ხრიკი ხალიჩის იდეალურად გასაწმენდად. ბეწვი, ჭუჭყი და თმა პრობლემა აღარაა

Novate გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის ხრიკს, რომლის დახმარებით ხალიჩას იდეალურად გაწმენდთ. ბეწვი, ჭუჭყი და თმა პრობლემა აღარაა.

„ხალიჩის წმენდა საკმაოდ ხშირად მიწევს, რადგან სახლში შინაური ცხოველები მყავს. ხალიჩების წმენდის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ ყველაზე ეფექტურ და სწრაფ მეთოდს გიზიარებთ. ეს სახლში მომზადებული ნარევი ყველაზე მეტად მომწონს. კარგად მუშაობს და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება.”

ხალიჩა ჯერ ჯაგრისით გაწმინდეთ, რომ მთელი თმა და ცხოველის ბეწვი ამოიღოთ. ჩვეულებრივი მტვერსასრუტი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება. და მაინც, ჯაგრისით მთელი ბეწვის ამოღების შემდეგ გირჩევთ, რომ ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდოთ. ასე მტვერს, ქვიშას და სხვა წვრილ ნაწილაკებს მოაშორებთ.

ამის შემდეგ მოამზადეთ ხალხური ნარევი, რომელიც ხალიჩას იდეალურად გაწმენდს. ჯადოსნური ნარევის შემადგენლობაში შედის ჩვეულებრივი 9%–იანი სუფრის ძმარი, ცხელი წყალი, თხევადი სარეცხი საშუალება.

ტაშტში 1 ჭიქა ცხელი წყალი, 2 ს/კ ძმარი, 1 ს/კ სოდა და1 ს/კ თხევადი სარეცხი საშუალება ჩაასხით. კარგად აურიეთ.

მნიშვნელოვანია! ცხელი წყალი გამოიყენეთ, რომ ინგრედიენტები სწრაფად და უკეთ შეერიოს.

კონცენტრირებული ხსნარის მომზადების შემდეგ კიდევ 2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი დაუმატეთ. საშუალება მზადაა და შეგიძლიათ ხალიჩა გაწმინდოთ.

ღრუბელი ხსნარში დაასველეთ და მთელი ზედაპირი გახეხეთ. ამის შემდეგ პროცედურა ჩვრით გაიმეორეთ.

წყალში თქვენი ხალიჩის დაბინძურების ხარისხს მაშინვე შეამჩნევთ. თუ წყალი ძალიან ჭუჭყიანია, გადაასხით და ხსნარი თავიდან მოამზადეთ.

ხალიჩა ძალიან არ დაასველოთ, რადგან ასე მალე გაშრება და შეძლებთ შეაფასოთ, რამდენად სუფთა გახდა. მენდეთ, შედეგი გაგახარებთ.