რჩევები ივლისში პომიდვრის გამოსაკვებად, რომ შემოდგომამდე კარგი მოსავალი აიღოთ

ივლისი – დრო, როცა პომიდვრის ზოგიერთი ჯიში დამწიფებას იწყებს და მეაგარაკეები ფიქრობენ, რომ მცენარეს მხოლოდ მორწყვა სჭირდება. ეს დიდი შეცდომაა! Novate გიამბობთ, რომელი სასუქები სჭირდება პომიდორს ამ პერიოდში.

რატომ უგულებელყოფენ მეაგარაკები პომიდვრის გამოკვებას ივლისში მაშინ, როცა ბოსტანსა და საკუთარ შრომას ასეთ პატივს სცემენ? საქმე უპასუხისმგებლობასა და დაღლილობაში არაა. ჩვეულებრივ, პომიდორს ნერგების დარგვისა და ნასკვების ფორმირების პერიოდში კვებავენ. შემდეგ უკვე მრავალწლიანი ჩვევის და ცოდნის უქონლობაშია.ზოგიერთი რჩევის და  სასუქის სწორი პროპორციების ცოდნა კარგი მოსავლის გარანტიას იძლევა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

1. მცენარის მდგომარეობა შეამოწმეთ

მარტივი, მაგრამ ძალიან ღირებული რჩევა. თუ ნაკვეთზე ნაყოფიერი მიწა ხილული დაავადებების გარეშე გაქვთ, მაშინ მაღაზიაში გაქცევა საჭირო არაა, რადგან სადღაც ასე ეწერა ან მეზობელმა გითხრათ. დაიმახსოვრეთ, თუ სასუქს გადააჭარბებთ, უფრო მეტ ზიანს მიიღებთ, ვიდრე სარგებელს.

2. ბუჩქს ფორმა მიეცით

გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში განსაზღვრეთ, როგორი იქნება თქვენი ბუჩქი (რამდენი ღერო ექნება). მწვანილი იზრდება მთელი ზაფხული, შესაძლოა, შემოდგომაზეც, თუ ნიადაგს აზოტის შემცველი საშუალებით გაანაყოფიერებთ. მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი ფოთლები დროულად მოაშოროთ, რომ ნაყოფმა ყველა სასარგებლო ელემენტი მიიღოს. რა თქმა უნდა, „მელოტი“ ბუჩქის გაკეთება არ ღირს, მაგრამ ნამხარის, დიდი და ქვედა ფოთლების მოშორება სწორი გადაწყვეტილებაა!

3. მაღაზიაში ნაყიდი სასუქის შემადგენლობა შეისწავლეთ

სანამ სასუქს შეიძენთ, შემადგენლობა დეტალურად შეისწავლეთ. აზოტი, კალიუმი და ფოსფორი – ძირითადი ნივთიერებები, რომლებიც ქარხნულ სასუქში უნდა შედიოდეს. ყველაფერი ასე მარტივი არაა. მაგალითად, აზოტი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა პომიდორი აქტიურად იზრდება. აზოტი მწვანილს აძლიერებს. როგორც კი, ნაყოფი ფორმირებას დაიწყებს, აზოტის სასუქის გამოყენება დაუშვებელია! სხვა შემთხვევაში, ნაყოფი საჭირო სასარგებლო ნივთიერებას ვერ მიიღებს, რადგან მათ ძლიერი მწვანილი „წაართმევს“.

გამოყენებული სასუქების კონცენტრაცია მწარმოებელზე დამოკიდებულია და კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა შეირჩეს. გამოყენების ინსტრუქციის დეტალურად შესწავლა არ დაგავიწყდეთ. დამწყებ მებოსტნეებს მარტივი სასუქების გამოყენება მოსწონთ: მასში საჭირო ელემენტების სრული ნაკრები არაა, ანუ ჭარბი კვების შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება, მაგრამ პრევენციისთვის საკმარისია. ერთ–ერთი პოპულარული სასუქია კალციუმის ნიტრატი, ნიტროამოფოსი და ამოფოსი.

4. შეიძლება თუ არა ორგანული სასუქის გამოყენება

„ეკო“ ნიშანს ბევრი მცდარი მოსაზრება უკავშირდება. პირველ რიგში, ყველა ეს ნიშანი სიმართლეს არ შეესაბამება და ხშირად მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. მეორეც, თუ პომიდვრის გაზრდაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია: ორგანული სასუქი ნერგებისა და გაზაფხული–შემოდგომის პერიოდში ნიადაგისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ცხვრის და საქონლის ნეხვი შეიცავს ბევრ ნივთიერებას და ელემენტს, რომლებიც მიწას ათბობენ. თუ ნაკელი ბოლომდე დამწიფებული არაა, მაშინ მთელი შრომა შეგიძლიათ გადახაზოთ და დაივიწყოთ მოსავალი, რადგან ფესვების სისტემა დაიწვება. ზაფხულში მაღაზიის საშუალება ნაზი შემადგენლობით ან ბორის მჟავა, ნაცარი და საფუარი გამოიყენეთ. სეზონური კომპლექსური სამუშაო კარგ შედეგს მოგცემთ.

5. როდის გამოვკვებოთ

პომიდორს ბოლო გამოკვება ივლისის პირველ ნახევარში სჭირდება. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მწვანილი გაძლიერებულიყო, ახლა საშუალება ნაყოფისკენ უნდა მიმართოთ. ივლისის „კოქტეილს“ დაუმატეთ: ძროხის ნაკელი, სუპერფოსფატი, სპილენძის სულფატი, კირი, კალიუმის სულფატი, შარდოვანა და, რა თქმა უნდა, წყალი.

მორწყვა არ დაგავიწყდეთ! პომიდორს ყველაზე მეტად წვეთოვანი რეჟიმი მოსწონს, მაგრამ თუ ნაკვეთზე ასეთი სისტემა არ გაქვთ, ზრდასრული მცენარეები კვირაში რამდენჯერმე ფესვებთან მორწყეთ.