რჩევები ტანსაცმლის ფერის შესანარჩუნებლად: რეცხვა დაფნის ფოთლით

ჩვეულებრივ, როგორ იყენებთ დაფნის ფოთოლს? სანაძლეოს ვდებ, რომ უპირატესად კერძებსა და კონსერვებში. იცით თუ არა, რომ დაფნის ფოთლით ნივთების განახლებაც შეიძლება. ამის შესახებ ახლახანს გავიგე. ერთხელ გამოვცადე და ნამდვილად გავოცდი. ნივთები სუფთაა, თითქმის ხრაშუნა, სასიამოვნო სურნელი აქვს და ფერი უფრო კაშკაშა გახდა.

რეცხვა დაფნის ფოთლით: როგორ შევინარჩუნოთ ტანსაცმლის ფერი

ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ, დაფნის ფოთლის ნახარშში თეთრეულის ჩალბობა იყო. Novate დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

1. დაფნის ფოთლის შეფუთვა აიღეთ. რაც უფრო ახალია, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. როგორც წესი, შეფუთვაში 12-15 ფოთოლია, რაც სავსებით საკმარისია.

2. დიდ ქვაბში დაფნა ჩადეთ, წყალი დაასხით და აადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ ისე, რომ მასში ხელის ჩადება შეძლოთ.

3. ნახარში გადაწურეთ. მისმა ყვითელმა ფერმა არ შეგაშინოთ. დაფნის ფოთოლი ღია ტანსაცმელს არ შეღებავს. თეთრეული ამ ნახარშში ჩაალბეთ. აუცილებელი არაა, რომ წყალი თეთრეულს ფარავდეს, საკმარისია კარგად ჩაალბოთ. ნივთები წყალში მის სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

4. დიდ ტაშტში 2-3 სუფრის კოვზი სოდა წყალში გახსენით. რაოდენობა თეთრეულის მოცულობის მიხედვით თვალით განსაზღვრეთ. 15-ლიტრიან ტაშტში 3 სუფრის კოვზი სოდა დაგჭირდებათ.

5. სოდის სრულად გახსნის შემდეგ თეთრეული ჩაალბეთ ისე, რომ წყალი ნივთებს ფარავდეს. 2-3 საათით გააჩერეთ. უფრო დიდხანს, მაგალითად, მთელი ღამით შეგიძლიათ გააჩეროთ.

6. ამის შემდეგ ნივთები გაწურეთ და სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. გავლების რეჟიმზე ჩართეთ. სურვილის შემთხვევაში, სწრაფი დელიკატური რეცხვის რეჟიმი ცოტა სარეცხ ფხვნილთან ერთად ჩართეთ და გარეცხეთ.

7. ამ შემთხვევაში ორჯერ გაავლეთ, რომ სოდა და სარეცხი ფხვნილი კარგად მოშორდეს.

8. ნივთები ჩვეული მეთოდით გააშრეთ. შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით. ასეთი პროცედურის ეფექტი პირველივე ცდაზე ჩანს. ნივთები უფრო კაშკაშაა. ქსოვილი უფრო პრიალა და ბზინვარე.

რეცხვა დაფნის ფოთლით პირდაპირ მანქანაში

თუ რამდენიმე ფერადი ტანსაცმელი შეიძინეთ და რეცხვისას მათი ფერის დიდხანს შენარჩუნება გსურთ, მაშინ ზემოთ აღწერილი კარდინალური ზომის მიღება აუცილებელი არაა.

პროფილაქტიკისთვის დროდადრო დაფნის ფოთოლი პირდაპირ სარეცხ მანქანას დაუმატეთ. ეს უფრო მარტივია! აი, როგორ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში დაფნის ფოთლით სწორად:

  1. სარეცხ მანქანაში გასარეცხად სპეციალური ბადე ტომრები იყიდება. მასში პატარა ნივთები ან საცვლები შეგიძლიათ ჩადოთ. ასეთი ტომარა გამოიყენეთ, რომ დაფნის ფოთოლი „შეფუთოთ“. თუ მსგავსი არ გაქვთ, ნაჭრიდან პატარა ჯიბე შეგიძლიათ შეკეროთ.
  2. ტომარაში 5-7 დაფნის ფოთოლი ჩადეთ და 2-3 სუფრის კოვზი სოდა ჩაყარეთ. თუ ბადე ძალიან მსხვილია და სოდა იყრება, მაშინ სოდა სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში ან პირდაპირ დოლურაში ჩაყარეთ. ტომარაც დოლურაში მოათავსეთ.
  3. შემდეგ ყველაფერი მარტივია: ნივთებისთვის შესაფერისი რეცხვის ციკლი ჩართეთ. სასურველია, რომ ტემპერატურა 30-40 გრადუსზე დაბალი არ იყოს, თუ მასალა ამის საშუალებას გაძლევთ.
  4. თუ ნივთები საკმაოდ სუფთაა, ფხვნილი შეგიძლიათ არ დაუმატოთ. სოდა თავის საქმეს გააკეთებს. თუ სურვილი გაქვთ, ჩვეულებრივზე ცოტა სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. ორჯერ შეგიძლიათ გაავლოთ. შემდეგ გააშრეთ და შედეგით გაოცდით.

ზოგჯერ ბებიების ყველაზე უჩვეულო რეცეპტები ეფექტით გვაოგნებს. რაც არ უნდა შორს წავიდეს ცივილიზაცია, წლების მიერ გამოცდილი ნამდვილად ეფექტურია!