მითი და სიმართლე მაღალი კვლების შესახებ

კვლები–ყუთები: ყველას სჭირდება? მოდა მეჯლისს არა მხოლოდ ტანსაცმელსა და მობილურ გაჯეტებში მართავს. მებაღეებსაც საკუთარი მოდა აქვთ: მოდური ჯიშები, ყვავილები, კომპოსტერები, შლანგები, ურიკები და კვლებიც. კარგი იდეა ხშირად მცდარი მოსაზრების და ჭორის ზრდას იწვევს. რთულია იმის გარკვევა, სად არის სიმართლე და სად მონაგონი.

Novate მაღალი კვლების–ყუთების შესახებ გიამბობთ. ეს ბოსტანის პოდიუმების მწვერვალია, ლამაზი ფოტოები სოციალურ ქსელებში, მაგრამ სტატიის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, ღირს თუ არა ასეთ კვლებში ძალა, დრო და ფული დახარჯოთ.

მაღალი კვლები ბოსტანში ძალიან მოსახერხებელია

თვალსაჩინოთი დავიწყოთ. იატაკზე დაჯექით და წვნიანის ჭამა სცადეთ, შემდეგ მაგიდაზე გადაჯექით და განსხვავებას იგრძნობთ. 40 სმ სიმაღლის ყუთის გამოყენება ბოსტანში საქმიანობას ამარტივებს და ზურგისთვის სასიამოვნოა.

რაც შეეხება სარეველებს: თუ ყუთში რამდენიმე თესლს თავად არ მოათავსებთ, სარეველები არ გაიზრდება. თხუნელაც არ შეგაწუხებთ. კვლებიც ერთგვარი ორგანული თხრილი შეიძლება იყოს. ასეთ თხრილში მარწყვი და კარტოფილიც იზრდება და „გიჯურად“ ნაყოფიერობს.

ცივ რეგიონებში მცხოვრებმა გამოცდილმა მებოსტნეებმა ასეთი კვლების ღირსება დიდი ხანია შეამჩნიეს. მასში მიწა სწრაფად თბება. ეს სეზონზე რამდენიმე მოსავლის აღების შესაძლებლობას იძლევა. დაგვეთანხმეთ, მომგებიანი საქმეა!

კვლებს შეიძლება გვერდები ჰქონდეს. ამ შემთხვევაში კვალ–ყუთს უწოდებენ. ასეთ კვლებს შორის ბილიკებზე ტროტუარის ფილები შეგიძლიათ დააგოთ. ასე ნამდვილად ლამაზად გამოიყურება. მთავარია, რომ თავად კვლების კედლებმა საერთო დიზაინი არ გააფუჭოს.

მოდით, კედლებზე ან გვერდებზე შევჩერდეთ. აქ, ხის დაფები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ხელმისაწვდომი და სამუშაოდ მოსახერხებელი მასალაა. ყუთსაც მარტივად ააწყობთ. მკითხველები, რომელთაც მსგავსი კვლები აქვთ, ღრმად ამოიხვნეშებენ და აი, რატომ.

ხე, როგორც მასალა მაღალი კვლების გვერდებისთვის, ყველაზე ხანმოკლეა

ხის დაფის საშუალო მომსახურების ვადა 2-3 წელია. 5 წელი გაძლებს, თუ სპეციალური ნარევით, საღებავით და ლაქით დაფარულია. წყალი, მიწა და მიკროორგანიზმები თავის საქმეს აკეთებს და ხე ლაქსაღებავთან ერთად მათი გავლენით იშლება.

მაღალი ტენიანობის გამო დაფაზე ყოველგვარი სოკო და ხავსი შეიძლება გაიზარდოს. ესთეტიურად არ გამოიყურება. სწორედ ამიტომ, მაღალ კვლებზე ხის კედლების გაკეთებას არ გირჩევთ. სხვა მასალაზე, მაგალითად, პლასტმასსა ან შიფერზე დაფიქრდით.

ბევრი ადამიანი დაწერს შემაშფოთებელ კომენტარებს შიფერში აზბესტის შესახებ. თითქოს ეს ძალიან მავნე და სახიფათოა! გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზიანის და ჯანმრთელობის შესახებ ამბების უკან ელემენტარული უვიცობა, ცრურწმენა ან ბლოგერების მიერ აჟიოტაჟის მოწყობის სურვილი დგას. პირველ რიგში, აზბესტის მრავალი სახეობა არსებობს. მეორეც, როტერდამის კონვენციის თანახმად, ქრიზოლითის აზბესტი, რომელიც მრეწველობასა და წარმოებაში გამოიყენება, ტოქსიკური არაა და აკრძალვას არ ექვემდებარება. ძველი შიფერიც, რომლითაც თქვენი სააგარაკო სახლი დაფარული იყო, საფრთხეს არ წარმოადგენს.

სინამდვილეში, ჯანმრთელობისთვის საზიანოა მტვერი, თან არა აზბესტის, არამედ ნებისმიერი. ასე რომ ნიღაბი გამოიყენეთ, ბაღსა და ბოსტანში აგროქიმიური საშუალებების გამოყენებას მოერიდეთ.

ბაზარზე მაღალი კვლებისთვის მზა პლასტმასის ნაკრები იყიდება. კონსტრუქცია საკმაოდ სწრაფად და მარტივად იწყობა. კვალი–ყუთი ლურსმნის და ჩაქუჩის გარეშეც შეგიძლიათ ააწყოთ. მართალია, იაფი სიამოვნება არაა. სად დავდოთ ყუთი მომავალი კვლებისთვის?

კვალი–ყუთი ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დადოთ. მთავარია, რომ ბოსტნეულის გასაზრდელად საკმარისად განათებული იყოს.

ყამირი ან მობეზრებული გაზონი სწრაფად და ადვილად შეგიძლიათ აითვისოთ

მაშინაც კი, თუ კვლების ქვეშ ადგილი სარეველებით ან მკვრივი მიწით დაფარულია, მნიშვნელობა არ აქვს. თუ ნაკვეთი ფერდობზეა, მაშინ ყუთი შესანიშნავი იდეაა, რადგან ბაღის უპრობლემოდ გაშენების საშუალებას მოგცემთ. თუ ნაკვეთზე ცუდი მიწა გაქვთ, კვალი–ყუთი პრობლემას მოაგვარებს.

კვლებს შორის საზღვრები მონიშნეთ

გირჩევთ, ყუთი ისე განიერი გააკეთოთ, რომ კიდიდან კიდემდე ადვილად მიწვდეთ. 60 სმ, 80 სმ, მაქსიმუმ 1 მეტრი – უფრო განიერი რეკომენდებული არაა.

ნებისმიერი სიგრძის შეიძლება იყოს. სიმაღლე პირად სურვილზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ყველაზე მოსახერხებელი სიმაღლეა ზუსტად ისეთი, როგორც სამზარეულოს მაგიდას აქვს. ჩვეულებრივ, 60 სმ. დაფიქრდით: რაც უფრო მაღალია ყუთი, მით უფრო მეტი ორგანული მასალა და მიწა დასჭირდება შესავსებად.

ბალახი სჯობს მიწამდე მოჭრათ. მაღალი კვლების ფენოვანი პეროგი ააწყვეთ. ძირში ბადე მოათავსეთ. ასე თქვენს მთავარ თანაშემწეებს, ჭიებს, და თავად კვლებს თხუნელებისგან დაიცავთ.

თუ ყუთის სიმაღლე 10-20 სმ–ია, ბადეზე მუყაოს დადება კარგი იქნება. სანამ თქვენ მიერ მოჭრილი სარეველები ფესვებთან ჩაიხარშება, მუყაო მათგან ყველაზე ჯიუტებს გაღვივების საშუალებას არ მისცემს.

მაღალი კვლები თითქმის რეაქტორია და საწვავი სჭირდება

მუყაოზე ბევრი ორგანული მასალა უნდა დაყაროთ. გამოგადგებათ მოჭრილი ტოტები, თივა, ჩალა, აყვავებული ყვავილები, პომიდვრის და წიწაკის ფოჩები, თუ მცენარეს დაავადებები არ აწუხებდა.

არ დაგავიწყდეთ ბოკაშის მოყრა ან ემოჩკით ან ბაიკალით მორწყვა, რომ ორგანული მასალა სწრაფად დაიშალოს. ნებისმიერ შემთხვევაში წყლით მორწყვა აუცილებელია.

ზედა ფენა მიწაა. მინიმუმ 20 სმ უნდა იყოს. კარგი მიწა შეგიძლიათ იყიდოთ, მდელოზე ან ტყეში ამოთხაროთ, ასევე სარდაფის გათხრის შემდეგ დარჩენილი მიწაც გამოგადგებათ. მხოლოდ ყველაზე ზედა, ნაყოფიერი მიწა გამოიყენეთ.

მიწის დაყრის შემდეგ ბაიკალის, ოქსიზინის, კომპლეზიმის ან ტრიქოდერმინის ხსნარით ან უბრალოდ წყლით მორწყეთ.

თუ ყუთს გაზაფხულზე ან ზაფხულის ბოლოს აკეთებთ, მდოგვი, შვრია ან ფაცელია დათესეთ. სიდერატები ყუთის ნიადაგში სწორ სტრუქტურას ჩამოაყალიბებს. ასე თქვენი წიწაკა ან მარწყვი ახალ კვლებში კარგად გაიზრდება.

უკვე გავარკვიეთ, როგორ მოვაწყოთ მაღალი კვლები. ახლა გავიგოთ, ვის სჭირდება ასეთი კვლები და ვინ არ უნდა შეიწუხოს თავი.

ფრთხილად, მაღალი კვლები ზოგიერთი ბოსტნისთვის კატეგორიულად შეუფერებელია

მაგალითად, სამხრეთ რეგიონებში ასეთი კვლები მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სიამოვნებას. მასში მიწა სწრაფად შრება, განსაკუთრებით კედელთან ახლოს. ასეთი კვლის სითბოს ეფექტი თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არაა. აქ ხომ გაზაფხული ადრე იწყება, ვიდრე ჩრდილოეთ განედებში, ხოლო ზაფხული დიდხანს გრძელდება.

მიწის მაღალი ტემპერატურის გამო ხახვი და ნიორი შეიძლება ამოიწვეროს, კამა და სალათი სწრაფად აყვავილდეს. ყველა მწვანილს მაღალ ტემპერატურაზე ზრდა არ უყვარს.

ჩრდილოეთ რეგიონებისთვის მაღალი კვლები შესაფერისია! ასე ყუთში მიწა სწრაფად თბება და სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. ეს მოკლე და არც თუ ისე მეგობრულ ზაფხულს ანაზღაურებს. მაღალი კვლები სათბურად მარტივად შეგიძლიათ გადააკეთოთ. ეს ძალიან მოსახერხებელია!

მაღალ კვლებზე უნდა დაფიქრდეთ, თუ გრუნტის წყალი მიწასთან ძალიან ახლოსაა. ასეთი მიწა ხშირად ხავსით იფასება. მაღალი კვლებით პრობლემას მარტივად მოაგვარებთ და ზედმეტი წყლის ასარიდებლად რთული და ძვირადღირებული სისტემა არ დაგჭირდებათ.

ხშირი წვიმებით დატბორვა, მომაბეზრებელი თხუნელა და მტკივნეული ზურგი. აი, მაჩვენებლები, რომ ცხოვრების გასაუმჯობესებლად მაღალი კვლები გამოიყენოთ.

თუ ვერსალის სასახლის დათვალიერების ან სოციალურ ქსელში ახალ აწყობილი მაღალი კვლების ფოტოების ნახვის შემდეგ, მსგავსის გაკეთების სურვილი გაგიჩნდათ, ჯერ მხოლოდ ერთი გააკეთეთ. პატარა, რაიმე მრგვალი ან სამკუთხა ფორმის ყუთი, კლუმბის სახით. ნახეთ, რამდენ დროს და ძალას წაგართმევთ მისი შექმნა. დააკვირდით, როგორ იგრძნობს მცენარე თავს მთელი სეზონი ან 2 სეზონის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ფულის და ძალისხმევის ჩადება, რომ მთელი ნაკვეთი ასეთი კვლებით დაფაროთ.