მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ბაღის ბილიკზე სარეველების დამარცხებაში დაგეხმარებათ

რამდენჯერ გიწევთ სეზონზე საყვარელი ბილიკის სარეველებისგან გაწმენდა? საძულველი ბალახი ფილებს შორის ისევ და ისევ ამოდის. ყველა მხრიდან ამოსული ბალახი არა მხოლოდ პერფექციონისტებს სძულს. თუ ფილებს შორის ამოსულ ბალახს ყურადღებას არ მიაქცევთ, კომფორტულად გადაადგილებაში ხელს შეგიშლით. სარეველების მოსაშორებლად ბევრი მეთოდი არსებობს. უმეტესობა მათგანი სიმარტივით არ გამოირჩევა.

ერთი „ხალხური“, იაფი მეთოდი, რომელიც ხელმისაწვდომი ინგრედიენტების გამოყენებას გულისხმობს სარეველებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ ბასრი ბაღის ხელსაწყო, მაგალითად, კარგი ნიჩაბი. ასევე ვედრო, 15 ლ სუფთა წყალი, 1 ბოთლი სარეცხი საშუალება, 1 ლ სუფრის ძმარი, 1 ბოთლი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 2,5-3 კგ მარილი.

ბაღის ბილიკზე სარეველებთან ბრძოლის მეთოდი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. სამუშაო თბილ მზიან ამინდში შეასრულეთ. 1–ელი ეტაპი: უკვე წამოზრდილი სარეველები მოიშორეთ. აქ ხელი და შესაფერისი ხელსაწყო გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ნიჩაბი. მე–2 ეტაპი: მარილი–ძმრის ხსნარი მოამზადეთ. 5 ლ წყალზე 1 კგ მარილი და 0,3 ლ ძმარი დაუმატეთ. ცოტა სარეცხი საშუალებაც შეგიძლიათ დაუმატოთ, რომ ნარევი უკეთ შეწებდეს. ეს აუცილებელი არაა. კარგად აურიეთ. რამდენიმე წუთით მოიცადეთ. მე–3 ეტაპი: ფინჯანით მარილი–ძმრის ხსნარი ბილიკში ფრთხილად ჩაასხით. გირჩევთ, რომ მარილიანი წყალი თავად ფილებს არ დაასხათ, არამედ ფილებს შორის ღარებში ჩაასხათ.

მარილი ფილებს შორის მიწაში ან ქვიშაში მოხვედრილი სარეველების ბევრ თესლს მოკლავს. ხსნარის გამოყენების შემდეგ რამდენიმე დღე მოიცადეთ. ვადის გასვლის შემდეგ ფილებზე შეიძლება მარილის ნადები გაჩნდეს, რომელიც უნდა მოაშოროთ. ამისთვის სუფთა წყალი გამოიყენეთ. უბრალოდ ბილიკს წყალი რამდენჯერმე გადაავლეთ და მზადაა.