იაპონელი სტუდენტების “ბინები”, რომლებიც უფრო საკუჭნაოს ჰგავს

იაპონია მაღალგანვითარებული ქვეყანაა, მაგრამ 125 მლნ მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფას მაინც ვერ ახერხებს. საზრიანი ხალხი გამოსავალს თავად პოულობს. თუ სახლის აშენების შესაძლებლობა აქვთ, მასში არ სახლდებიან, არამედ საერთო საცხოვრებელს აკეთებს. ოღონდ მასში უფრო პატარა ოთახია, ვიდრე საკუჭნაოში. სტუდენტებს, რომლებიც ყოველ თეთრს ზოგავენ, ეს არ აშინებთ.

ტოკიოში მიწის კატასტროფული დეფიციტი ქალაქელებში წარმოუდგენელ ხრიკებს ბადებს. მაშინაც კი, თუ უკვე აშენებულ შენობებს შორის ვიწრო სახლის ჩადგმას ახერხებენ, მასში დასახლებას არ ჩქარობენ. „რატომ? “ – იკითხავთ. ყველაფერი მარტივია, მეწარმე მფლობელები სახლის გაქირავებით კარგი ფულის შოვნას ცდილობენ. სწორედ ასე მოიქცა ერთი დიზაინერი, რომელმაც ოჯახისთვის პატარა ორსართულიანი სახლი ააშენა, მაგრამ მასში ცხოვრება გადაიფიქრა და ოთახები პატარა საკნებად დაყო.

ნორმა ნაკამურამ, იაპონური ფესვების მქონე კანადელმა ბლოგერმა ამ სახლში ექსკურსია მოაწყო. ახალგაზრდა მთელი ცხოვრება სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა და როცა ეს მოახერხა, უბრალო იაპონელების ცხოვრების და ყოფის შესწავლა გადაწყვიტა. პატარა აპარტამენტებში ცხოვრების შესახებ არა ერთი ვიდეო უკვე გადაიღო და ახლა ამ უცნაურ სახლის რიგი დადგა. ყველა ოთახში შესვლა ვერ მოახერხა. მფლობელმა ორი ცარიელი „ბინის“ გასაღები თავაზიანად გადასცა. კიდევ ორმა ახალგაზრდა დამქირავებელმა „აპარტამენტების“ დათვალიერების უფლება მისცეს. აღსანიშნავია, რომ ისინი სივიწროვესა და რაიმე დისკომფორტზე არ ჩივიან.

სახლის გადაკეთების შემდეგ ოთახში იმდენად პატარა სივრცეა, ე.წ. ბინაში მხოლოდ ერთი მსხვილი ნივთი ეტევა, ხოლო ცხოვრებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ზონა მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია. სახლის მიკრო აპარტამენტებად დაყოფის შემდეგ რთული წარმოსადგენია, როგორ ახერხებს დამქირავებელი საჭმლის მომზადებას, შხაპის მიღებას და უნიტაზის გამოყენებას.

პირდაპირ სახლის შესასვლელთან არის პირველი ოთახი, რომელიც ახალ დამქირავებელს ელოდება. კარის გაღებისას დაინახავთ პატარა კუნძულს, რომელზეც მხოლოდ კარის ხალიჩა ეტევა. პირველი შოკის გაქრობის შემდეგ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ამ სივრცეში ვიწრო საწოლი და მის ზემოთ პატარა სათავსო მოათავსეს. საწოლი ერთადერთი დიდი ნივთია. ტიხრის მიღმა მდებარეობს ნიჟარა, საშხაპე და ამით დამთავრდა. სხვა არაფრისთვის ადგილი არ რჩება, არც პატარა მაგიდისთვის.

უნიტაზი კიბის ქვეშ ნიშაში მდებარეობს. ძალიან კომპაქტური ან ყურადღებიანი უნდა იყოთ, რომ კისერი არ მოიტეხოთ. ამ ოთახის მთავარი უპირატესობა ორი ფანჯარა–კარია, რომელიც იხსნება (კუთხური ოთახია). მართალია, ერთ–ერთი ფანჯრის წინ მეზობელი სახლის კედელია აშენებული, მეორე ფანჯრიდან შეგიძლიათ საერთო ეზოში მოხვდეთ, რომლის ფართობი მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრია. სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ მინის სიმრავლის გამო ხმის იზოლაცია შესაფერისია, ამიტომ დამქირავებლის არ შეგშურდებათ.

მფლობელის დიზაინერული გამომგონებლობის შეიძლება შეგშურდეთ, რომელმაც მოახერხა საშხაპის და უნიტაზის ზემოთ საწოლის მოთავსება, ხოლო სრულფასოვანი სამუშაო სივრცის ან სასადილო ზონის ნაცვლად მხოლოდ პატარა მაგიდაა, რომლისთვისაც იატაკზე დაჯდომა მოგიწევთ. ამ გოგონას უფრო გაუმართლა. მას სამზარეულოს კუთხე აქვს, სადაც შეგიძლიათ საჭმლის მომზადება თუ არა, პროდუქტების დაჭრა და ტუმბოში კანფეტების, ორცხობილების და სხვა საკვების შენახვა, რომელთაც მომზადება ან შეწვა არ სჭირდებათ.

ახალგაზრდა სტუდენტი, რომელმაც ბლოგერს „ბინა“ დაათვალიერებინა, ყველაფრით კმაყოფილია, რადგან მისაღებ ფასად საცხოვრებელი აქვს. ადგილი, სადაც შეუძლია დაიძინოს და შხაპი მიიღოს. კიდევ რა სჭირდება გაუნებივრებელ ახალგაზრდას, რომელიც მზადაა ყველაფრისთვის, რომ დედაქალაქში იცხოვროს?

კიდევ ერთ ბინაში უნიტაზი და ნახევარაბაზანა პირდაპირ სამზარეულოს კუთხური მაგიდის გვერდით მდებარეობს. საწოლი მეორე დონეზე მდებარეობს, სადაც მოხვედრა კიბით შეიძლება. კიბის დადგამ მხოლოდ სწორი კუთხით შეიძლება. ეს ყველაფერი არაა. დამქირავებელს საძინებელში სიუპრიზი ელოდება –კონდიციონერი და ხვრელი. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ცხელი ან ცივი ჰაერი ქვედა დონეზე ჩავიდეს, რადგან სახლს რადიატორები და ქვაბის ოთახის არ აქვს. მოკლედ, აქ არც ერთ ქალაქში არაა ცენტრალური გათბობა, ამიტომ მოსახლეობა თავს იძვრენს ისე, როგორც შეუძლია.

ერთადერთი, რაც დამქირავებელს ანუგეშებს არის კუთხური მაგიდა ნიჟარით და იატაკიდან ჭერამდე სქელი მინა, რომელიც „ბინას“ უფრო ფართოს და მოცულობითს ხდის. ხედი დიდად ვერ გაგახარებთ, სადაც არ უნდა გაიხედოთ, მეზობელი სახლის კედლებია, რომელთაც ხელით შეგიძლიათ მიწვდეთ. მშვიდ ცხოვრებასა და კონფიდენციალობაზე ოცნება არ ღირს, თუნდაც ფანჯარაზე ფარდა ჩამოაფაროთ.

კანადელმა ბლოგერმა კიდევ ერთ „ბინაში“ შესვლა მოახერხა. მას კარი გაუღო ახალგაზრდა ბიჭმა, რომლის ბინაში პირდაპირ ზღურბლთან სრული ზომის აბაზანაა. შეზღუდული სივრცის გამო სამზარეულოს კუთხით და უნიტაზით შემოსაზღვრულია. უნიტაზი ფანჯარასთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც ქალაქს შეგიძლიათ გადახედოთ, რომელსაც პეიზაჟს ვერ უწოდებთ. ბიჭი წიგნებს კითხულობს, რომ გაერთოს და მოსაწყენი ბინა განაახლოს. წიგნებს მეორე დონეზე მდებარე საძინებელში, ღია თაროებზე ინახავს.

საინტერესო ფაქტი Novate–გან: როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ საცხოვრებლის პირობები, „მრავალბინიანი“ სახლი, რომელსაც Sakura Sakura უწოდეს, ძალიან სწრაფად გაქირავდა. მფლობელმა უძრავი ქონების საიტზე განცხადება დადო თუ არა, მაშინვე მსურველების ნაკადი მოაწყდა, რადგან მარტოხელა ახალგაზრდებისთვის საკმარისია საწოლი, საშხაპე სველი წერტილით და დახურული ადგილი, რომ ნივთები შეინახოს.