10 საოცარი რამ, რაც მხოლოდ ეგვიპტეში შეგიძლიათ ნახოთ

დღეს ეგვიპტე ერთ–ერთი ნომერ პირველი ტურისტული მიმართულებაა. აქ წასვლა არა მხოლოდ მზის აბაზანების მისაღებად და კრისტალურად სუფთა წყალში საბანაოდ ღირს. ეგვიპტეში საოცარი შთაბეჭდილებები შეგიძლიათ მიიღოთ. Novate გიამბობთ, რა შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ ეგვიპტეში.

1. ძალიან გრძელი კატები

ეგვიპტეში კატების უმეტესობას ძალიან გრძელი ტანი აქვს. დააკვირდით ტურისტის ფოტოს ზემოთ? ახლა ძველ ეგვიპტურ ნახატს დააკვირდით:

როგორც ხედავთ, ერთი ერთშია. თანამედროვე ეგვიპტური კატის წინამორბედია ლელიანის კატა (სიმაღლე – 75 სმ, წონა – 15 კგ–მდე, ნაცრისფერ–ყავისფერი ბეწვი) და აფრიკული კატა (სიმაღლე – 70 სმ–მდე, მოხდენილი ფორმები აქვს, უპირატესად ღამის ცხოვრების წესი აქვს).

თუ ეგვიპტეში კატას უპატივცემულოდ მოექცევით, შეიძლება უსიამოვნება იწვნიოთ. ძველ ეგვიპტეში კატებს განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ. პატივს სცემდნენ, აღმერთებდნენ, ფრესკებზე სახავდნენ და მათთვის ტაძრებს აშენებდნენ. წმინდა ცხოველს ყველაფრის უფლება ჰქონდა. ფიზიკური ზიანის მიყენების შიშით გზას უთმობდნენ, ადამიანებისთვის შეუფერებელ ადგილებში მძინარე ცხოველებს არ აწუხებდნენ. კატების ტომის მოსავლელად სპეციალურ მსახურს ნიშნავდნენ. კატებს ქალაქში თავისუფლად მოძრაობა, ნებისმიერ შენობაში შესვლა ნებადართული ჰქონდათ. როცა კატა კვდებოდა, მფლობელი ოჯახთან ერთად წარბს იპარსავდა და გარდაცვლილ ცხოველს გლოვობდა. ცხოველს დიდი პატივით და სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ. არქეოლოგებმა ზოგიერთი ფარაონის სამარხებში კატების მუმიები აღმოაჩინეს.

2. აქლემებს ისე აჩერებენ, როგორც ავტომობილებს

ფოტოზე შარმ-ელ-შეიხის ერთი ჩვეულებრივი სიტუაციაა ასახული. ადამიანი სუპერმარკეტში საყიდლებისთვის მოვიდა. აქლემი გააჩერა და საყიდლებზე წავიდა. ეს ძალიან ჭკვიანი ცხოველია და ამ ფორმით პატრონს მშვიდად ელოდება.

რატომ არის ლეგალური? მასზე ვრცელდება საჭაპანო ტრანსპორტის გამოყენების წესები, რომელზეც სხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესები ვრცელდება. გამოდის, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი აქლემი ავტოსადგომზე პრობლემებს არ შექმნის და მშვიდად დაგელოდებათ, შეგიძლიათ გააჩეროთ. აქლემი ძალიან მშვიდი და მელანქოლიური ცხოველია.

3. კურიერები ეგვიპტეში შეიძლება ასე გამოიყურებოდეს

როგორ გამოიყურება კურიერი ჩვენთან? ველოსიპედით ან მოპედით ნელა მოძრაობს და კლიენტის გეოლოკაციას გუგლში ეძებს. აი, ეგვიპტეში კურიერი ველოსიპედს ასე მარჯვედ მართავს, თან თავზე კალათით. აფრიკაში ქალებს შეუძლიათ, რომ თავით დოქები და სხვა დიდი ნივთები ატარონ, ეს დედის რძიდან დნმ–ით გადაეცემათ. როგორც ფოტოზე ხედავთ, ადვილად სწავლობენ და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

საინტერესოა! რატომ ატარებენ ტვირთს თავით?

„რადგან მოსახერხებელია და ასე ნაკლებად ვიღლებით!“ – ასე პასუხობს ამ კითხვას კენიის მცხოვრები მოგზაური ბლოგერი. აფრიკის, აზიის ან სამხრეთ ევროპის ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის ტვირთის მსგავსი ფორმით ტარება მიღებულია. რატომაა მათთვის ტვირთის ასე გადაზიდვა ადვილი?

პასუხის მისაღებად ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეთ. სმარტფონს აქვს ასეთი მოწყობილობა – ბიჯსაზომი. მისი მოქმედება სიარულისას ვერტიკალური რხევების დათვლას ეფუძნება. ერთი რყევა – ერთი ნაბიჯი. ბიჯსაზომი მაჯაზე, შარვლის ჯიბეში ან წელზე შესანიშნავად მუშაობს. გულმკერდის ჯიბეში უფრო ცუდად, ხარვეზებით. თუ ქუდში ჩაიდებთ, ნაბიჯების დათვლას საერთოდ შეწყვეტს. თითქოს არც დადიხართ! საქმე იმაშია, რომ სიარულისას თავის მცირე რხევა მისთვის მცირეა. უბრალოდ ვერ აფიქსირებს.

იგივეა ტვირთის შემთხვევაში. თითქმის არ ირხევა, რადგან თავი ძლივს ადის და ჩამოდის. ასე ვართ მოწყობილი. დატვირთვა ხერხემლის ხაზის გასწვრივ კონცენტრირებულია. ვინაიდან ტვირთი თითქმის უმოძრაოა, მუშაობა თითქმის არ სრულდება. როგორც იცით, სიარულისას მთავარი ძალა სხეულის აწევაზე იხარჯება. ასევე უნდა იცოდეთ, რომ შესაბამისი ვარჯიშით (უნარი აუცილებელია) თავით ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ბევრ ენერგიას დაზოგავთ. სწორედ ამიტომ, აფრიკელებმა, კენიელებმა და აზიელებმა ეს მეთოდი მრავალი ათასი წლის წინ აირჩიეს.

4. ნიანგების მუმიები ადგილობრივ მუზეუმებში

ძველ ეგვიპტეში ნიანგების კულტი ზეგანვითარებული იყო. ძველი ეგვიპტელების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ნიანგები, რომლებიც ნილოსის ნაპირებზე მრავლად იყვნენ. ხალხს ეშინოდა და მათი გულის მოგებას ცდილობდა. ძველი ეგვიპტური პანთეონის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უხუცესი ღმერთია სებეკი – ნიანგების ღმერთი, რომელსაც ადამიანის ტანით და ნიანგის თავით სახავდნენ. პირველად ნიანგების მუმიები 1899 წელს ძველ ქალაქში, ტებტუნისში გათხრების დროს აღმოაჩინეს. მაშინ აღმოჩენა არაფრად ჩააგდეს. უკმაყოფილო მუშამ ნიანგის მუმია გადააგდო და ის მოულოდნელად დაიშალა. შიგნით უძველესი პაპირუსები ტექსტებით იპოვეს.

საქმე იმაშია, რომ ნიანგებს ისე აბალზამებდნენ, როგორც ადამიანებს, და სელის საფენებში ახვევდნენ. ფორმის შესანარჩუნებლად, შიგნით დაწერილ პაპირუსებს ყრიდნენ. მეცნიერებისთვის ეს ძალიან ღირებული ინფორმაცია იყო, რადგან მასში ყოველდღიური ჩანაწერებია, რომელთა პოვნა ჩვეულებრივი გათხრების დროს თითქმის შეუძლებელია. ესაა ჩვეულებრივი წერილი, ბრძანება, შენიშვნა და ა.შ, ის, რაც დიდგვაროვნების საფლავებში არ ხვდება.

5. ეგვიპტეში სასტუმროს მოახლეები ნამდვილი მასხარები არიან

ჩვენს ქვეცნობიერში მოახლე პირქუში ადამიანია, რომელიც ჩვენს არყოფნაში ოთახში უხალისოდ შედის, მინას აფურთხებს და ჩვრით წმენდს, მტვერს გულგრილად იღებს და მტვერსასრუტს ძალით რთავს. როგორც ჩანს, ეს მოახლეების დაბალ ხელფასთან დაკავშირებულია. შეიძლება გაიფიქროთ, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებში უფრო ცუდი სიტუაციაა. ოღონდ არა ეგვიპტეში. ამ ქვეყანაში სასტუმროს დამლაგებლად ყოფნა დიდი წარმატებაა, ამიტომ დამლაგებელი ყოველთვის კარგ განწყობაზე არიან. ამ ტალღაზე თეთრეულიდან სასაცილო ფიგურების გაკეთების ტრადიცია შეიქმნა, თან ნივთები ოდნავაც არ ზიანდება. აქ შეგიძლიათ იპოვოთ წმინდა ნიანგი, რომელიც მართვის პულტს კბენს, მოჩვენება შორტებში. ჭორების მიხედვით, კარგი განწყობისთვის წვრილმან გასამრჯელოს კარგად იხდიან.

6. ვარხვი დამპყრობელი, რომელსაც უმჯობესია არ გაეკაროთ

თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ქამელეონი მწერებს გრძელი ენით და სწრაფი მოძრაობით იჭერს ისე, რომ მსხვერპლს ძალიან ახლოს არც უახლოვდება. ყურადღება: ვარხვი ეგვიპტეში ცოტა ქამელეონია.

აქ ზუსტად იმიტომ არის, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. შეუძლია მთელი საათი გაუნძრევლად და მოხდენილად იდგეს, სიფხიზლე მოადუნოს და გამყიდველში მშვიდი გრძნობები გამოიწვიოს, შემდეგ ერთ მომენტში თევზი დაიჭიოს და გაფრინდეს. ზემოთ გადაღებულია ფოტო ერთი წამით ადრე, სანამ ვარხვი ტურისტს სმარტფონს წაართმევდა.

ერთ–ერთ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ვარხვი ყველაფერს მტვერსასრუტივით ჭამს“.

ციტატა: „თევზი მისი მთავარი საკვებია. უზარმაზარ გუნდშიც ერთიანდება, რომ ნადავლი მოხერხებულად დააშინოს და დაიჭიროს. თევზის გარდა სხვადასხვა საკვებს ჭამს. მაგალითად, სხვა სახეობის ფრინველს. იხვის ჭუკი შეიძლება მისი ვახშამი გახდეს. ბოლო წლებში ვარხვს ახალი გასტრონომიული ვნებები აქვს. ესაა მტრედი. ვარხვმა მოისაზრა, რომ გარშემო ბევრი მტრედია, რომლებიც ხალხისგან უნამუსოდ გასუქებულნი არიან. რატომ არ უნდა იკვებონ ამ მსუქანი ჩიტებით?“

7. სუპერავტო მუმიების მუზეუმიდან მუზეუმში გადასატანად

ძველი ეგვიპტის ფარაონების მუმიები დროდადრო ერთი მუზეუმიდან მეორეში გადააქვთ. ფარაონების მუმიების გადასატანად გამოიგონეს სპეციალური ავტომობილი, რომელსაც ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ფორმა აქვს. თავად მუმიები ტრანსპორტირებისას აზოტით სავსე სპეციალურ კაფსულებში დევს. ასე ბუნებრივი ელემენტის ზემოქმედებისგან დაცულია. ავტოსარკოფაგში ჩაშენებულია სპეციალური დარტყმის შთამნთქმელი ნივთიერება, რომ მუმიებს არაფერი დაემართოს და ადგილზე მთელი და უვნებელი მიიტანონ.

8. ლერწმის წვენი

წვენის დახლები, სადაც „ასაბს“ (არაბულიდან „შაქრის ლერწამი“) ყიდიან, ეგვიპტეში ყველა ფეხის ნაბიჯზეა. თუ ევროპაში ხალხი ლუდის დასალევად ბარში მიდის, ეგვიპტეში წვენის დახლს სტუმრობენ, რომ შებოლილი მწვანე სითხე დალიონ. წვენის დახლთან შეიძლება შეხვდეთ კოსტუმში გამოწყობილ მამაკაცებს, პატარა ბავშვებს, მუშებს, მოხუცებს სქელ სათვალეებში. ისინი პატარა ოაზისში რამდენიმე წუთით მოდიან. წვენს ხშირად პლასტმასის პარკებში ასხამენ და შუაში საწრუპს დებენ.

ეგვიპტელები ამბობენ, რომ ასაბი ალკოჰოლის მსგავსად ახარებთ. ზემო ეგვიპტეში შაქრის ლერწმისგან ალკოჰოლს ნამდვილად აკეთებენ. ლერწმის წვენის მიღების შემდეგ რჩება ნახერხი, რომელსაც ხის დაფების მისაღებად, სასუქად ან საქონლის საკვებად იყენებენ. წვენი იაფი ღირს. როგორც წესი, რამდენიმე ეგვიპტურ ფუნტად პატარა ქილა გამაგრილებელი სასმელი შეგიძლიათ შეიძინოთ. ეგვიპტელები ამბობენ, რომ ასაბი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. წყურვილს კარგად კლავს, რომელიც ეგვიპტის მცხუნვარე ამინდში ხშირად ჩნდება.

9. ვირი, როგორც სატრანსპორტო საშუალება

რკინის ცხენების გარდა ეგვიპტეში ჩვეულებრივი ცხენიც შეგხვდებათ. თან არა მხოლოდ პროვინციაში. კაიროში, ალექსანდრიასა და ჰურგადაში მხიარულად მოძრაობენ ურმებით, რომელთაც, ძირითადად, ვირები ატარებენ. თუ ეგვიპტელს კითხავთ, რა ჰქვია ვირს, პასუხი გაგაოცებთ. აქ ყველა ვირს „ჰომარი“ ჰქვია. ჰომარი უბრალოდ „ვირია“ არაბულად. ერთ ეგვიპტელს, რომელიც გადაზიდვებით დაკავებულია და ბევრი ვირი ჰყავს, ჰკითხეს, თუ როგორ არჩევს ვირებს. პასუხი გაგაოცებთ: „თეთრი ჰომარი, გამხდარი ჰომარი, მსუქანი ჰომარი, მოხუცი ჰომარი – ასე ვუწოდებ“.

10. ძველი ხეების მიმართ პატივისცემა

პირველი სამყაროს ქვეყნები თვლიან, რომ დედა ბუნების რესურსები ამოუწურავია. მოსაჭრელად ძველ და ახალ ხეებს შორის, ძველს ირჩევენ. არც ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ხე ღირსეული რაოდენობის ჟანგბადს მხოლოდ ათეული წლების შემდეგ მოგვცემს. ეგვიპტეში ძველ დიდ ხეებს პატივისცემით ეპყრობიან. შენობის ან გზის მშენებლობის შემთხვევაში ახალ ხეს ჭრიან, მაგრამ ძველს ხელს არ ახლებენ.

ეს გასაკვირი არაა! წმინდა ხეების კულტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხში გვხვდება და მისი ტრადიციები შორეულ წარმართულ წარსულშია. ეგვიპტე ასეთი თაყვანისმცემელი ქვეყნების სათავეშია. ყველა ძველმა ცივილიზაციამ გაიარა ე.წ. „კოსმოსური ხის“ ან „სიცოცხლის ხის“ (სიცოცხლის სიმბოლო) რწმენა. ითვლებოდა, რომ ასეთი ხე აერთიანებს სამ ძირითად სამყაროს – ღმერთების სამეფო (გვირგვინი), ხალხის სამეფო (ტანი) და მიწისქვეშა სამყარო, სულების სამეფო (ფესვები). „კოსმოსური ხე“ ყოველთვის სამყაროს ცენტრად, სამყაროს ღერძად, ღმერთებისა და სულების სამეფოებს შორის დამაკავშირებელ გზად ითვლებოდა.