ორიგინალური ხრიკი პარკით სახლში ნივთების გასათეთრებლად

პარკის ჩადება სარეცხ მანქანაში – კარგი იდეა თუ აბსურდი? მოდით გავარკვიოთ! თუ ამ ხრიკის შესახებ გსმენიათ, მაგრამ მის გამოყენებას ვერ ბედავდით, სულ ტყუილად. ერთი შეხედვით, სულელური მეთოდია, მაგრამ ძალიან ეფექტური. ბევრი დიასახლისი აქტიურად იყენებს. Novate გიამბობთ, როგორ გაათეთროთ ნივთები უბრალო პარკის გამოყენებით.

პატარა ხრიკის დახმარებით თეთრეულის რეცხვის პროცესი უფრო კარგ შედეგს მოგცემთ. მთავარია, რომ უნახატო პარკი გამოიყენოთ. მხოლოდ ერთფერიანი პარკი გამოგადგებათ. ასე საოცარ ეფექტს აუცილებლად დაინახავთ!

როგორ გავათეთროთ ნივთები: ეფექტური ხრიკი

მეთოდი პარკით უჩვეულოდ მარტივია. ნებისმიერი მსურველი მის გამოყენებას შეძლებს. აიღეთ პარკი, სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთებთან ერთად მოათავსეთ, ჩაყარეთ ან ჩაასხით სარეცხი საშუალება და რეცხვის ციკლი ჩართეთ. რთული არაფერია, ასეა? ამაში თავად დარწმუნდებით და ნივთების ქათქათა ფერით და შეუდარებელი სისუფთავით დატკბებით.

მიღებული შედეგი

ელემენტარული ხრიკის გამოყენების წყალობით ერთდროულად რამდენიმე მიზანს მიაღწევთ:

  1. ტანსაცმელს შინაური ცხოველის ბეწვს და თმას მოაშორებთ. დამოუკიდებლად მათი მოშორება საკმაოდ რთულია. პარკი პროცესს ამარტივებს. მანქანაში რეცხვისას იქმნება ელექტროსტატიკა, რომელიც ბეწვის შეგროვებას ხელს უწყობს.
  2. ნივთებს გაათეთრებთ. გაყვითლებულ ნივთებს პირვანდელ სიქათქათეს დაუბრუნებთ. გახუნებული თეთრი ტანსაცმელიც, რომლის გადარჩენის იმედი აღარ გაქვთ, ახალივით გახდება.
  3. ფხვნილს კარგად აურევთ. პარკი „დიდი კოვზის“ როლს ასრულებს. არის შემთხვევები, როცა ფხვნილი რეცხვის დროს ცუდად იხსნება და ნივთებზე რჩება. ამ ხრიკით მსგავსი პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
  4. სარეცხი მანქანის მომსახურების ვადას გაზრდით. პარკის დახმარებით ნაგავი მანქანის ფილტრში არ მოხვდება. ეს ბლოკირების წარმოქმნას ხელს შეუშლის.

საინტერესო მეთოდის გამოყენებით სარეცხ ფხვნილს დაზოგავთ და თეთრეულს ეფექტურად გაწმენდთ. გახსოვდეთ, რომ ბეწვიანი ნივთების შემთხვევაში პარკის გამოყენება არ ღირს.