7 ქალაქი თვალწარმტაცი არხებით, რომელიც ვენეციას კონკურენციას ადვილად გაუწევს

ქალაქის წარმოდგენისას, სადაც ტროტუარების ნაცვლად არხებია გაყვანილი, პირველად ვენეცია გვახსენდება. ეს ლეგენდარული ქალაქი ერთადერთი არაა, სადაც მთავარი სატრანსპორტო საშუალება ნავია. 100 წლის წინ მსოფლიოს მრავალ კუთხეში ბევრი დასახლება გაჩნდა უნიკალური არხების სისტემით და უთვალავი საოცარი ხიდით, რომლებიც იტალიურ ქალაქს კონკურენციას ადვილად გაუწევენ.

1. ჰამბურგი (გერმანია)

ცოტამ თუ იცის, რომ გერმანიის ლამაზი ქალაქი, ჰამბურგი ვენეციას არა მხოლოდ არხების სილამაზით არ ჩამოუვარდება, არამედ აჭარბებს ხიდების რაოდენობით, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მდინარეს კვეთენ. მდინარეების სიმრავლემ შესაძლებელი გახადა 30-ზე მეტი არხის გაყვანა, გერმანიის უდიდესი პორტის აშენება, რომელიც ბოლო წლებში სატრანსპორტო არტერიებიდან ტურისტულ მარშრუტებად გადაიქცა, რადგან ბევრ მოგზაურს იზიდავს. აღსანიშნავია, რომ წყლის გართობები (ნავით და ბაიდარით გასეირნება) თბილ სეზონზე ხელმისაწვდომია, ხოლო ზამთარში ქალაქის საციგურაო მოედნად გადაიქცევა.

2. ვუჟენი (ჩინეთი)

ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი აღმოსავლეთის ვენეციად სამართლიანად მიიჩნევა და ტურისტულ სატყუარად იქცა. ევრაზიის ერთ–ერთ ყველაზე ღრმა და გრძელ მდინარე იანძიზე გაშენებულია რამდენიმე საოცარი ქალაქი, რომლებიც ვენეციას არაფრით ჩამოუვარდებიან. მაგალითად, უძველესი ქალაქი ვუჟენი (Wuzhen), რომელიც ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციაში მდებარეობს. აქ დასახლება ჯერ კიდევ 7 ათასი წლის წინ დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე შემორჩენილია ბევრი არქიტექტურული ძეგლი, რაც კიდევ უფრო იზიდავს ტურისტებს, რომელთაც სურთ უჩვეულო გარემოში მოხვდნენ და საკუთარი თვალით ნახონ ცხოვრების წესი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არ შეცვლილა. როგორც ადრე, ახლაც მოქალაქეებს სასურველი პროდუქტის ან საქონლის შესაძენად მაღაზიაში გასვლა არ უწევთ, საკმარისია, რომ აივანზე, ღია ტერასაზე ან პარმაღზე გავიდნენ და ვაჭრები ყველა საჭირო ნივთს ნავით პირდაპირ სახლთან მიუტანენ.

3. უდაიპური (ინდოეთი)

გვალვიანი რაჯასტანის ნამდვილი მარგალიტია საოცარი ქალაქი უდაიპური – ნამდვილი ოაზისი, სადაც სურნელოვანი პარკები და მდიდრული სასახლეებია. უდაიპური სამი ტბით გარემოცულია და წყლის სიუხვის წყალობით მშვენიერ ქალაქ–სასახლედ იქცა. მას აღმოსავლეთ ვენეციის და აღმოსავლეთ ვერსალის დიდებასაც მიაწერენ. იმის მიუხედავად, რომ მდინარე პიჩოლას შორის მდებარე ტბის სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, სანაპიროს გასწვრივ შეგიძლიათ დაინახოთ ბევრი ციხე, სასახლე და შენობა, რომელიც მდიდრულ ცხოვრებას წარმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ ეს ინდური ქალაქი არქიტექტურული ძეგლების განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, მათში რაჯასტანის, მოგოლების, შუასაუკუნოვანი ევროპის და ჩინეთის კულტურული ტრადიციები ასახულია.

საინტერესო ფაქტი: უდაიპური დაარსა რაჯა უდაი სინგ II, რომელმაც დროულად დატოვა შუა საუკუნეების ინდოეთის ყველაზე საიმედო ციხე–სიმაგრე ჩიტორგარჰი, მევარის დედაქალაქი. იმ პერიოდში ციხეს მოგოლის დინასტიის იმპერატორის აკბარის ჯარმა ალყა შემოარტყა და დაცვის გზა არ არსებობდა. ლეგენდის თანახმად, ახალი ქალაქის ადგილი ერთმა ბერმა ურჩია. მმართველმა მისი რჩევა გაითვალისწინა. ეს იყო ბორცვი პიჩოლის ტბაში. რაჯას ტბის წყლის და არავალის ქედის დაცვა საიმედოდ არ მოეჩვენა. მდინარე ბერაჩის შეტბორება ბრძანა, რომლის ნაპირებზეც მევარის ახალი დედაქალაქის მასშტაბური მშენებლობა დაიწყო.

4. სუჭოუ (ჩინეთი)

ჩინეთის კიდევ ერთი ქალაქი, რომელსაც აღმოსავლეთის ვენეციას ადარებენ. ესაა ძველი ქალაქი სუჭოუ, რომელიც მდინარე იანძის ქვედა დინებაში მდებარეობს. ქალაქი მდებარეობს დიდი ჩინური არხის გასწვრივ, შანხაისა და უსის შორის, ტაიხუს ტბასთან ახლოს, რამაც მისი ბედი განსაზღვრა. აღმოსავლეთ ჩინეთის უდიდესი ეკონომიკური, ინდუსტრიული და ტურისტული ცენტრია და როგორც გამოცდილი მოგზაურები ამბობენ, დედამიწაზე ნამდვილი სამოთხეა.

ქალაქი სუჭოუ გამოირჩევა თვალწარმტაცი მდინარეებით, არხებით (მათ შორის პეკინი–ხანგჭოუს დიდი საიმპერატორი არხი) და ასობით ხიდი, სადაც აღმოსავლური არქიტექტურის ძეგლები, ულამაზესი ბაღები და პარკების ზონაა შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს, რის გამოც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

5. ანესი (საფრანგეთი)

ვენეცია საფრანგეთის ალპებშიც შეგიძლიათ იპოვოთ. ესაა ძველი ქალაქი ანესი, რომელიც ამავე სახელწოდების ტბის სანაპიროზე მდებარეობს. აქ შუასაუკუნეების ქუჩებში შეგიძლიათ იხეტიალოთ, ასევე ბუნებრივი არხ ტიუში (ტბას და მდინარე ფეს აკავშირებს) მდებარე კუნძულოვანი სასახლის გარშემო ნავით გაისეირნოთ. ამ არხიდან ბევრი ტოტი იშლება, რომლებიც ხიდებით დაკავშირებულ პატარა კუნძულებს ქმნიან. არხის და ვიწრო დაკლაკნილი ქუჩების გასწვრივ შეგიძლიათ ნახოთ მდიდრული სასახლეები, დიდებული ტაძრები, პატარა სამლოცველოები, ქალაქის პარკები. ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა არ მოგიწევთ, რადგან მთავარი ღირსშესანიშნაობები ცენტრალურ ნაწილში ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.

6. ბრიუგე (ბელგია)

ევროპაში, როგორც თავად ბელგიაში, არის ქალაქები, სადაც ბრიუგეზე მეტი არხი და ხიდი მდებარეობს. და მაინც, ეს ქალაქი თავისი სილამაზით სხვებს აღემატება. ვენეციაზე კარგად შემონახული ისტორიული შენობები განსაკუთრებით ღირებულია. საკუთარი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები შუა საუკუნეებში. ბრიუგეში სამი დიდი სანაოსნო არხი გადის, რომლებმაც თავის დროზე ქალაქი განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. მათ ბევრი პატარა ტოტი უკავშირდება, სადაც გავლა შეიძლება მხოლოდ პატარა ნავებით, რომლებიც როგორც ქალაქელების, ასევე ბევრი ტურისტის მთავარი სატრანსპორტო საშუალებაა.

7. კუინზლენდის ოქროს სანაპირო (ავსტრალია)

კუინზლენდის შტატის ოქროს სანაპირო ერთ–ერთი ყველაზე ახალი ქალაქია წყალზე, რომელიც მრავალი არხით, ულამაზესი სანაპიროთი, მდიდრული კურორტებით  და ტურისტული ინდუსტრიის ბევრი სხვა ობიექტით გამოირჩევა. გასული საუკუნის შუა პერიოდამდე ჭარბტენიან ტერიტორიას, რომელიც წყნარი ოკეანის და ავსტრალიის მიწას შორის მდებარეობს, დიდი პრობლემები მოჰქონდა, მაგრამ მდინარე ნარანგის დინების შეცვლის შემდეგ მთელი ტერიტორია დაშრა და მდიდარი ხალხის ტკბილ ნაჭრად გადაიქცა.

მათ დიდი ინვესტიცია ჩადეს, რომ გაეკეთებინათ ფირუზისფერი წყლის კილომეტრიანი არხები, ბევრი ოქროს სანაპირო ლაგუნებით, მცხუნვარე მზისგან დაფარული სუბტროპიკული ტყეები, ულტრათანამედროვე სასტუმროები საოცარი გასართობი ზონებით, რომლებიც არა მხოლოდ ვენეციას, არამედ ბევრ ძველ ქალაქს კონკურენციას უწევს. ასეთი ფუფუნება და ხმაურიანი ცხოვრება ყველას ჯიბეს არ სწვდება და ყველას არ მოსწონს. და მაინც, ოქროს სანაპირო ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია მსოფლიოში, სადაც ხელოვნური არხების სიგრძე 850 კმ–ს აჭარბებს.