იდეალური გაზონის „7 საიდუმლო“

Novate გიამბობთ, როგორ მოუაროთ გაზონს. ლამაზი გაზონი თავისით არ ჩნდება. ეს საგულდაგულო მოვლის შედეგია, რომელშიც შედის შემდეგი მოქმედება:

  • მორწყვა
  • გამოკვება
  • გამარგვლა
  • აერაცია
  • მულჩირება
  • სკარიფიკაცია
  • გაკრეჭვა

თითოეულზე დეტალურად გიამბობთ.

1. მორწყვა

გაზონი საკმარისი რაოდენობის წყალს უნდა იღებდეს. ბალახის გამოშრობა არ უნდა დაუშვათ. ამავდროულად, ზედმეტად მორწყვაც არ ღირს. გაზონზე გუბეები არ შექმნათ, ასე ფესვების ლპობა შეიძლება გამოიწვიოთ. გაზონის ბალახის მოსარწყავად 1 მ²–ზე 5-10 ლ წყალი საკმარისია. ეს წესი დაიცავით. მიწა ზომიერად სველი უნდა იყოს.

გაზონი დილით ადრე, საღამოს ან ღრუბლიან ამინდში მორწყეთ. მცხუნვარე მზეში ეს არ გააკეთოთ, რადგან ასე ბალახს მხოლოდ ზიანს მიაყენებთ. თიხიანი მიწა უფრო იშვიათად მორწყეთ, ხოლო ქვიშიანი – ხშირად.

2. გამოკვება

გაზონის ბალახი ჯანმრთელი, წვნიანი და ნაჯერი ფერის რომ იყოს, აუცილებლად გამოკვებეთ. ეს წელიწადში 3-ჯერ უნდა გააკეთოთ.

  • ადრეულ გაზაფხულზე აზოტის სასუქი დაუმატეთ.
  • ზაფხულში – კალიუმის, აზოტის და ფოსფორის სასუქები.
  • შემოდგომაზე – კალიუმის და ფოსფორის სასუქები.

3. გამარგვლა

ეს ოპერაცია სარეველების გამოჩენის მიხედვით შეასრულეთ. როგორც კი, გაზონზე უცხო ბალახს დაინახავთ, მაშინვე ფესვებიანად ფრთხილად მოაშორეთ.

4. აერაცია

დროთა განმავლობაში, მიწა, სადაც ნიადაგი იზრდება, იკუმშება. ეს ფესვებთან ჟანგბადის, სითხის და მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას ხელს უშლის. ასევე მკვრივ ნიადაგში „მწვანე ხალიჩის“ ქვეშ ნახშირორჟანგის დაგროვებას ხელს უწყობს. ეს მცენარისთვის საზიანოა.

ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად აერაცია (მიწის გაფხვიერება) რეგულარულად ჩაატარეთ. ამისთვის დაგჭირდებათ სპეციალური აერატორი, საგორავი წვეტებით, სპეციალური ან უბრალო ფიწალი, წვეტიანი სანდლები. პროცედურა სეზონზე ერთხელ ტარდება, მაგრამ თუ გაზონი ძლიერ დატვირთვას განიცდის, 2-3-ჯერ შეგიძლიათ ჩაატაროთ.

5. მულჩირება

მულჩირება ბალახს უფრო ჯანსაღს, ნათელს და წვნიანს ხდის. წელიწადში ერთხელ საკმარისია. გაზონის 3 სმ სიმაღლეზე გადაჭრით იწყება. გადაჭრის შემდეგ აერაცია ჩაუტარეთ. შემდეგ გაზონზე მულჩის მკვებავი ნარევი, შავი მიწა, ტორფი, ქვიშა და სასუქი მიმოფანტეთ. ნარევის ხარჯი – 1,5 კგ 1 მ²–ზე. ბოლო ეტაპი – გაზონის მორწყვა საფრქვეველით.

6. სკარიფიკაცია

ერთგვარი გაზონის დავარცხნაა. ამ პროცედურის დროს გაზონს გამხმარ/მკვდარ ბალახს, ხავსს მოაშორებთ. ასე ჰაერის, სინათლის და სასუქის მიწოდებას გააუმჯობესებთ. სკრაფიკაცია სპეციალური ფოცხით ან სკარიფიკატორის გამოყენებით ხდება. წელიწადში 3–ჯერ (გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე) საკმარისია.

7. ბალახის გაკრეჭვა

გაზონი ტყის მდელოსგან რომ განსხვავდებოდეს, რეგულარულად უნდა გაკრიჭოთ. ამისთვის გაზონსაკრეჭი იდეალური ხელსაწყოა. პირველად გაზაფხულზე გაკრიჭეთ, შემდეგ კვირაში 1–2–ჯერ, ეს გაზონის ბალახის სახეობაზეა დამოკიდებული.