ხალხური მეთოდი, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი სააბაზანო ოთახში

ყველა დიასახლისის ოცნებაა, რომ დალაგებული სახლი დიდხანს სუფთა და მოწესრიგებული დარჩეს. ამ მიზნით სხვადასხვა სპეციალურ და ხალხურ საშუალებას იყენებენ. Novate გთავაზობთ ხალხურ მეთოდებს სააბაზანო ოთახში უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად და სისუფთავის დიდხანს შესანარჩუნებლად.

მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება, რომლებიც ქიმიკატებს შეიცავს და ხშირად ალერგიულ ცემინებას იწვევს რეკომენდებული არაა. ბავშვებისთვის უკუჩვენებულია, ამიტომ სახლში, სადაც პატარები ცხოვრობენ, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებას მოერიდეთ. უნიტაზის რგოლზე რაიმეს დამაგრება ნაკლებად ჰიგიენურია.

საშუალება უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად

დაგჭირდებათ სასიამოვნო არომატის საპონი, რომელიც ჰაერს გააჯანსაღებს საკმარისია, რომ საპონი უნიტაზის ავზში ჩადოთ და უსიამოვნო სუნი დაივიწყოთ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასე საპონი სწრაფად მთავრდება. გირჩევთ, ავზში დაამაგროთ.

ძველი, მაგრამ მოკლე წინდა გამოიყენეთ. წინდა ზედმეტად გაცვეთილი არ უნდა იყოს, არამედ მთელი. წინდაში საპონი ჩადეთ, გაკვანძეთ ან ამოკემსეთ.

უნიტაზის ავზი წყლისგან დაცალეთ და ტივტივა ხელში დაიჭირეთ, რომ ავზი წყლით არ აივსოს. წინდა სკოჩით ავზის კედელს მიაწებეთ. გაითვალისწინეთ, რომ სკოჩი წყლის დონის ზემოთ უნდა იყოს.

ტივტივას ხელი გაუშვით და ავზი წყლით აავსეთ. უნიტაზის ყოველი ჩარეცხვისას საპონი უნიტაზის გვერდებს ნადებს მოაშორებს და სასიამოვნო სურნელს გააფრქვევს.

მეთოდები საკანალიზაციო მილიდან სუნის მოსაშორებლად

საკანალიზაციო მილიდან უსიამოვნო სუნი ხშირად ამოდის. ამ შემთხვევაში მჟავე და ტუტე ბაზაზე დაფუძნებული ხალხური საშუალებები გამოიყენეთ.

  1. წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით აურიეთ. უნიტაზში ჩაასხით. 30 წუთით გააჩერეთ და ჩარეცხეთ.
  2. 150 გ სოდა უნიტაზში ჩაყარეთ, ზემოდან ბევრი ძმარი ჩაასხით. 15-20 წუთით გააჩერეთ. ახლა 2-3 ლ ცხელი წყალი ჩაასხით.
  3. ლიმონის წვენი და წყალი თანაბარი რაოდენობით აურიეთ. ნარევი უნიტაზის გვერდებს წაუსვით და ჯაგრისით გახეხეთ. 15-20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ნარჩენები მოაშორეთ და გაწმინდეთ.
  4. 200 მლ თხევადი სარეცხი საპონი უნიტაზში ჩაასხით. 10 წუთის შემდეგ ცხელი წყალი ჩაასხით. 10 წუთის უნიტაზი ჩარეცხეთ.

რჩევა: სააბაზანო ოთახის და საცხოვრებელი ოთახების დალაგება არომათერაპიით დაასრულეთ. ეთერზეთებით არომატიზატორი სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ.