რჩევები პატარა საძინებელში ნივთების შესანახად. ასეთი წესრიგი ფრეკენ ბოკსაც შეშურდება

საძინებელი ოთახი მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი არაა. აქ ადამიანების უმეტესობა სათავსო სისტემას, ტელევიზორის ზონას და სამუშაო ადგილსაც აწყობს. როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, თუ ოთახის ფართობი საკმარისად დიდი არაა? არსებული სივრცის სწორად ორგანიზება ძალიან მარტივია. Novate გიამბობთ, რა ხრიკებს იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები პრობლემის მოსაგვარებლად.

1. იაპონია: სამუშაო ადგილი საწოლის სასთუმალთან

იაპონელები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. უმეტესობა მათგანი მზადაა დღეში 12 საათი იმუშაოს, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოს. გასაკვირი არაა, რომ მათთვის სახლში კაბინეტის მოწყობა აქტუალური თემაა. ერთი ნიუანსი: იაპონიაში, განსაკუთრებით ტოკიოში, ბინები ძალიან პატარაა, ამიტომ სხვადასხვა ხრიკის გამოყენება უწევთ, რომ საცხოვრებელი მოსახერხებელი გახდეს. იაპონელები თვლიან, რომ საწოლის სასთუმალი კედელზე მიმდგარი არ უნდა იყოს. სასთუმალი მწვავე საკითხების გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მის უკან კომპაქტური, მაგრამ მოსახერხებელი სამუშაო ადგილი მოაწყვეთ.

საწოლის ტუმბოებიც არ მოსწონთ. თვლიან, რომ ტუმბოები უზარმაზარი და ძვირფას ფართობს იკავებს. მათ ნაცვლად კედელზე ერთ თაროს კიდებენ ან უჯრებიან მაგიდას იყენებენ, სადაც ბევრ ნივთს ინახავენ. თუ ამ იდეას გაითვალისწინებთ, მაგიდა არ გადაავსოთ, რომ მტვერი და უწესრიგობა თავიდან აიცილოთ. წარმოქმნილ ქაოსში საჭირო ნივთის მოძებნა გაგიჭირდებათ.

2. იტალია: ჰაეროვანი თაროები

ადამიანების უმეტესობა ცდილობს, რომ სათავსოს სისტემა მაქსიმალურად პრაქტიკული იყოს, ხოლო ესთეტიკურ კომპონენტს საერთოდ ივიწყებენ. თუ გერმანელებს შეუძლიათ, რომ სივრცე მსგავსი მეთოდით მოაწყონ, იტალიელები, რომლებიც ყველაფერში სილამაზეს აფასებენ, პირველ ადგილზე გარეგნობას აყენებენ.

მაგალითად, მათ ბინებში ხშირად ნახავთ მთელ კედელზე ღია თაროებს, რომელსაც მასიური კარადის ნაცვლად იყენებენ. მსგავსი მეთოდი სივრცეს ამსუბუქებს, ჰაეროვანს ხდის, მაგრამ არსებითი მინუსიც აქვს. ღია თაროებზე წვრილმანების შენახვა ვიზუალურ ხმაურს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ბინის მფლობელები ღია თაროებს მსუბუქი ნახევრად გამჭვირვალე ღია ფარდით ფარავენ. ამ ხრიკის წყალობით ვიზუალური ხმაური მცირდება, ოთახის ატმოსფერო თავისუფალი და ჰაეროვანი ხდება.

საინტერესო ფაქტი: იტალიელებს ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის შთაბერვა მოსწონთ, თუნდაც ეს მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ძველი ხის საარჩევნო ყუთი იყოს. არქიტექტორმა ალესანდრო კაპელარომ მისგან საწოლი, ასევე ტიხარი–კარადა გააკეთა. ამრიგად, ისტორიული მემკვიდრეობა შეინარჩუნა და კარგად დაგეგმილი სათავსო სისტემა შექმნა. მრავალფეროვანი უჯრები საშუალებას გაძლევთ, რომ საძინებელ ოთახში ნებისმიერი რამ შეინახოთ.

3. აშშ: კომპაქტური ტუალეტის კონსოლი

ქალები თავის მოსაწესრიგებლად ხშირად სააბაზანო ოთახს ან ფანჯრის რაფას იყენებენ, სადაც კარგი განათებაა, თუნდაც საძინებელ ოთახში სპეციალური ტუალეტის მაგიდა ჰქონდეთ. აი, ამერიკელები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ლამაზდებიან. საძინებელი ოთახის პატარა ფართობიც ხელს არ უშლით, რომ მაკიაჟის ზონა მოაწყონ. ამ შემთხვევაში ამერიკელები არა ტრადიციულ მაგიდას, არამედ გრძელ ვიწრო კონსოლს იყენებენ, რომელიც მინიმუმ ადგილს იკავებს. ბევრი უჯრა საშუალებას იძლევა, რომ ყველა აუცილებელი კოსმეტიკა და თმის მოვლის საშუალება შეინახოთ, ხოლო სარკეში თქვენი შრომის შედეგით დატკბეთ.

4. დიდი ბრიტანეთი: კარადა იატაკიდან ჭერამდე და ჩამოკიდებული ტელევიზორი

ამ ქვეყანაში ბინები წარმოუდგენლად ძვირია, ამიტომ ინგლისელებს არსებული სივრცის მაქსიმალურად გამოყენება უწევთ. რამდენიმე კვადრატულ მეტრში ყველა აუცილებელი რამ რომ განათავსონ, დასაკიდ ტექნიკას და ჭერამდე ავეჯს უპირატესობას ანიჭებენ. ასე საძინებელ ოთახში ხშირად ნახავთ ღია ფერის კარადას ჭერამდე ფარული სახელურით. მსგავსი ავეჯი არსებულ ფართობს ზოგავს, ასევე ფუნქციური სათავსოა. თუ კედლის ფერ კარადას შეარჩევთ, გარემოს შეერწყმება და თითქმის უხილავი გახდება.

კიდევ ერთი საინტერესო გამოსავალი: ჩამოკიდებული ტელევიზორი, რომელიც შეგიძლიათ დამალოთ. როგორც კი, ინგლისელები საყვარელი შოუს ან სერიალის ყურებით ისიამოვნებენ, მართვის ღილაკს აწვებიან და ტელევიზორი ერთგვარ ყუთში იკეცება. მოსახერხებელი, პრაქტიკულია, დიდ ადგილს არ იკავებს.

5. გერმანია: დამალული კარი

პატარა ოთახში სათავსოს სისტემა და მინიმალიზმი ხშირად შეუთავსებელია, რადგან უმეტესობა ნივთი ხილულ ადგილზეა. რა მოხდება, თუ პატარა საძინებელ ოთახს თაროებით, უჯრებით, კარადით და მსგავსი ნივთით არ გაავსებთ? გერმანელები ნივთების შესანახად საკუჭნაოს იყენებენ და საერთო ფონიდან რომ არ გამოიკვეთოს, კარს კედლის ფერში ღებავენ. ასე ერთგვარი საიდუმლო ოთახი გამოდის, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ტანსაცმელი, წიგნები, სათადარიგო ტექსტილი და ა.შ.

6. კანადა: გამოსაწევი სექციები ფეხსაცმლისთვის

ბევრი წყვილი ფეხსაცმელი ყოველთვის ნერვულ ტიკს იწვევს. თუ ჩვენთან ბევრ ბინაში ფეხსაცმელები პირდაპირ შემოსასვლელ კართან გამოფენილია, კანადელები ფეხსაცმელებს ისე ინახავენ, რომ მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს. ამ მიზნით გამოსაწევ დამალულ სექციას იყენებენ, რომელიც კარის პანელში შენიღბულია. ძალიან მოსახერხებელია. რაც მთავარია, დილით ძვირფას დროს არ დახარჯავთ, რომ საჭირო წყვილი ფეხსაცმელი იპოვოთ. საკმარისია, რომ თარო გამოწიოთ და მთელი კოლექცია დაინახოთ.

7. ნიდერლანდები: ტანსაცმელი, როგორც ინტერიერის ნაწილი

ნიდერლანდების მაცხოვრებლები თავისუფალი და ძალდაუტანებელი ქცევით განთქმულნი არიან. პედანტი გერმანელებისა და ინგლისელებისგან განსხვავებით, გარშემო სივრცის მოწყობას გაცილებით მარტივად უყურებენ. ბევრ საკითხში თავს ზედმეტად არ იწუხებენ. მათი თქმით, ტანსაცმლის კარადაში ან საიდუმლო ოთახში დამალვა საჭირო არაა, არამედ ღია საკიდზე შეგიძლიათ შეინახოთ. ასეთ გადაწყვეტილებას აქვს რიგი უპირატესობა: ტანსაცმელი გარემოს საინტერესო დეტალი ხდება, მას უფრო სწრაფად მიწვდებით, თან ნაკლებად დაიჭმუჭნება, რადგან საკიდზე კიდია. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი სისტემის დროს, წესრიგი მუდმივად უნდა დაიცვათ.

8. საფრანგეთი: სათავსო სასთუმალში

ჩვენ 42 მ² ფართობის ბინაში ვცხოვრობთ და ვწუწუნებთ, წარმოიდგინეთ, როგორ ცხოვრობენ ფრანგები 15 მ²–ში? საინტერესოა, საერთოდ როგორ ეტევიან. მსგავსი პირობები ფრანგებს აიძულებთ, რომ სივრცის ორგანიზებას სხვა კუთხიდან შეხედონ და დაიცვან რამდენიმე წესი, რომელიც ვიწრო პირობებში კომფორტულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

მაგალითად, ისინი საწოლს კედელთან ახლოს არა, არამედ შუა ოთახში დგამენ, რომ სასარგებლო ფართობი არ დაკარგონ. მის უკან ათავსებენ კედლის ფერ კარადას, რომელიც სწორად შერჩეული ფერის წყალობით თითქმის შეუმჩნეველია. თავად სასთუმალში სრულფასოვანი სათავსოს სისტემაა. მარტივი და გემოვნებით.

9. საქართველო: ორიგინალური თაროები კედლის ფერში

თუ კედელთან მიდგმულ საწოლს მიჩვეული ხართ და თვლით, რომ ასე სწორია, შესანიშნავია! გირჩევთ, რომ საწოლის გვერდებზე კედელზე ბევრი ორიგინალური და ფუნქციური თარო დაკიდოთ. თაროებს მრგვალი, ჯვრის ან სამკუთხედის ფორმა შეიძლება ჰქონდეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ თაროები კედელს შეერწყას. თუ კონტრასტულ ფერს აირჩევთ, სივრცეს ვიზუალურად გადატვირთავს და ვეებერთელა გამოჩნდება.

10. აშშ: სკივრი საგანძურით

კიდევ ერთი ხრიკი ამერიკელებისგან. რას იტყვით, რომ ნივთების შესანახად სკივრი ან ძველი ჩემოდანი გამოიყენოთ? დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ძველი ნივთი გაქვთ. თუ არა, ძველმანების ბაზარი დაგეხმარებათ. თუ გაგიმართლებთ, კაპიტან ფლინტის სტილის სკივრს იპოვით და ასე თავს ნამდვილი საგანძურის მფლობელად იგრძნობთ. პიასტრი, პიასტრი!