ტოსკანის 8 უძველესი ციხესიმაგრე, სადაც დღემდე ძველი დროის ატმოსფეროში შეგიძლიათ ჩაიძიროთ

იტალიაში, რომელიც უნიკალური ღირსშესანიშნაობებით განებივრებულია, ისტორიული რეგიონი ტოსკანა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. აქ იუნესკოს მიერ დაცული ბევრი არქიტექტურული ძეგლია თავმოყრილი. ისინი მილიონობით ტურისტის ყურადღებას იზიდავენ. მაგალითად, უძველესი ციხეები, რომელთაც პირვანდელი გარეგნობა და განსაკუთრებული ატმოსფერო შენარჩუნებული აქვთ და საშუალებას გაძლევთ, რომ საუკუნეების შემდეგაც ისტორიაში თავით გადაეშვათ.

1. ბროლიოს ციხე გაიოლე ინ კიანტში (სიენა)

კიანტის ცენტრში, ფლორენციასა და სიენას შორის შუა საუკუნეების ციხე დგას. ციხესიმაგრე 1124 წლიდან რიკასოლის ცნობილ არისტოკრატულ ოჯახს ეკუთვნის. კასტელო დი ბროლიო (Castello di Brolio) კოსტანას ერთ–ერთ ყველაზე საოცარ სასახლედ ითვლება, თან უძველესი ღვინის სახლია, სადაც დღემდე მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციებია შემორჩენილი. უძველესი ციხესიმაგრის მდებარეობის და მომგებიანი საქმიანობის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ რამდენჯერმე დაიპყრეს და მთლიანად გაანადგურეს კიდეც. და მაინც, Castello di Brolio ყოველთვის აღდგენდნენ და ყოველჯერზე მასში ახალ–ახალი მახასიათებლები ჩნდებოდა.

ბოლო გრანდიოზული ტრანსფორმაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. თან აღადგინეს ყველა შემონახული ფრაგმენტი, რომელიც ფეოდალურ, ფლორენციულ, რომაულ და გოთურ სტილებს მიეკუთვნება და მის არქიტექტურაში შერეულია.

აღსანიშნავია, რომ დღემდე შუა საუკუნეების ციხე საცხოვრებელი ობიექტია. დღემდე ბარონ რიკასოლის ოჯახს ეკუთვნის, როგორც ვენახები. კერძო საკუთრების მიუხედავად ტურისტებისთვის ღიაა. დემოკრატიული ფასის სანაცვლოდ შეძლებთ პარკებში, გალავნებსა და ვენახებში გასეირნებას, ციხის ტერიტორიის დათვალიერებას, ღვინის მარნის მონახულებას ან რესტორანში დახვეწილი კერძების მირთმევას.

2. ციხე ვიკიომაჯიო გრევე ინ კიანტში (ფლორენცია)

ციხე ვიკიომაჯიო (Castello Vicchiomaggio) უძველესი ციხესიმაგრის ვიკკო დეი ლამბარდის ნაცვლად გამოჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში ნახსენებია და ლომბარდსკების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც მას მე-16 საუკუნემდე ფლობდა. ამ პერიოდიდან გრევე ინ კიანტში ახალი ისტორია იწყება, რომელიც ისტორიული ობიექტის გარშემო ჩამოყალიბდა.

აღორძინების ეპოქაში Castello Vicchiomaggio არისტოკრატების, მეცნიერების და მხატვრების დასასვენებელ ადგილად გადააკეთეს. ძველი ვილის მფლობელები არა მხოლოდ მონარქებს იღებდნენ. აქ ლეონარდო და ვინჩიმ ცნობილი და იდუმალი მონა ლიზა დახატა.

დღეს ევროპის ერთ–ერთი ყველაზე რომანტიული სასტუმრებოს სიაშია, სადაც შუა საუკუნეების ატმოსფეროში, ფეოდარული და გოთური შენობების გარემოცვაში დაუვიწყარი წუთები შეგიძლიათ გაატაროთ, თან თანამედროვე კეთილმოწყობასა და გართობაზე უარი არ თქვათ.

3. ფოსდინოვოს ციხე მასა–კარარის პროვინციაში

ფოსდინოვოს ციხე (Castello di Fosdinovo) შთამბეჭდავი არქიტექტურით გამოირჩევა. მისი არსებობის ისტორია საიდუმლოებებით, სევდიანი მოვლენებით და საზარელი ლეგენდებით გარემოცულია. პირველად ციხე, რომელიც კლდოვან ბორცვზე მდებარეობს, ზღვასა და მთაზე ულამაზესი ხედები აქვს, ნახსენებია მე-11 საუკუნეში. ამ პერიოდში Castello di Fosdinovo ერბერიას ოჯახს, ეპისკოპოს ლუნის ვასალებს ეკუთვნოდა. 2 საუკუნის შემდეგ ციხე მარკიზ სპინეტ მალასპინმა დაიპყრო და მას შემდეგ მის საოჯახო ბუდედ ითვლება, რომელიც ბევრჯერ წაართვეს და გაანადგურეს, მაგრამ დღემდე ამ ოჯახის წარმომადგენლები ფლობენ.

Castello di Fosdinovo ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და კარგად შემონახული ისტორიული ძეგლია, რომლის გარეგნობასა და მორთულობაში ფლორენციული, გოთური და აღორძინების სტილის ელემენტები შეინიშნება. თანამედროვე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შუა საუკუნეების ციხეში ღამე გაათენონ, ავთენტური გარემოთი ისიამოვნონ, ქვის კოშკებიდან და სახურავზე ღია ტერასიდან ლამაზი ხედებით დატკბნენ, ბაღში გაისეირნონ, იატაკქვეშ ჩავიდნენ, სადაც წამების ძველი იარაღები შემონახულია.

აღსანიშნავია, რომ ციხესიმაგრეზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ყველაზე პოპულარულია ორი. ერთის მიხედვით, ციხეში ბიანკა მარია მალასპინას მოჩვენება დადის. ეს ერთ–ერთი მფლობელის ქალიშვილია, რომელიც კედელში ცოცხალი ჩამარხეს, რადგან ალბინოსი დაიბადა, რაც ეშმაკის შვილს ნიშნავდა.

მეორე ლეგენდა მალასპინების ოჯახის კიდევ ერთი მარკიზის რძლის საშინელ გართობებზე გიამბობთ. ახალგაზრდა მიმზიდველი კრისტინა ადელაიდა პალავიჩინო მამაკაცებს შორის პოპულარობით სარგებლობდა, მოტყუებით და დაპირებებით კოშკის ერთ–ერთ ოთახში შეყავდა, შემდეგ მოტყუებულ შეყვარებულ მამაკაცებს ფანჯრიდან აგდებდა თხრილში, სადაც ბასრი დანები იყო ჩასმული.

4. მელეტოს ციხე გაიოლე ინ კიანტში

მელეტოს ციხე (Castello di Meleto), რომელიც გაიოლე ინ კიანტის (სიენა) სოფელში მდებარეობს, ტოსკანაში ერთ–ერთი უძველესი ციხესიმაგრეა. ისტორიული ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ბერებს ეკუთვნოდათ, მე-10 საუკუნით დათარიღებული გამაგრების ნაწილები და იარაღია შემონახული. 2 საუკუნის შემდეგ ციხე რიკასოლის ოჯახის მფლობელობაში გადავიდა. მათ რამდენიმე რეკონსტრუქცია და განლაგების შეცვლა გააკეთეს. 1700-იან წლებში ციხე არა მხოლოდ გააფართოვეს და განაახლეს, არამედ მეღვინეობა დაიწყეს. ამ პერიოდში ვენახები გააშენეს, მარნები და ღვინის ქარხანა ააშენეს. ტურისტებისთვის დღემდე მიმზიდველი ადგილია. ხშირად დეგუსტაციას აწყობენ და დახლიც აქვთ. ამ დროისთვის Castello di Meleto Wine ღვინის ქარხნის Viticola Toscana მფლობელია, რომელიც ცნობილ ბრენდებს Chianti Classico DOCG აწარმოებს.

5. გაბიანოს ციხე მერკატალ ინ ვალ დი პეზაში

გაბიანოს ციხე (Castello di Gabbiano), რომელიც სოფელში მერკატალ ინ ვალ დი პეზაში, ფლორენციასა და სიენას შორის მდებარეობს, უძველესი დროიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვან  ობიექტად ითვლება, რადგან საკომუნიკაციო მნიშვნელოვან გზას იცავდა. თავდაცვითი მოწყობილობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, მე-14 საუკუნეს მიეკუთვნება, თუმცა ცნობილია, რომ პირველი სიმაგრე აქ 300 წლით ადრე გაჩნდა.

დროთა განმავლობაში ფლორენციის ცნობილმა ბარდის ოჯახმა Castello di Gabbiano მთავარ მამულად გადააქცია, რომელსაც 100 ჰა ვენახი და ზეთისხილის ხეივანი აკრავს. ამან არქიტექტურული ობიექტის ტრანსფორმაცია გამოიწვია, რადგან პროდუქტების შესანახად და გადასამუშავებლად აშენდა ფერმები, მარნები და ღვინის ქარხანა, რომელიც თანამედროვე მოგზაურებს მრავალფეროვნებით ახარებთ.

დღეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში სასტუმრო ფუნქციონირებს მდიდრული ლუქსებით და ცალკე აპარტამენტებით, სადაც თანამედროვე კეთილმოწყობა და დაუვიწყარი ისტორიული ატმოსფერო დაგხვდებათ.

6. ბანფის ციხე მონტალჩინოს მახლობლად

ტოსკანის გულში, მონტალჩინოს ზღაპრულ შემოგარენში, ბორცვის თავზე მდებარეობს ბანფის ქვის ციხე (Castello Banfi), რომელიც მე-17 საუკუნეში ააშენეს. თავიდან თავდაცვითი ციხე იყო, რომელიც მე-12 საუკუნეში გამოჩდა. დროთა განმავლობაში შეიძინა პატარა სოფელი პოჯიო ალე მურა.

დღეს ცნობილია, როგორც Castello Banfi – Il Borgo «Relais & Chateaux. ესაა მეღვინეობის მამული, სადაც არა მხოლოდ ყურძენს ზრდიან და ღვინოს აწარმოებენ, არამედ ტურიზმით დაკავებულნი არიან. ზოგიერთი უძველესი შენობა შუასაუკუნოვანი ინტერიერის მქონე კომფორტულ ნომრებად გადააკეთეს. აქვეა კოლორიტული რესტორანი, შთამბეჭდავი ღვინის მარანი სადეგუსტაციო დარბაზით. მთავარი სასტუმრო კომპლექსი ძველი ციხიდან 20 კმ–ს მოშორებით მდებარეობს.

7. ვინჩილიატის ციხე ფიესოლში (ფლორენცია)

ფიესოლის ფრიალო კლდეზე 1031 წლიდან უძველესი ვინჩილიატის ციხე (Castello di Vincigliata) დგას, რომელიც ააშენეს ორმა ცნობილმა იტალიურმა ოჯახმა ვინსდომინმა და ალესანდრიმ. მრავალსაუკოვანი ისტორიის მანძილზე მფლობელი და დანიშნულება არაერთხელ გამოიცვალა, რაც მის მდგომარეობაზე ცუდად აისახა. ამის მიუხედავად მისი დიდებული ფორმები და თვალწარმტაცი გარემო იტალიის საუკეთესო მხატვრებს იზიდავდა, ახალი შედევრების შექმნას შთააგონებდა.

1840 წელს მოხდა ბედნიერი შემთხვევა, რომელიც ისტორიული არქიტექტურული ძეგლის ნაშთებისთვის ხსნა გახდა. ინგლისელმა ლორდმა ჯონ ლიდერმა ნანგრევებს ყურადღება მიაქცია. მან კოლოსალური ფინანსები გაიღო, რომ ფეოდალური სტილის ციხე აღედგინათ. ნიჭიერი ხელოსნების, მოქანდაკეების, ქვისმთლელების და მხატვრების გუნდის წყალობით აშენდა განსაკუთრებული ობიექტი, რომელიც დღემდე იტალიის ერთ–ერთ ულამაზეს და რომანტიულ ადგილად ითვლება.

8. პოპის ციხე არეცოში

მდიდარი ფლორენციული ოჯახის კონტი გვიდის ციხე, რომელიც მე-9-10 საუკუნეებში აშენდა, ადრეული შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობის ნათელი მაგალითია. თავისი ისტორიის მანძილზე უბრალო ციხიდან მიმზიდველ რეზიდენციად გადაიქცა, სადაც არა მხოლოდ მდიდარი დინასტია, არამედ რეგიონის გუბერნატორიც ცხოვრობდა, რადგან მაშინ ქალაქ პოპიში უფრო შესაფერისი შენობა არ იყო. არქიტექტურული ძეგლი მთლიანად შენარჩუნებულია, რადგან არასდროს ყოფილა მიტოვებული და დანგრეული.

მე-15 საუკუნიდან დაწყებული Castello di Poppi გადაიქცა ქალაქად ქალაქში, სადაც სიმაგრეების გარდა აშენდა: საცხოვრებელი რეზიდენცია შიდა ეზოთი, რომელსაც ეფექტური ქვის კიბე და სხვადასხვა აივანი ამშვენებს, ადმინისტრაციული კაბინეტები, სამლოცველო, სადაც ტადეო გადის ფრესკები შემორჩენილია, სათავსოები და საკუთარი საპყრობილე.