დაჟანგული ქანჩის მოხსნის მეთოდი, რომ არაფერი გატეხოთ და მოგლიჯოთ

ადრე თუ გვიან, ყველა მფლობელი რთული ამოცანის წინაშე დგება, როგორ მოხსნას დაჟანგული ქანჩი ან ჭანჭიკი. ყვლაზე ხშირად მსგავსი პრობლემა ავტომობილის მძღოლებს აწუხებთ. ასეთ სიტუაციაში არ უნდა აჩქარდეთ, რომ საქმე არ გააფუჭოთ: ლითონის ნაწარმი არ გატეხოთ და კუთხვილი არ მოგლიჯოთ. ზოგიერთი ადამიანი აჩქარებით დაჟანგულ ჭანჭიკზე ხელსაწყოს გატეხვასაც ახერხებს. Novate გიამბობთ, რა გააკეთოთ, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

თუ კავშირი დაჟანგულია, ქანჩის ან ჭანჭიკის მაშინვე მოხსნა არ შეიძლება. მით უფრო, ლითონის დატრიალება არ სცადოთ, თუ ქანჩის გასაღების გამოყენების პირველივე მცდელობაზე „მშრალზე“ გადავიდა. ასეთი მცდელობა, დიდი ალბათობით, კუთხვილის მოგლეჯით დამთავრდება. ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მარტივი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი უნდა შეასრულოთ.

1–ელი ნაბიჯი: ზედაპირული გაწმენდა. პირველ რიგში, ლითონის ჯაგრისით ან ზუმფარის ქაღალდით დასაშლელი კვანძი ჟანგისგან გაწმინდეთ. ჟანგის გარდამქმნელით შეგიძლიათ დაამუშავოთ. პირველ რიგში, ეს მიშვებულ შემთხვევებს ეხება, როცა კოროზია დეტალებაზე სქელ ფენად დევს. ყველაფერი ზედმეტი უნდა მოაშოროთ. თუ სადმე მოსახსნელი ლითონის კუთხვილის ამობურცული ნაწილი არის, ჟანგისგან შესაბამისად გაწმინდეთ.

მე–2 ნაბიჯი: დარბილება. გარედან ჟანგის მოშორების შემდეგ კავშირის შიგნით ჟანგს უნდა შეებრძოლოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია სპეციალური საშუალებით, როგორიცაა შეღწევადი საპოხი. ნებისმიერი „თხევადი გასაღები“ გამოგადგებათ. უმარტივესი და პოპულარული მეთოდი: საპოზი WD-40. წასმის შემდეგ რამდენიმე წუთით მოიცადეთ. თუ კაპიტალური ჟანგია, პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.

მე-3 ნაბიჯი: „ნაზი“ მოხსნა. თუ ქანჩი ან ჭანჭიკი ადვილად შორდება, არ აჩქარდეთ. ნელა და ფრთხილად იმოქმედეთ. თუ ქანჩი მძიმედ მოძრაობს, საპირისპირო მიმართულებით დაატრიალეთ, შემდეგ კვლავ მოხსნა დაიწყეთ. მუშაობისას ცოტა „თხევადი გასაღები“ დაუმატეთ. ძალიან მალე ქანჩს მოხსნით.