ჩემი კიტრი არ ავადდება და კარგ მოსავალს იძლევა. გიზიარებთ ცოდნას

Novate გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, როგორ გაზარდოთ კიტრი ღია გრუნტზე და სათბურში. გიამბობთ, როგორ მიიღოთ კალათა კიტრი თითქმის ყოველდღე მხოლოდ 6-7 მცენარიდან. გასწავლით, როგორ დაიცვათ მცენარე დაავადებებისგან.

დარგვის სიმჭიდროვე

მცენარეებს შორის მინიმუმ 50 სმ დისტანცია უნდა იყოს (ინტერნეტში 35-45 სმ დისტანციაზე დარგვას გვთავაზობენ).

თუ ამ წესს არ დაიცავთ, კიტრი ნაცროვანი სოკოთი, ფესვების ლპობით დაავადდება, ერთმანეთს დარჩდილავს და კონკურენციას გაუწევს, კვლების განიავება გართულდება.

ბიოფუნგიციდების გამოყენება

მცენარეები დაავადებებისგან რომ დაიცვათ, ბიოპრეპარატები გამოიყენეთ. მაგალითად, გლიოკლადინი აბების სახით და ტრიქოცინი ფხვნილის სახით სასარგებლო სოკო ტრიქოდერმას ბაზაზე. პროფილაქტიკა ნერგის პერიოდიდან იწყება. ერთ ზრდასრულ კიტრის ბუჩქს 3-4 აბი გლიოკლადინი 2 სმ სიღრმეში დაუმატეთ. 10-14 დღეში ერთხელ გამოიყენეთ. ნერგის ქვეშ 1-2 აბის დამატება საკმარისია.

კიტრზე ქიმიური საშუალებების გამოყენებას არ გირჩევთ. გლიოკლადინი სხვა მცენარეებისთვისაც კარგია, მაგალითად, ყვავილების ნერგებისთვის. თუ ტრიქოცინს იყენებთ, 1 პაკეტი ფხვნილი 10 ლ წყალში გააზავეთ და მცენარე ფესვებთან მორწყეთ. ბიოპრეპარატების გამოყენების შემდეგ მიწა მულჩით დაფარეთ, რომ ტენიანობა შეინარჩუნოთ და სოკო ტრიქოდერმამ თავისი დამცავი ფუნქციები უკეთ შეასრულოს. მთელი კვალი შეგიძლიათ მულჩით დაფაროთ ან მხოლოდ მცენარის გარშემო წრე, თუ მოჭრილი ბალახი, თივა ან ჩალა არ გყოფნით.

სანამ ბიოპრეპარატს ისევ მიაწვდით, ჯერ მულჩზე მორწყეთ, არ გადაყაროთ. ამის შემდეგ ზემოდან თბილი წყლით მორწყეთ, რომ სოკო ტრიქოდერმა მიწის ღრმა ფენებში მოხვდეს. ასევე გამოგადგებათ ბიოპრეპარატები გამაირი და ალირინ ბ. ისინი ბევრ დაავადებას უმკლავდებიან და პრევენციას ახდენენ. მცენარეზე ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ.