5 ფაქტი ალმასის შესახებ, რომელიც ყველაზე სასურველი და ძნელად მოსაპოვებელი ძვირფასი ქვაა

ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა ძვირფასი ქვები, რომლებიც ლამაზი იყო და განძს მიეკუთვნებოდა. ამ მხრივ, ალმასი არა თუ გამონაკლისი არაა, არამედ პირიქით, სათავეშია. ამ ქვის მოყვარულებმაც მათი გატაცების საგნის შესახებ ყველაფერი არ იციან. Novate გიზიარებთ 5 ფაქტს ალმასის შესახებ.

1. ალმასის ფორმირებისა და მისი დაწვის უნარის შესახებ

ალმასის ფორმირების პროცესი ნამდვილად საინტერესოა. ის დედამიწის მანტიაში რამდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეში უზარმაზარი წნევისა და ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში წარმოიქმნება. დედამიწის ქერქის ქვეშ თავისუფალ ჟანგბადზე წვდომა არაა, ამიტომ ალმასი იქ თავდაპირველი სახით რჩება და არ იწვის. თუ ამ ტემპერატურას ღია ცის ქვეშ შექმნით, მაშინ როგორც ქიმიური შემადგენლობით ნახშირბადი, ალმასი შეიძლება ცეცხლში დაიწვას.

2. ცისფერი ალმასის შესახებ

საყოველთაოდ მიღებული ფაქტია, რომ იუველირები და მყიდველები ცისფერ ალმასს განსაკუთრებით აფასებენ. ცისფერი ალმასი უჩვეულო შეფერილობით და ზედმეტი იშვიათობით გამოირჩევა. ამ ტიპის ძვირფას ქვაზე ალმასის მსოფლიო წარმოების მხოლოდ 0,02% მოდის. საინტერესოა, რომ ცისფერი ალმასი ჩვეულებრივისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, უბრალოდ ბორის მინარევებით შეღებილია. ამით მისი იშვიათობა აიხსნება: ბორი უფრო მსუბუქია, ვიდრე ნახშირბადია, ამიტომ დიდ სიღრმეში მისი არსებობა თითქმის ნაკლებად სავარაუდოა. მოკლედ, ეს ხელს არ უშლის ცისფერ ქვას, რომ რეკორდულ სიღრმეზე, დაახლოებით 600-700 კილომეტრს წარმოიქმნას.

3. ჩანაწინწკლები ალმასში

ალმასის კრისტალიზაციის პროცესი ზოგჯერ ქვაში ჩანაწინწკლების გაჩენით სრულდება. იუველირები ასეთ ალმასს გვერდს უვლიან, მაგრამ გეოლოგებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ძვირფას ქვაში კრისტალური გისოსი ცნობილია თავისი გამძლეობით, ანუ შეუძლია შეინარჩუნოს მინერალები, რომლებიც წარმოქმნისას გარს შემოხვეული ჰქონდა, იმავე წნევით, როგორც ფორმირების დროს იყოს. ასე ბევრი რამის გაგება შეუძლიათ სუპერ სიღრმეში ცალკეული მინერალების ქცევის შესახებ.

4. კიმბერლიტი

ალმასის მოპოვება ზედაპირზე არასუფთა სახით ამოტანას გულისხმობს, ხშირად კიმბერლიტთან ერთად – ეს ძველი მაგმაა, რომელიც ოდესღაც ზემოთ აიჭრა. ეს კიმბერლიტის მილის ფორმირების შედეგად ხდება. ვიწრო ყელია, რომელიც ზემოთ ფართოვდება. ალმასის მოპოვების ეს მეთოდი წინა საუკუნეში სამხრეთ აფრიკის ქალაქ კიმბერლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომელმაც მასალასაც და მილსაც სახელი მისცა.

5. ალმასის მოპოვების ადრეული ისტორიის შესახებ

კიმბერლიტის მილი შედარებით ახლახანს აღმოაჩინეს, მანამდე ალმასს მიწისზედა ქვიშრობში მოიპოვებდნენ, ძირითადად, მდინარის ქვიშრობში. გეოლოგების თქმით, მათი წარმოქმნა კიმბერლიტის ვულკანების ეროზიის მოვლენას უკავშირდება, რომელიც ახლა არ არსებობს, ხოლო ოდესღაც მათი არსებობის გამო ეს მილები დარჩა. თავისთავად, მაშინ ალმასის მოპოვება თანამედროვე ინდუსტრიულ მასშტაბებში პრინციპში შეუძლებელი იყო, თან ქვიშრობი, რომელსაც მსგავსი მოცულობა ჰქონდა, მსოფლიოში ცოტა იყო და სწრაფად იწურებოდა: მაგალითად, ბრაზილიური მე-18 საუკუნის ბოლოს თითქმის მთლიანად გამოიფიტა, ხოლო ინდური – კიდევ უფრო ადრე. აი, სამხრეთ აფრიკული ქვიშრობი მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს და სწორედ მაშინ, კიმბერლთან ახლოს პირველი მილები აღმოაჩინეს.