ონკანი რომ ბზინავდეს: როგორ გავაპრიალოთ სანტექნიკა საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშე

თანამედროვე სარეცხი საშუალებების ასორტიმენტი მრავალფეროვნებით გვიზიდავს. კეთილსინდისიერი დიასახლისების საკუჭნაო და კარადა სავსეა სხვადასხვა გელით, ქაფით, ფხვნილით, კრემით და სხვა საწმენდი საშუალებით.

ყველა ასეთი კარგია? შემადგენლობის გრძელი სია ნდობას არ იწვევს. ბევრი ქიმიური კომპონენტი იმდენად აგრესიულად მოქმედებს, რომ კანზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს (სწორედ ამიტომ, სახლის დალაგებისას ხელთათმანები უნდა გამოიყენოთ). მწარმოებლების თქმით, ეს კომპონენტები საჭიროა იმისთვის, რომ ჭუჭყი სწრაფად და ზუსტად მოაშოროს.

რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო ქიმიაზე საერთოდ უარის თქმას არ გირჩევთ, მაგრამ ასეთი წმენდის სიხშირის შემცირება ღირს. ქიმია ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული საშუალებებით ჩაანაცვლეთ. მათ გაკეთებას იაფი კომპონენტებით სახლში შეძლებთ.

Novate გიამბობთ, როგორ დაალაგოთ სახლი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, როგორ გაწმინდოთ სანტექნიკა მაღაზიაში ნაყიდი საშუალების გარეშე, რომელსაც რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს. გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხრიკებს, რომლებიც სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში იდეალური სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ!

ხრიკი 1: ხსნარი კირის ნადების მოსაშორებლად

ლიმონმჟავაზე დაფუძნებული ნატურალური საშუალება კირის ნადებს აშორებს და სანტექნიკას აპრიალებს, თან თეთრები ღირს. ხსნარის ყველა ინგრედიენტი ნატურალურია, მაგრამ მაინც ხელთათმანების გაკეთებას გირჩევთ.

დაგჭირდებათ:

  • 500 მლ თბილი წყალი
  • 15 გ ლიმონმჟავა
  • პულვერიზატორი
  • პატარა ჯაგრისი (მაგალითად, კბილის ჯაგრისი)
  • დანა

მოქმედების წესი:

  1. ცალკე თასში თბილი წყალი და ლიმონმჟავა აურიეთ. ლიმონმჟავა უნდა გაიხსნას. სითხე პულვერიზატორში ჩაასხით და მზადაა.
  2. ნარევი სანტექნიკას წაუსვით, კირის ნადებიან ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
  3. ჭუჭყის მოსაშორებლად ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ჩვარი ან პატარა ჯაგრისი გამოიყენეთ. დანა და კბილის ჯაგრისი ძნელად მისადგომი ადგილების გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ხრიკი 2: სახლის დალაგება ქიმიის გარეშე

თუ ლიმონმჟავის სუსტი ხსნარი კირის ნადებს მარტო ვერ გაუმკლავდა, რამდენიმე ეტაპიანი კომპლექსური წმენდა ჩაატარეთ.

დაგჭირდებათ:

  • სოდა
  • წყალი
  • ლიმონმჟავა
  • ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი / ჩვარი
  • დანა

მოქმედების წესი:

  1. ჭუჭყიან ადგილს სოდა მოაყარეთ. სველი ღრუბლით გახეხეთ.
  2. იმავე ადგილას ლიმონმჟავის ხსნარი წაუსვით. რამდენიმე წუთით შეგიძლიათ გააჩეროთ.
  3. ჭუჭყი სველი ღრუბლით მოაშორეთ.
  4. ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად დანა გამოიყენეთ. ფრთხილად იმოქმედეთ.