ბრუტალიზმი ინტერიერში: ბუნებრივი მასალების სიმარტივე, პრაქტიკულობა და ფუნქციონირება

ბრუტალიზმის სტილშია აგებული მონუმენტური შენობების შემხედვარე, რომელთაც უხეში ფორმები, სწორი ხაზები და განზრახ ტექსტურირებული ბეტონი აქვთ, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ეს მიმართულება სახლის სიმყუდროვეს და მოდას მოერგოს. დრომ და პრაქტიკამ აჩვენა, რომ სადავო სტილი, რომელიც ბურჟუაზული საზოგადოების საპირისპიროდ შეიქმნა, თავისი ლაკონურობის, სკულპტურული და მკაცრი ხაზების წყალობით შეიძლება ოფისის ან საცხოვრებელი შენობის გასაფორმებლად იდეალური გადაწყვეტილება იყოს. მართალია, რამდენიმე რა უნდა იცოდეთ, სანამ გარდაქმნას დაიწყებთ.

1. ბრუტალიზმის დაბადება

ბრუტალიზმი (ფრანგულად beton brut, „დაუმუშავებულ ბეტონს“ ნიშნავს) ბრიტანეთში, ომის შემდგომ პერიოდში წარმოიშვა, როცა ევროპის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის კოლოსალური განადგურების შემდეგ დასახლებებს აღადგენდნენ. შეზღუდულმა შესაძლებლობებმა და სრულმა ნგრევამ გამოიწვია ბურჟუაზიული კულტურის უარყოფა, რომელსაც მყვირალა ფუფუნება და ღვლარჭნილი ელემენტები ახასიათებს. მძიმე პერიოდში დახვეწილობის დრო არ იყო, ამიტომ მთავარი ყურადღება ეთმობოდა სიმარტივეს, ფუნქციონალობას და ეკონომიურობას, რამაც ცხოვრების ახალი სტილი და ფილოსოფია დაბადა.

შენიშვნა: ბრუტალიზმი, როგორც სტილი, 1950-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ბრიტანელი არქიტექტორების, ელისონ და პიტერ სმიტსონების შთამბეჭდავი პროექტები და თეორიები საწყისი წერტილი გახდა. თავად ტერმინი დამკვიდრდა წიგნის გამოსვლის შემდეგ „ახალი ბრუტალიზმი. ეთიკა თუ ესთეტიკა?“ (The New Brutalism: Ethic or Aesthetic? 1966 წ.) წიგნის ავტორია რეინერ ბენემი, ბრიტანელი არქიტექტორის კრიტიკოსი. ის ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც ურბანული არქიტექტორის დამკვიდრებული კანონებისგან განსხვავებული მიმართულება აღწერა. აღსანიშნავია, რომ ბევრი ხელოვნებათმცოდნე და საზოგადოების დიდი ნაწილი ბრუტალისტურ შემოქმედებას მტრულად უყურებდა, მათში მხოლოდ კრიტიკას და დაპირისპირებას იწვევდა. და მაინც, ამ ობიექტებმა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ღირსეული ადგილი დაიკავეს.

2. ბრუტალიზმის მთავარი პრინციპები და ფილოსოფიური იდეები ინტერიერის დიზაინში

ბრუტალიზმი მხოლოდ ხელოვნების სტილი არაა, არამედ განსაკუთრებული ფილოსოფია, რომელიც თანამედროვე ხალხის გულს იპყრობს. შიშველი ბეტონის კედლებიც მკაცრი და სკულპტურული ხაზების წყალობით განსაკუთრებულ ხიბლს იძენს, თუ „სწორ“ მასალებს შეუხამებთ და უბრალო ნივთებში სილამაზის დანახვა შეგიძლიათ.

სტილის ფუნქციონალურობის და სივრცის გათვალისწინებით აღარ გაგიკვირდებათ, რატომ ირჩევს ბევრი დიზაინერი ამ სტილს სააგარაკო სახლების ინტერიერში. პატარა ბინებში ასეთი დიზაინის შექმნა გაგიჭირდებათ, მაგრამ შემოქმედებითი სახელოსნოებისთვის, მასშტაბური საზოგადოებრივი ცენტრებისა და დიდი ბინებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ შიდა სივრცე უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდეს.

3. მასალების თავსებადობა ბრუტალიზმის სტილის ინტერიერის დიზაინში

ბრუტალიზმის პრინციპები მასალების „გულწრფელობას“ ეფუძნება. მოსაპირკეთებელი მასალით მისი დამალვა არ შეიძლება, ამიტომ მონოლითური ბეტონი ან აგური/ქვის წყობა პირვანდელ ფორმაში უნდა დარჩეს. ერთადერთი დასაშვები „გაფორმება“ – უფერო ლაქით დაფარვა. ასე უხილავ ფირს შექმნით და ბეტონის მიკრონაწილაკებს დააფიქსირებთ.

ინტერიერს ორიგინალურობა რომ შემატოთ და ცოტა გაამრავალფეროვნოთ Novate გირჩევთ, რომ ნატურალური ქვა და ლითონი გამოიყენოთ. ორივე მასალა ეფექტურ აქცენტს ქმნის, რომელიც ახლა თანამედროვე ფუფუნებად ითვლება.

თუ ერთ–ერთი ოთახის დიზაინში ეპატაჟის და ექსპრესიის ნოტების შემატება გსურთ, მოპირკეთებაში ან აქცენტად ინდუსტრიული სტილის და ჰაიტექისთვის დამახასიათებელი ლითონის/ქრომირებული მასალები გამოიყენეთ. ეს დეტალები ბრუტალიზმთან კომბინაციაში გლამურის დაპირისპირებას ჰგავს.

ხის ნატურალური პალიტრაც კარგად დამკვიდრებულია. აქცენტად გამოიყენეთ. აუცილებელი არაა კედლის პანელი იყო. ხის მასალა იატაკის ან ჭერის მოსაპირკეთებლად გამოიყენეთ. ხის სითბო და დამამშვიდებელი ფერი სახლში კომფორტულ და მოსადუნებელ გარემოს ქმნის.

4. ფერები ინტერიერის დიზაინში

საწყისი მასალების თავისებურების, კერძოდ ბეტონის ფერის გათვალისწინებით, ფერების არჩევაში შეცდომა არ უნდა დაუშვათ. დიზაინერები გირჩევენ, რომ კონტრასტულ ტონებს უპირატესობა მიანიჭოთ. მაგალითად, ღია ნაცრისფერი ბეტონის შემთხვევაში მუქი ფერები (ზომიერად) კარგად გამოიყურება, ხოლო მუქი ფერის ბეტონი სჯობს გააზავოთ, რომ პირქუში სივრცე არ მიიღოთ.

მასალების ბუნებრივი ფერები შეგიძლიათ დატოვოთ, მაგრამ ნაცრისფერი მონოქრომულობა მალე შეიძლება მოგბეზრდეთ, ხოლო წერტილოვანი აქცენტები დადებით ემოციებს იწვევს. ღია, პასტელური ფერები შიდა სივრცეს აახლებს და მიმზიდველობას მატებს. თუ დღესასწაული და ექსპრესია გსურთ, მთავარი დიზაინერული ხრიკი გამოიყენეთ – ღია ტექსტილი შეიძინეთ. რამდენიმე დივანის ბალიში მხიარული ფერებით საკმარისია, რომ განწყობა აიმაღლოთ და ნაცრისფერიდან სხვა რამეზე გადაერთოთ.

5. სწორად შერჩეული ავეჯი

როგორც აქცენტური მასალების, ასევე ავეჯის არჩევის დროსაც სტილის პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოთ, რომ დიზაინში დისონანსი არ შეიქმნას. ბრუტალიზმი დიდ და უსარგებლო ნივთებს არ მიესალმება. ავეჯი გონივრულად და მხოლოდ ყველაზე აუცილებელი შეიძინეთ, რადგან ნივთები მაქსიმალურად მინიმალური უნდა იყოს. არანაირი ზედმეტი, გამოკვეთილი და დიდი მოდელი. მხოლოდ კომპაქტური, პრაქტიკული და მრავალფუნქციური ავეჯი გჭირდებათ. თავად ავეჯის ფორმებს მკაცრი ხაზები უნდა ჰქონდეთ, დეკორზე მინიშნებების გარეშე.

ბრუტალისტურ ინტერიერში მისაღებია ჩაშენებული ავეჯი, რომელიც კედლის ფერს ერწყმის და მონოლითურობის შთაბეჭდილებას ქმნის. რბილი ავეჯი და მაგიდა, თუნდაც „ინტერიერში“ არ იშლებოდეს, ნატურალურად უნდა გამოიყურებოდეს და ზედმეტ ყურადღებას არ იქცევდეს. ამას თავად ბუნებრივი მასალა, სუფთა ფერი, ლაკონურობა და ბუნებრივი ტექსტურა ხელს უწყობს. დიზაინერები გირჩევენ, რომ ბევრი ფერის ჩრდილებს მოერიდოთ. იდეალურია, თუ ერთ, მაქსიმუმ ორ ფერს გამოიყენებთ.

მნიშვნელოვანია: ავეჯი შეიძლება კომბინირებული მასალებით იყოს შექმნილი. იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორც მასალების კომბინაციაში. ბრუტალისტურ ინტერიერს იდეალურად უხდება როგორც ლითონის კარადა ხის/მინის კარით, ასევე სამზარეულოს/სასადილოს მაგიდა ბეტონის ძირით და მინის სამუშაო ზედაპირით.

6. აქსესუარები და განათება

ბრუტალიზმის სტილში გაფორმება მიღებული არაა, მაგრამ ზოგიერთ აქსესუარს გვერდს ვერ აუვლით. მაგალითად, სანათი, რომელიც ყველა ოთახში აუცილებლად იქნება, თუნდაც აქცენტი გააკეთოთ დიდ ფანჯარაზე, იატაკიდან ჭერამდე მინის კარებზე, რომელიც ბუნებრივ განათებას ხელს უწყობს. მზის სინათლე ბეტონის ზედაპირზე საოცარ ფორმებს ქმნის, რომელიც ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ნახატები ადამიანის ხედვის კუთხესა და წარმოსახვაზეა დამოკიდებული.

ნათურებზე საუბრისას გახსოვდეთ, რომ მათზეც მსგავსი წესი ვრცელდება – არანაირი დეკორი, მკაცრი ხაზები, სწორი კუთხეები და საზღვრები. დასაშვებია მრგვალი ფორმები, მხოლოდ თეფშის სახით. სტანდარტული მასალა გამოიყენეთ – მინა, პლასტმასი, ლითონი, ხე. სანათი უხეშ ჯაჭვზე ან მავთულზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ.

ბრუტალისტურ ინტერიერში დაუშვებელია გამოსაფენი სერვანტი სუვენირებით, თეფშებით, ხელნაკეთი ნივთებით და ა.შ. ასეთი სტილის ინტერიერში არ უნდა იყოს პორტრეტები, ნაქარგები და სხვა ხელნაკეთი ნივთები. ბეტონის კედლებს გაფორმება არ სჭირდება. რადიატორების, გამწოვის გოფრირებული მილის, სავენტილაციო ყუთის, ფოლადის შველერის და სხვა ლითონის კონსტრუქციის დამალვა არ მოგიწევთ, რადგან ისინი ინტერიერის მთავარი აქსესუარები არიან, თუ, რა თქმა უნდა, სახლის გასაფორმებლად ბრუტალისტური სტილი აირჩიეთ.