9 იდეა, როგორ შემატოთ ბინას მყუდროება მხოლოდ 2 დღეში გამჭრიახობის გამოყენებით

Pinterest–ის ნაკრებები კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა ყველა მყუდრო იდეა, რომელიც შეინახეთ, თქვენს ინტერიერს წარმატებით ეთავსება. Novate გიამბობთ, რომელი ხრიკები შეგიძლიათ განახორციელოთ სერიოზული ფინანსური ინვესტიციის გარეშე, რომ ფოტოს მსგავსი ბინა მიიღოთ.

იდეა 1: კედელზე მცენარეების სურათი ჩამოკიდეთ

გირჩევთ, რომ დასვენების დღეებში მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად პიკნიკზე, მთაში ღამის გასათევად ან ტყეში სასეირნოდ წახვიდეთ. რომელი ვარიანტიც არ უნდა აირჩიოთ, მთავარია, რომ გზაზე შემხვედრი არომატული მინდვრის ბალახები და ჩვეულებრივი ყვავილები სახლში წამოიღოთ. ისინი მომავალი შედევრის საფუძველი გახდება.

სახლში დაბრუნებისთანავე მცენარეები წიგნების ან ჟურნალების ფურცლებს შორის გაანაწილეთ და რამდენიმე დღე გახმობას დაელოდეთ. ამის შემდეგ თეთრ ფურცელზე შემთხვევითი თანმიმდევრობით დააწყვეთ (დასაფიქსირებლად წებო გამოიყენეთ), მინა დააფარეთ და ლამაზ ჩარჩოში ჩასვით. ესეც ასე, მოდური და მყუდრო კედლის დეკორი მზადაა!

შენიშვნა: თუ ხელნაკეთი ნახატებისთვის კედლების გაბურღვა არ გსურთ, შესაფერის სიმაღლეზე მდებარე ღია თაროებზე დააწყვეთ. კარგია, როცა ნახატები თვალის დონეზე მდებარეობს. შესაფერისი თემის პლაკატები შემატეთ და არ შეგეშინდეთ, თუ ჩარჩოები ერთმანეთს გადაფარავს, ეს ძალიან მოდურია. ასეთი დეკორის უპირატესობა იმაშია, რომ ექსპოზიცია სეზონის და განწყობის მიხედვით მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ.

იდეა 2:  დივანს ან სკამს ადგილი შეუცვალეთ

გსურთ ინტერიერში ცვლილებები შეიტანოთ? მაშინ ავეჯი გადაადგილეთ. ასე გარემოს საუკეთესოდ განაახლებთ. თუ დივანი ყოველთვის კედელთან მიდგმული იყო, შუა ოთახში გადაიტანეთ, რომ ორ ფუნქციურ ზონად დაყოს, მაგალითად, სამუშაო და დასასვენებელ ზონებად. სავარძელი, რომელიც ყოველთვის დივნის გვერდით იყო, ფანჯარასთან გადაიტანეთ. გვერდით ტორშერი და ყავის მაგიდა დადგით, კედელზე რამდენიმე წიგნის თარო დაკიდეთ და მყუდრო სამკითხველო კუთხე გამოვა. თუ ფანჯრიდან პარკის, ტყის ან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება, ყოველ საღამოს შეგიძლიათ ხედის ყურებით დატკბეთ და ერთგვარი 5D ატრაქციონი მოაწყოთ.

იდეა 3: ავეჯს „ტანსაცმელი გამოუცვალეთ“

ზოგჯერ ძველი ავეჯი იმდენად გვბეზრდება, რომ რა დეტალიც არ უნდა შემატოთ ინტერიერს, გარემო მაინც მოსაწყენი და უსიცოცხლო გვეჩვენება. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ავეჯი განაახლეთ. გადასაკრავი შეცვალეთ ან შეღებეთ, იმის მიხედვით, თუ რომელი ნივთის შეცვლა გსურთ.

ავეჯს შეგიძლიათ „წელვადი“ გადასაკრავი გადააკრათ ან თავად შეკეროთ. თუ საკერავ მანქანასთან ვერ მეგობრობთ, მაშინ დივანს ან სავარძელს ლამაზი ქსოვილი გადააფარეთ და ავეჯის ქვეშ შეკეცეთ. კიდევ ერთი ვარიანტი: მყუდრო პლედი და დეკორატიული ბალიშები. ისინი ბინაში მყუდროების დონეს გაზრდიან.

 იდეა 4: სუფრის ბილიკი გაშალეთ

სასადილო ზონას ყურადღებით დააკვირდით და გვითხარით, რა აკლია, რომ ბინაში მყუდრო ადგილი გახდეს? იქნებ სუფრის ბილიკი? ამით ჩაანაცვლეთ სტანდარტული სუფრა, რომელიც ინტერიერს თავისი მოსაწყენი და იაფფასიანი გარეგნობით აფუჭებს. სუფრის ბილიკი ჩვეულებრივ სუფრაზე იაფია, თან სადღესასწაულოდ გამოიყურება.

თუ მაღაზიაში შესაფერისი ფერის ან ნახატის ვარიანტი ვერ იპოვეთ, ტექსტილი თავად შეკერეთ. ამ მიზნით ბევრი ქსოვილი არ დაგჭირდებათ. რაიმე განსაკუთრებული გამძლე მასალის პოვნა საჭირო არაა. უბრალო სასარაფნე ჩითიც გამოგადგებათ. სხვათა შორის, ქსოვილი ჩვეულებრივ 0,5 მ სიგანის ნაჭრებით იყიდება, ვინაიდან თამამად შეგიძლიათ ხაზების და მოხატულობის ხაზები უგულებელყოთ, თქვენთვის 40 სმ ქსოვილის ნაჭერი საკმარისია. ასე თეთრებად მაგიდისთვის ლამაზ სუფრას მიიღებთ.

იდეა 5: საწოლი ბალიშებით გააფორმეთ

თუ გსურთ, რომ საძინებელი ოთახი მდიდრულად გამოიყურებოდეს და მთავარი აქცენტი საწოლი გახდეს, აქსესუარებზე, კერძოდ ბალიშებზე არ დაზოგოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთახი ფართოა და სამოძრაო ადგილი აქვს. იმ ბალიშების გარდა, რომელზეც გძინავთ, რამდენიმე დეკორატიული ვარიანტიც შეიძინეთ. რაც უფრო მეტ ნიმუშს შეარჩევთ, მით უფრო მყუდრო და ორიგინალური გამოჩნდება საწოლი. თუ სილამაზის და წესრიგის საფუძვლად სიმეტრიას მიიჩნევთ, მაშინ საწოლზე თითოეული ვარიანტის ორი ბალიში დადეთ. კარგია, როცა ბალიშებს სხვადასხვა ზომა, ტექსტურა და ფერი აქვს: ხავერდი, ბეწვი, აბრეშუმი, ფერადი, ერთფერიანი, მსხვილი პრინტით ან მის გარეშე. ასე კარგ კომპოზიციას შექმნით.

არ იფიქროთ, რომ დეკორატიული ბალიშები ფულის გადაყრაა. ესთეტიკური ფუნქციის გარდა, პრაქტიკული მხარეც აქვს. თუ დილით წიგნის წასაკითხად დაწოლა ან ფილმის ყურება გსურთ, გამოგადგებათ.

იდეა 6: ტექსტილი განაახლეთ

მხოლოდ სუფრის ბილიკით და ბალიშებით არ შემოიფარგლოთ, არამედ მთელი ტექსტილი შეცვალეთ. საწოლს ახალი ნაქსოვი გადასაფარებელი დააფარეთ, დივანზე ბალიშები დადეთ, სამზარეულოს ფერადი მოსაჭიდებელი ნაკერი ღია თაროებზე ჭურჭლის ფერში შემატეთ, სააბაზანო ოთახში კავებზე ფუმფულა ღია ფერის პირსახოცი ჩამოკიდეთ.

თუ თავის შეწუხება არ გსურთ, ერთი კოლექციის ტექსტილი შეარჩიეთ. თუ ოცნებობთ, რომ ინტერიერი არასტანდარტული გახადოთ და მეგობრის ბინისგან მომგებიანად გამოიყურებოდეს, მაშინ ცოტა დრო სხვადასხვა კატალოგიდან ნივთების შერჩევაზე დახარჯეთ. ქსოვილები, წინსაფრები, მეზობელი ფერები და პრინტები ერთმანეთს ჰარმონიულად შეურიეთ.

იდეა 7: შავი ფერი შემატეთ

თუ თქვენი ბინა კლასიკურ სტილში გაფორმებულია, მაშინ მას დახშული ტონები ახასიათებს. ადრე, როცა ეს მიმართულება გამოჩნდა, ქსოვილების მღებავები და მწარმოებლები ნაწარმს ღია ფერებს ვერ აძლევდნენ. დღეს მრავალფეროვანი ვარიანტის მიუხედავად კლასიკურ გარემოში რბილი ფერების გამოყენებას აგრძელებენ, რადგან ისტორიულად ასე იყო.

თუ ფიქრობთ, რომ მსგავსი ტრადიციები მოსაწყენია და ინტერიერში სიღრმის და საინტერესო აქცენტების შემატება გსურთ, შავი დეტალები გამოიყენეთ. მაგალითად, აბაჟური, დივნის ბალიშები, პატარა ლარნაკები, ნახატის ჩარჩოები, ფურნიტურა – ნებისმიერი ზემოაღნიშნული ინტერიერს გრაფიკას და სიმკვეთრეს შემატებს.

სხვათა შორის, შავი დეკორი არა მხოლოდ კლასიკურ, არამედ ნებისმიერ სხვა სტილის ინტერიერსაც უხდება. ლოფტი, მინიმალიზმი, სკანდინავიური. ბინა უფრო ღრმა და საინტერესო გამოჩნდება, თუ შავ ფერს შემატებთ.

იდეა 8: ვიზუალური ხმაური მოიშორეთ

ზოგჯერ ბინა არაკომფორტული ცუდი რემონტის, ცუდად შერჩეული ავეჯის ან წარუმატებელი ფერების გამო არაა. მიზეზი შეიძლება ვიზუალურ ხმაურში იყოს. ოთახებს ყურადღებით გადახედეთ და იპოვეთ ადგილი, რომელიც პატარა დეტალებით ყველაზე მეტად გადატვირთულია. ხშირად ესაა ჟურნალის მაგიდა, ჩამოსაკიდი თარო, სტელაჟი. დიზაინერები გირჩევენ, რომ ხილულ ადგილას მხოლოდ მინიმუმი დეტალი შეინახოთ და მხოლოდ ის, რომელიც ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს. სხვა დანარჩენი ყუთებში ან კარადაში შეინახეთ. წიგნების, დეკორატიული ლარნაკის, გამხმარი ყვავილების თაიგულის, პატარა პოსტერების და ლამაზი ზარდახშის გამოყენებით წარმატებული კომპოზიციები შექმენით. კარგი მაგალითები ინტერიერის ბლოგებში შეგიძლიათ ნახოთ, შემდეგ ნანახი რეალურ ცხოვრებაში განახორციელოთ.

იდეა 9: არომატები შემატეთ

ერთ–ერთი უმარტივესი და იაფი ვარიანტია. რამდენიმე ლარად ოთახს შემატებთ სასიამოვნო არომატს: დამამშვიდებელი ან გამამხნევებელი, ნაზი ან მძაფრი, ყვავილების ან ხილის. ასე ინტერიერი საუკეთესოდ შეიცვლება, განწყობას აიმაღლებთ და პროდუქტიულობას გაზრდით. მაგალითად, ლავანდა უძილობას ებრძვის, წიწვოვანი სუნი ამშვიდებს და ბუნებასთან გვაახლოებს, ციტრუსის კომპოზიცია ბინას უფრო მხიარულს და ფართოს ხდის.