სასარგებლო რჩევები ზარმაცებისთვის ტროტუარის ფილების სწრაფად და მარტივად დასაგებად

როგორ დავაგოთ სწორად ტროტუარის ფილები სახლში? ერთი შეხედვით, შრომატევადი და საჩოთირო საქმეა. ამაში სიმართლის მარცვალი არის, რადგან ფილებს ერთ დღეში ვერ დააგებთ. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ნაკვეთის მფლობელი ფილების დასაგებად მომზადებული არაა. Novate გიამბობთ, როგორ დაგეგმოთ პროცესი გონივრულად მხოლოდ საკუთარი ძალებით.

როგორ დავაგოთ ტროტუარის ფილები

თავდაპირველად, აირჩიეთ ადგილი, სადაც მომავალ ბილიკს დააგებთ. ფილებზე შესაძლო დატვირთვა გაითვალისწინეთ. დიდი განსხვავებაა, როცა გზაზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეები დადიან ან ყოველდღე ავტომობილი გრიალებს. ამ შემთხვევაში ხსნარი, რომელზეც ფილებს აგებთ, უნდა გააძლიეროთ, რომ დიდხანს და საიმედოდ გემსახუროთ.

გარდა ამისა, მომავალი ბილიკის ფორმა და მშენებლობისთვის გამოყოფილი დრო უნდა გაითვალისწინოთ. ტროტუარის ფილებიდან ძალიან ლამაზი და რთული გამოსახულებები შეგიძლიათ გააკეთოთ. ამას მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. თუ თავის შეწუხება არ გსურთ, მართკუთხა ფორმის ფილები აირჩიეთ. გზის ზომები ისე შეარჩიეთ, რომ ფილების დაჭრა არ მოგიწიოთ.

სასარგებლო რჩევები

სანამ სამშენებლო მაღაზიაში წახვალთ, იმ ადამიანებთან, რომლებმაც ფილები უკვე დააგეს, კონსულტანცია გაიარეთ ან პროფესიონალ მშენებლებს რჩევა ჰკითხეთ. ისინი გასწავლიან, როგორ დაგეგმოთ პროცესი. თუ ბილიკი დიდი არაა, ფილების საჭირო რაოდენობა თავად შეგიძლიათ გამოთვალოთ.

მომავალი ბილიკის ან მოედნის სამშენებლო გეგმა დახაზეთ, რომ უკეთ აღიქვათ, რა და როგორ იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თავად გზის გარდა, ბორტიც უნდა გააკეთოთ. ის ფილის დონეზე ან ოდნავ აწეული შეიძლება იყოს. საჭირო სამშენებლო მასალების შეკვეთის შემდეგ მიწის ზედა ფენა აიღეთ. როგორც წესი, 30-40 სმ უნდა აიღოთ.

სარეველებთან ბრძოლა

ბევრი გულუბრყვილო მფლობელის შეცდომა არ გაიმეოროთ. ისინი მოგვიანებით სარეველებთან ბრძოლაში დიდ დროს ხარჯავენ. გირჩევთ, რომ სამშენებლო ხსნარს ჰერბიციდის ფხვნილი დაუმატოთ. ასე გარანტიას მიიღებთ, რომ მომავალში სარეველები არ შეგაწუხებთ. უფრო გამძლე კონსტრუქციის მისაღებად ხშირად გეოტექსტილს აფენენ. ის სარეველებისთვის დამატებითი დაბრკოლება გახდება.

ქვიშა საჭიროა თუ არა?

არსებობს მოსაზრება, რომ ბაღში საფეხმავლო ბილიკისთვის ქვიშის ბალიში საკმარისია და მასზე ფილა კარგად დამაგრდება. ხოლო ავტოფარეხისკენ მიმავალი გზისთვის, ასევე ეზოში, სადაც მანქანები მუდმივად მოძრაობს, ღორღის გამოყენება უმჯობესია. უფრო მეტიც, ღორღის ფენა მიწისქვეშა წყლების მაღალის დონის ტერიტორიაზე კარგი დრენაჟი გახდება.

რა თქმა უნდა, თითოეული მფლობელი თავად წყვეტს. ქვიშის ფენა ყოველთვის მომგებიანი გამოსავალი არაა. ქვიშაზე დაგებული ფილები დეფორმაციას განიცდის და ბილიკის სტრუქტურა შეიძლება დაარღვიოს. ღორღის შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდება. მით უფრო, იქ, სადაც გეოტექსტილის ფენა დაგებულია. ყველაფერი ერთად მონოლითურ კონსტრუქციას ქმნის.

როგორ დავაგოთ ტროტუარის ფილები საკუთარი ხელით

ფილები თქვენგან უნდა დააგოთ, რომ სუფთა ზედაპირზე ფეხი აღარ დაადგათ. თითოეული ელემენტი რეზინის ჩაქუჩით ფრთხილად ჩაჭედეთ. ასე ბილიკი ლამაზი და თანაბარი გამოვა. ეს მომენტი სამშენებლო დონით აკონტროლეთ. ჯერ ფილების ძირითადი ნაწილი დააგეთ, შემდეგ გაჭერით და რთული ელემენტები დააგეთ. ფილები კუთხესახეხი მანქანით შეგიძლიათ დაანაწევროთ.

ტროტუარის ფილების დაგების შემდეგ სამშენებლო ნაგავი და მტვერი მოაშორეთ. ბილიკი სუსტი წყლის ჭავლით მორწყეთ და გაშრობა აცადეთ. როგორც კი გაშრება, ნაპრალები ამოავსეთ მშრალი მასალით, რომელზეც ფილები დააგეთ. კვლავ მორწყეთ. მოქმედება გაიმეორეთ, სანამ ნაპრალები ისე არ ამოივსება, როგორც საჭიროა.