10 უცნაური, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ხრიკი სახლისთვის

ადამიანი მუდმივად რაღაც ახალს იგონებს და ქმნის, რომ ცხოვრება გაიმარტივოს. ხრიკები სახლისთვის გამონაკლისი არაა. ზოგიერთი ხრიკი სასაცილო და აბსურდული ჩანს, მაგრამ პრაქტიკაში კარგად მუშაობს და საქმეს შესანიშნავად ასრულებს.

1. კბილის პასტა

სააბაზანო ოთახში მინანქრის, ასევე უჟანგავი ფოლადის და ქრომირებული დეტალების უღიმღამო ფერი გვაშეშებს და უკმაყოფილებას იწვევს. არადა ზუსტად რამდენიმე დღის წინ ძვირადღირებული სპეციალური საშუალებებით გაწმინდეთ. ასეთ მომენტში ჩვრის გაგდება და არაფრის გაკეთება გვსურს, რადგან ხარჯი მოლოდინს არ ამართლებს. იმედის გაცრუება არ იჩქაროთ. კბილის პასტა დაგეხმარებათ, რომ დეტალებს ბზინვარება რამდენიმე წუთში დაუბრუნოთ. ის ჯადოსნური ჯოხივით სასწაულებს ახდენს. შედეგი და ხანგრძლივი ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

2. ბალიშისპირი

ბალიშისპირი მხოლოდ ბალიშისთვის არაა განკუთვნილი. ზოგიერთი საზრიანი დიასახლისი მას სხვადასხვა ნივთის შესანახ ტომრად იყენებს, მათ შორისაა თეთრეული. თუ გსურთ, რომ კარადაში წესრიგი სუფევდეს და ყველაფერი თაროებზე ლამაზად დაწყობილი იყოს, ეს ხრიკი გამოიყენეთ.

3. სანელებლები

სურნელოვანი და არომატული სანელებლები კარგია, როგორც სხვადასხვა კერძისა და სასმელის მოსამზადებლად, ასევე კარადაში უსიამოვნო სუნთან და ჩრჩილთან ბრძოლისთვის. მავნებლებს და ჩამჯდარ არომატს რომ გაუმკლავდეთ, 2 ს/კ ახალდაფქული მიხაკი აიღეთ, მარლის ან ბამბის ტომარაში ჩადეთ და კარადაში დაკიდეთ. ასე დაუპატიჟებელ სტუმრებს და უსიამოვნო სუნს მოიშორებთ. მსგავს უსიამოვნებას ლავანდაც უმკლავდება. პატარა კონა ხმელი ტოტი მსგავსი პრინციპით გამოიყენეთ, რომ ნივთებს მომაბეზრებელი ჩრჩილი მოაშოროთ და უსიამოვნო სუნი შთანთქათ.

4. საქაღალდე ფაილებით

დოკუმენტები წესრიგში რომ იყოს და ამა თუ იმ ქაღალდის საძიებლად კარადის არევდარევა რომ არ მოგიწიოთ, ყველაფერი ფაილებში, შემდეგ საქაღალდეში შეინახეთ, სხვადასხვა ფერის სტიკერებით დანიშნეთ. ასე საჭირო დოკუმენტს სწრაფად იპოვით.

5. ჯიბეები

დაგვეთანხმეთ, რომ ჯიბეებში ბინის გასაღების, ტელეფონის და სხვა წვრილმანის ტარება მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი საზრიანი ადამიანი ჯიბეებს მთელ სახლში მიმოფანტული წვრილმანების შესანახად იყენებს. როგორც წესი, დივნის ან სავარძლის სახელურზე ამაგრებენ, რომ შეინახონ პულტი, ტელეფონის დამტენი, სანთებელა ან სხვა კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ახლოს უნდა ჰქონდეთ.

6. ძველი გაზეთი

თანამედროვე სამყაროში ბევრი მოსახერხებელი საშუალება და მასალაა, რომლებიც ცხოვრებას ამარტივებენ. ოღონდ ძველ გაზეთს, რომელიც დღემდე პოპულარულია, ვერც ერთი შეედრება. მასში მოსახერხებელია მტვრევადი ნივთების გახვევა, რომელიც შემდეგ საკუჭნაოში იგზავნება. ასევე სითხეს კარგად შთანთქავს, თუ შემთხვევით წვიმაში ფეხსაცმელი დაგისველდათ. მინასა და სარკეს ზოლებს იდეალურად აშორებს. როგორი სასაცილოდ არ უნდა იყოს, ბებიები მსგავს რამეში არასდროს სცდებიან.

7. ციტრუსი

მაცივარსა და სააბაზანო ოთახში უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ ციტრუსი, თუ ჰაერის გამაჯანსაღებელი და არომატიზატორი ამოცანას ვერ უმკლავდება. ლიმონი განსაკუთრებით კარგია. ნაჭრებად დაჭერით და მაცივრის თაროებზე დააწყვეთ. რამდენიმე დღე გააჩერეთ. უფრო დიდხანს შეგიძლიათ დატოვოთ. ასე უცხო და უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ. იგივე სააბაზანო ოთახს ეხება. სადმე კუთხეში რამდენიმე ჭიქა დაჭრილი ფორთოხალი ან ლიმონი დადეთ.

8. გირჩები

გირჩები საბავშვო ხელნაკეთობებისა და სახლის დეკორის შესაქმნელად იდეალურია. გირჩები კატებს აფრთხობს და საშუალებას არ აძლევს, რომ ყვავილების ქოთანში მიწა ამოთხაროს, თავისი საქმე მოითავოს და მორიგი მცენარე გადააბრუნოს. ქოთანში მიწის ზედაპირი გირჩებით დაფარეთ. დიდხანს ერთგულად გემსახურებათ და მცენარეს კატის თავდასხმისგან დაიცავს.

9. გამოსაწევი მაგიდა

პატარა ბინაში სივრცე საკმარისი არაა, მაგრამ ზოგჯერ მთელი ოჯახის ერთ მაგიდასთან შეკრება გვსურს. ადგილი რომ დაზოგოთ და ბინა უსარგებლო ნივთებით არ გაავსოთ, აირჩიეთ მაგიდა გამოსაწევი სამუშაო ზედაპირით. კომფორტული, მარტივი და კომპაქტურია.

10. თექა

თექის ნივთები მოსახერხებელი და საკმაოდ პრაქტიკულია, თბილი, კომფორტული და მყუდროა. თექის ნაჭრებიდან ტანსაცმლის კარადისთვის, ასევე შემოსასვლელის, მისაღები ან სააბაზანო ოთახებისთვის არომატიზატორი შეგიძლიათ გააკეთოთ. თექის ნაჭერით აიღეთ (მაღაზიაში პატარა ქსოვილი შეიძინეთ), შაბლონით ან ხელმისაწვდომი საშუალებით სასურველი ფორმა მიეცით, პატარა მარყუჟი გაუკეთეთ, საყვარელი ეთერზეთით თანაბრად გაჟღინთეთ და ნახევარი საათით აივანზე გაიტანეთ. ასე სუნი კარგად დაჯდება. ამის შემდეგ გამოიყენეთ იქ, სადაც აუცილებელია.