მემკვიდრეობის და თანამედროვეობის შერწყმა: ჩინეთში გაიხსნა ეკლესია, რომელიც ნისლში „იშლება“

ჩინეთში, პროვინცია შანდუნში გამოჩნდა საოცრად ლამაზი ეკლესია, რომელსაც საერთაშორისო დიზაინერების ჯგუფი „მემკვიდრეობის და თანამედროვეობის შერწყმას“ უწოდებს. ერთი შეხედვით მარტივი ფორმები, ნახევრად გამჭვირვალე კედლები და რაიმე დეკორის უქონლობა, ტბა საკულტო ობიექტს უფრო ნისლში გახვეულ მირაჟად აქცევს, სადაც თითოეული ვიზიტორი თავად განსაზღვრავს, რისთვის მოვიდა.

საერთაშორისო არქიტექტურულმა ფირმამ Büro Ziyu Zhuang დაასრულა ქვის ეკლესიის მშენებლობა საკურორტო ქალაქ ცინდაოს მოედანზე, რომელიც ჩინეთის პროვინციაში, შანდუნში მდებარეობს. საკულტო ობიექტის მშენებლობის ინიციატორი კომპანია ტიანძინი იყო. ეს არის ამბიციური პროექტის Aduo Town ნაწილია, რომელიც სამთო ტურიზმის, კერძოდ ქალაქ ცინდაოში მდებარე კურორტის Zangma განვითარებისკენ მიმართულია. დეველოპერებს უნდა შეექმნათ ახალი შენობა, რომლის გარეგნობა რელიგიურ კუთვნილებას არ გამოავლენდა, არამედ ეფექტური საერო ობიექტის მსგავსი იქნებოდა, თან თანამედროვე ადამიანში განსაკუთრებულ მოწიწებას გამოიწვევდა. თავად პროექტის ავტორებს სურდათ ისეთი შენობის აშენება, რომელშიც წარსულის და აწმყოს ტრადიციების შერწყმა, ასევე მომავლისკენ სწრაფვა გამოიკვეთებოდა.

რთული ამოცანის გადასაჭრელად კომპანიის Büro Ziyu Zhuang დიზაინერების ჯგუფმა ჯერ წარსულის საუკეთესო ნამუშევრები შეისწავლეს, რომ შეექმნათ განსაკუთრებული ფორმა, რომელიც თანამედროვე საეკლესიო შენობის ხატი გახდებოდა, გამოეხმაურებოდა ტრადიციულ წარმოდგენებს, როგორი უნდა იყოს ეკლესია. საფუძვლად ევროპული ბაზილიკის, უფრო სწორად, პროტესტანტული ტაძრის დიზაინი აიღეს, რომლისთვისაც უცხოა მორთულობა და დეკორის სიუხვე, რომლებიც საეკლესიო არქიტექტურაში ხშირად გვხვდება. მონუმენტურობისა და სიდიადის შექმნის მცდელობისას დიზაინში გამოიყენეს საკულტო შენობების ელემენტები, როგორიცაა სამრეკლო ცაში აღმართული წვერით, ფანჯარა–ვარდი, მაღალი საფეხურები და თაღოვანი მრავალსაფეხურიანი კარი. ყველა ეს დეტალი უფრო აბსტრაქციულად წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ: წარსულში საეკლესიო არქიტექტურის განვითარება, რომლის დანიშნულება „ღვთიურ საწყისთან“ კავშირი იყო, ეფუძნებოდა სტილიზაციას და შთამბეჭდავ დეკორს, რომელიც „ღვთის ტაძრის“ სიდიადეს აჩვენებდა, უბრალო ხალხზე უპირატესობას განზრახ ხაზს უსვამდა. უდავოდ, თითოეულ რელიგიურ ობიექტში დიზაინის საფუძველი იყო საუკუნოვანი ტრადიციები, მაგრამ თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ დამატებებს და გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც ადასტურებს, რომ საეკლესიო მშენებლობაშიც თითოეული ეპოქის საკულტო სული და მოდური მიმართულება აისახება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ეკლესიები ჯვარედინა კონსტრუქციებით, კამარები და შპილები, რომელთა გარეგნობა არაერთხელ შეიცვალა. ისინი წინა სტრუქტურებისგან დეტალებით და გაფორმებით გამოირჩევიან. მოდერნისტული ტენდენციის წყალობით (მე-20 საუკუნის დასაწყისი) ეკლესიებში გამოჩნდა ნიშნები, რომლებიც თანამედროვე საკულტო შენობებში შეგვიძლია დავინახოთ. ისინი მომავლის არქიტექტურის მაგალითები სულ უფრო ხშირად ხდებიან. ახალი ეკლესია ჩინეთში ნათელი მაგალითია, რომ ტაძრების მშენებლობის ახალი ეპოქა უკვე დაიწყო.

ვინაიდან ახალი ობიექტის ასაშენებლად გამოყოფილი ნაკვეთი მდებარეობს მცირე ბორცვზე, რომელიც მთებში გადადის, დეველოპერებს სივრცე სწორად უნდა გაენაწილებინათ. არქიტექტორებმა გამოიყენეს საფეხურიანი ცოკოლი, რომელიც რენესანსის დროს მოდაში შემოვიდა და ტრადიციული საეკლესიო არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია. შენობისა და მის წინ მდებარე მოედანს შორის სიმაღლის სხვაობის კომპენსირებით ძლიერი ვიზუალური საფუძველი შექმნეს, რომელიც ღვთაბრივ საწყისს და ზეცასთან კავშირს აძლიერებს. ეკლესიის The Chamber Church გარშემო სივრცეც საინტერესოდ მოაწყვეს. მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს ხელოვნური ტბა შექმნეს, რომელიც ობიექტის უკანა მხარეს ეკვრის. ასე საოცარი ვიზუალური ეფექტი იქმნება, ხოლო შიდა სივრცე დამატებითი სინათლით და ფანჯრიდან ლამაზი ხედით ივსება. წყალი მაქსიმალური კონფიდენციალობის შექმნას ხელს უწყობს (ფანჯარაში შეხედვა შეუძლებელია).

თავად შენობა The Chamber Church არანაკლებ შთამბეჭდავია. თეთრი ფერის და ნახევრად გამჭვირვალე კედლების დახმარებით მარტივი ფორმები, ხელოვნური ტბის ანარეკლები, ქმნის საოცარ ობიექტს, რომელიც ღვთიურობის, სიღრმის და სხვა სამყაროს ასოციაციებს იწვევს. პროექტის ავტორებმა ლაკონურობა და ასკეტიზმი შეინარჩუნეს, რადგან ფასადი, ინტერიერი გაფორმებული, მოოქროვილი, ძეგლებით, ვიტრაჟებით და მოზაიკით გაფორმებული არაა. ამის მიუხედავად, სივრცეს უსახოს ან პირქუშს ვერ ვუწოდებთ.

ნისლში გახვეული ეფექტის შესაქმნელად რამდენიმე სახის მასალა გამოიყენეს. საფუძვლად აიღეს პორტალ–თაღოვანი კონსტრუქცია, რომლის 60 სეგმენტი თეთრი მინაბოჭკოვანი თაბაშირისგან (GRG) ჩამოასხეს. იმის მიუხედავად, რომ კედლის სისქე მხოლოდ 5 სმ–ია, ინოვაციურ მასალას მაღალი ტექნიკური/საექპლუატაციო მახასიათებლები აქვს და დამატებითი მოპირკეთება არ სჭირდება, თან დახვეწილ ელემენტებს ქმნის (დეკორის პატარა დეტალამდე). თეთრ თაღებს შორის დისტანცია მხოლოდ 40 სმ–ია, რომლის თავზეც თითქმის უხილავი ორმაგი მინის გარსი შექმნეს, რომ ეთერული სტრუქტურა მარტივად შეექმნათ. მირაჟის შექმნას ხელს უწყობს ხელოვნური ტბის წყლის ზედაპირი, რომელიც ეკლესიას სამი მხრიდან ეკვრის, ხეები, რომლებიც შუა ტბაში მდებარე კუნძულებზეა დარგული, და საღამოს განათება.

აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავ მთავარ შესასვლელთან ერთად, რომელიც შენობისკენ მიმავალი კასკადური თაღოვანი დერეფნის მიღმა დამალულია (რაღაც აფსიდის საპირისპირო), შეგიძლიათ იხილოთ ეფექტური დარბაზი და სკულპტურული კიბე, რომელიც ცოკოლის სართულზე მიდის. აქ მოწყობილია დამხმარე ოთახები, ტუალეტები, ვიწრო წრეში ღონისძიების მოსაწყობი ოთახი და VIP დარბაზები.

რაც შეეხება ეკლესიის ინტერიერს, დიზაინერებმა მიმართეს პრიმიტიულ წყაროებს, როგორიცაა გამოქვაბული, რომელიც ძველი ხალხის თავშესაფარი იყო. ეს ფორმა ადამიანში უსაფრთხოებას იწვევს, თან დედის საშოსთან ასოცირდება. მყუდრო გარემოს შექმნა მთავარი დარბაზის შექმნის საფუძველი გახდა. მთავარ დარბაზში შეგიძლიათ ილოცოთ, ქადაგებას მოუსმინოთ ან სივრცე საქორწილოდ გამოიყენოთ. ინტერიერის დიზაინი ფასადის თეთრ ფერს ეხმიანება, მაგრამ გარე ფორმის მკაცრ გეომეტრიას დაშორებულია. მისი სივრცე შეუფერხებლად გადადის პირობით საკურთხეველისა და პოდიუმისკენ, რომელიც პანორამულთან მდებარეობს.

ერთადერთი კონტრასტი, რომელიც სისუფთავის და სიწმინდის გამომწვევ მონოქრომულ თეთრ ფერს აზავებს, არის ღია ხისგან დამზადებული დახლები. არანაირი ხატი, კედლის მოხატვა, პომპეზური სტუკო და სკულპტურა მთავარ დარბაზში არაა და მაინც მასში დაუვიწყარი ატმოსფერო სუფევს. ამას ხელს უწყობს თაღოვანი კონსტრუქციები ორფენიანი შემინვით და ალუმინის წიბოთი, რომელიც მზის სინათლეს ატარებს. ცენტრალური სივრცის თაღოვანი გამოქვაბული, სადაც მთელი დღე სინათლე და ჩრდილი თამაშობს, მისი დახმარებით არქიტექტორებმა უფლის და მაღალი ძალების არსებობის შეგრძნების შექმნა სცადეს.

„ვთვლით, რომ არქიტექტურა სივრცის და შინაარსის მატარებელია, რომელსაც წარსულთან მუდმივი კავშირი აქვს, თან აწმყოსა და მომავლისგან განუყოფელია. ჩვენი დიზაინი ცდილობს სივრცის სიმბოლური ფუნქციური განსაზღვრების საზღვრებს გასცდეს, ქმნის დასასვენებელ ადგილს თითოეული ადამიანისთვის გასაგები სიმბოლოებით და ელემენტებით, რომელიც სივრცეს მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მიზნებით ავსებს“ – ამბობენ პროექტის ავტორები.