„ზარმაცი“ მეთოდი აბაზანის იდეალურად გასაწმენდად. არაფრის გახეხვა საჭირო არაა

ჩვენ, ყველას გვიყვარს, როცა აბაზანა სისუფთავით და სიქათქათით ბზინავს. დიასახლისებს დიდი დროის და ძალისხმევის გაღება უწევთ, რომ ეს სანტექნიკა იდეალურად გაწმინდონ და გააპრიალონ. თქვენს გახარებას ვჩქარობთ.

Novate გიზიარებთ მარტივ მეთოდს, რომელიც აბაზანას გაწმენდს მაშინ, როცა თავად სხვა საქმით დაკავებული ხართ. ასე დროს კარგად დაზოგავთ.

სანტექნიკას საშუალება წაუსვით და თავად სამსახურში წადით ან სხვა საქმე გააკეთეთ. ამ დროში ნარევი იმოქმედებს. სახლში დაბრუნებისას უბრალოდ ჩამორეცხვა მოგიწევთ. იდეალურად სუფთა აბაზანას მიიღებთ. მეთოდი გამოგადგებათ, თუ დრო კატასტროფულად არ გყოფნით.

სასწაულმოქმედი საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ესაა სოდა და ლიმონმჟავა.

  1. პატარა თასში 1 ს/კ სოდა, 1 ს/კ ლიმონმჟავა და 0,5 ლიტრი წყალი ჩაასხით. რეაქციის დასრულებას დაელოდეთ და ნარევი გამოიყენეთ.
  2. რეკომენდებულია, რომ ნარევი პულვერიზატორში გადაასხათ. ასე უფრო მოხერხებულად გამოიყენებთ.
  3. პულვერიზატორით ნარევი აბაზანის მთელ ზედაპირს შეასხურეთ, ჩასადინარი დაბლოკეთ და საქმეზე წადით. თუ არსად წასვლას არ აპირებთ და სახლში ხართ, აბაზანა ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ გაწმინდოთ.
  4. ამ დროში ნარევი მოქმედებას მოასწრებს და მთელ ჭუჭყს მარტივად მოაშორებთ. წყლის ნაკადით ჩამორეცხეთ. მაგალითად, საშხაპე სისტემის თავი გამოიყენეთ. ასე ჭუჭყის ნარჩენებს ძალიან სწრაფად მოიშორებთ.

როგორც ხედავთ, ზედმეტი ძალისხმევის გაღება საჭირო არაა. ასეთი პროცედურა რეგულარულად ჩაატარეთ და თქვენი აბაზანა სისუფთავით იბრწყინებს, თუნდაც ძალიან დაკავებული ადამიანი იყოთ.