიცვა. ფაქტი არაა, რომ ეს სიმართლეა, რადგან სხვა ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვით, ჯერ კიდევ 2010 წელს თეთრი სახლის ჩრდილოეთ გაზონის ქვეშ პრეზიდენტისთვის ახალი მიწისქვეშა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. სანამ თანამედროვე ბუნკერის ამბავი ჭორის დონეზე რჩება, მსგავსი მეთოდით ამერიკის სახელმწიფოს ადმინისტრაციის სიცოცხლის გადარჩენის კონცეფცია აქტუალურია.