რჩევები, რა დავრგოთ შუა ზაფხულში ბოსტნის გათავისუფლებულ ნაწილში

ნაადრევ გაზაფხულზე ნოყიერ, სასუქით გამდიდრებულ მიწაზე დარგული საადრეო ჯიშები (სალათის ფურცლები, საზაფხულო ბოლოკი, პრასი, სტაფილო, პეკინის კომბოსტო და ზოგიერთი სხვა კულტურა) უკვე აღებულია. მათი მოსავლის აღების შემდეგი გათავისუფლებული ადგილი უნდა გამოიყენოთ და რაღაც დარგოთ, რაც 2-2,5 თვეში მოსავალს მოგცემთ.

ყველას ახსოვს, რომ ივლისში ირგვება თალგამი ზამთარში შესანახად და დიდხანს გამოსაყენებლად, ასევე სანაწვერალო თავგამურა. ბოსტნეულის სია ამით არ შემოიფარგლება. ბოსტნის სეზონის მეორე ნახევარში სხვა ბოსტნეულიც შეგიძლიათ დათესოთ და წარმატებით გაზარდოთ. Novate დღეს ამის შესახებ გიამბობთ.

რა დავრგოთ გათავისუფლებულ მიწაზე?

საადრეო მწვანე კულტურები, როგორიცაა სალათის ფოთოლი ან სალათის მდოგვი აცივებამდე ვიტამინებით მდიდარი მწვანილის მოცემას ასწრებენ, მაგრამ ბევრ მფლობელს გასაყიდად, შესანახად ან დასაკონსერვებლად შესაფერისი პროდუქტის მიღება სურს. იდეალურია, მომავალ სეზონამდე. ამ მიზნით მწვანე კულტურებს შორის შესაფერისია მხოლოდ ისპანახი, რომელიც შესანახად შეგიძლიათ გაყინოთ.

მანგოლდი (წითელი მხალი)

მოსავლიანია. ყუნწიანი ჯიშის მანგოლდის ახალი ფოთლები ცოტა ხნით სარდაფში შეგიძლიათ შეინახოთ. უმჯობესია დათესოთ ისეთ ადგილას, რომელიც ახლახანს გააკირიანეს. მანგოლდის ჩითილების გათხელებისას გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში განათების პირობები გაზაფხულისგან განსხვავდება. რიგებში მცენარეების სიმკვრივე 20-25%–ით მცირდება. თუ მცენარის შენახვას აპირებთ, შემოდგომის ყინვამდე უნდა აიღოთ. თუ ყინვები მოულოდნელად დაიწყო და ნერგები მაინც გაიყინა, დღის განმავლობაში მთელი მოსავალი აიღეთ და მაშინვე დააკონსერვეთ.

მანგოლდი მცირე ორგანულ მჟავას შეიცავს, ამიტომ ცხელი კონსერვაციისას სანელებლების გარდა ლიმონმჟავა აუცილებლად დაუმატეთ ან მანგოლდს ცოტა მჟაუნა შეურიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსერვს გააფუჭებს თივის ჩხირი, რომელიც დუღილისას არ კვდება. მის მოსაშორებლად პროდუქტი 120 გრადუსამდე უნდა გააცხელოთ. ეს მხოლოდ ავტოკლავშია შესაძლებელი, რომელიც ყველას არ აქვს. ბაქტერია მჟავე გარემოში ვერ განვითარდება.

მანგოლდის ნამზადიდან ხშირად ბოტვინიას ამზადებენ, ამ კერძში სიმჟავე ზედმეტი არაა.

ივლისის ბოლოს საადრეო კარტოფილის ან ჭარხლის მოსავლის აღების შემდეგ ზამთრის ჯიშის ბოლოკის დათესვა გონივრულია. მისი ვეგეტაციის პერიოდია აღმონაცენების სრულად ამოსვლიდან მაქსიმუმ 50 დღე. ზამთრის ჯიშის ბოლოკი სარდაფში 3-4 თვე ინახება, თუ სწორად მიუდგებით. ზამთარში სუფრაზე ახალი ბოლოკის რეგულარულად ქონა კარგია, თან ბაზარზე გასაყიდადაც გამოგადგებათ. მასზე მუდმივად მაღალი მოთხოვნაა.

კოლრაბი (ხვიტი)

სველ ქვიშაში კოლრაბის კომბოსტოს ღერონაყოფი კარგად ინახება. კომბოსტოს სხვა სახეობის მსგავსად ამ კულტურას შემოდგომის ყინვა არ აშინებს და მისი მოსავალი ყველაზე ბოლოს შეგიძლიათ აიღოთ. ნერგების მისაღებად ცივ სანერგეში შეგიძლიათ დათესოთ და ახალგაზრდა მცენარე, რომელსაც 3 ნამდვილი ფოთოლი აქვს, მუდმივ ადგილას შეგიძლიათ გადარგოთ. 40х40 სმ სქემით დარგეთ, ანუ უფრო გაშლილად, ვიდრე გაზაფხულზე. ღერონაყოფის ფორმირებისას დასაჩქარებლად ნერგი ლებანამდე დარგეთ. გარდა ამისა, კოლრაბის თესლი ზემოთ მოცემული სქემით მუდმივ ადგილას შეგიძლიათ დათესოთ, 3-4 თესლი ორმოში. ამ შემთხვევაში, 3 ფოთლის წარმოშობის შემდეგ უფრო სუსტი მცენარეები მიწის დონეზე იჭრება, ხოლო უფრო განვითარებული დატოვეთ. ამის შემდეგ აუცილებელია მიწის შემოყრა, რომ ფესვების ყელი მიწაში დაიმალოს.

კოლრაბი შეგიძლიათ დარგოთ მიწაზე, სადაც კომბოსტო მინიმუმ 4 წელი არ დარგულა. მიწა ორგანული ნივთიერებებით გამდიდრებული უნდა იყოს და ნეიტრალურთან ახლოს რეაქცია ჰქონდეს. ამ კულტურის დარგვისას თითოეულ კვადრატულ მიწას დაუმატეთ 20 გ კალიუმის სულფატი, 25 გ გრანულირებული სუპერფოსფატი და 40 გ ამონიუმის ნიტრატი. აზოტის მაღალი დოზა ძლიერი ფოთლების სწრაფად გასავითარებლად საჭიროა. ფოთლები მანამდე უნდა განვითარდეს, სანამ დღის სინათლე 15 საათამდე შემცირდება. თუ ფოთლების აპარატი ამ დრომდე არ განვითარდა და ღერონაყოფის ფორმირება არ იწყება, არსებობს რისკი, რომ მცენარე ფოთლების ზრდას გააგრძელებს და ნაყოფის ფორმირებაზე საერთოდ არ გადავა.

მოსავლის აღებისას მცენარე ღერონაყოფის ქვეშ სანტიმეტრში იჭრება. არსებული ფოთლები მაშინვე მოაშორეთ. თუ 1 დღე მაინც გააჩერებთ, ტენის აორთქლება გაგრძელდება, ღერონაყოფი სიმკვრივეს და დიდხანს შენახვის უნარს დაკარგავს.

ბროკოლი

შეუძლებელია, რომ ბროკოლი არ გავიხსენოთ. თუ ივნისის ბოლოს მისი შუალედური ჯიშის დარგვა ვერ მოასწარით, ივლისის პირველ დეკადში ამის გაკეთება შეგეძლოთ. ახლა დასარგავად მხოლოდ საადრეო ჯიში გამოგადგებათ. უფრო მოსავლიანი შუალედური ჯიშის დრო უკვე დაკარგულია. ამის მიუხედავად, საადრეო, ასევე მისი ჰიბრიდები აცივებამდე საკმაოდ კარგ მოსავალს მოგცემთ. ყინვაგამძლე კულტურაა. -7 გრადუსიც ვერ კლავს. საადრეო კულტურების მოსავალი დღის ტემპერატურის +5 გრადუსამდე შემცირებამდე შეგიძლიათ აიღოთ, ანუ ოქტომბრამდე. ბროკოლი შეგიძლიათ გაყინოთ ან ცხელი მეთოდით მჟავე ბოსტნეულთან (მაგალითად, პომიდორი) ერთად დააკონსერვოთ.

პეკინის კომბოსტო

ბოკ ჩოი, რომელიც ჩვენმა მებოსტნეებმა ახლახანს გაიცნეს, არა მხოლოდ სწრაფად მწიფდება, არამედ განვითარების მაღალი ენერგიით გამოირჩევა, ამის ხარჯზე მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება. აღმონაცენების გამოჩენიდან 1,5 თვეში შუალედური ჯიშის თითოეული მცენარე 2 და მეტი კილოგრამის შეიძლება იყოს. ამ ჯიშს პოტენციური მოსავლის მისაღებად აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე დაახლოებით 8 კვირა სჭირდება.

ამ კულტურისთვის ნერგების მეთოდი ყველაზე ოპტიმალურია. თესლი ნერგების მისაღებად ითესება 150-180 მლ კასეტებში, რომლებიც ნაყოფიერი მიწით ივსება. დათესვის სიღრმე – 1 სმ. კასეტები ცივ სანერგეში ინახება, ღამით პარკი უნდა დააფაროთ, რომ დღისით სანერგეში ნახშირორჟანგის შემცველობა გაიზარდოს.

იმის მიუხედავად, რომ ივლისში კომბოსტოს რწყილის რაოდენობა 10-ჯერ მცირდება, კვერცხს აღარ დებს და მისი ლარვები აღმონაცენს განადგურებით არ ემუქრება, ნერგები მავნებლებისგან მაინც უნდა დაიცვათ.

როგორც ყველა სხვა საადრეო კულტურის შემთხვევაში, პეკინის კომბოსტოსთვის მიწას მხოლოდ მინერალური სასუქი დაუმატეთ, 1 მ²–ზე 70 გ ნიტროფოსკი ან 80 გ აზოფოსკი. მე-4 ნამდვილი ფოთლის ფორმირების ეტაპზე ნერგები მუდმივ ადგილზე 50х40 სმ სქემით გადარგეთ. მორწყვა, გამარგვლა და რიგებს შორის ფხვიერი მიწის შენარჩუნება სჭირდება.

მოსავლის აღება შემოდგომის პირველი ყინვებისას იწყება. მცენარე მიწის დონეზე იჭრება. +4 გრადუს ტემპერატურასა და 78% ტენიანობის პირობებში ახალი კომბოსტო 1,5 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. მოსავლის ნაწილი მაშინვე ინახება, დანარჩენი კონსერვდება. თეთრი კომბოსტოსგან განსხვავებით, რომელშიც დაახლოებით 3,5% შაქარია, პეკინის კომბოსტოში 2-ჯერ ნაკლები შაქარია, ამიტომ მისი დამჟავება არ შეიძლება. ამ პროდუქტის დასაკონსერვებლად საუკეთესო მეთოდია ნიორთან და სანელებლებთან ერთად დამწნილება.