სტაფილოს ფოჩის 4 შესაძლებლობა. არ იჩქაროთ მისი გადაყრა

სტაფილო ჩვენს სამზარეულოში პოპულარული პროდუქტია. ადამიანის ორგანიზმზე მისი ძირნაყოფის სარგებლის შესახებ არაერთი რამ დაიწერა და ითქვა. ბოსტნეულის სხვა ნაწილი, მაგალითად, ფოჩი, დაუმსახურებლად დავიწყებულია. ფოჩი ვიტამინებით და სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტებით მდიდარია. თუ ბოსტანს მავნე ნივთიერებებით არ ამუშავებთ, Novate გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სტაფილოს ფოჩი.

როდის მოვიმარაგოთ ვიტამინები, თუ არა ზაფხულში? ყველა სეზონზე სასარგებლო ხილ–ბოსტნეულს მივირთმევთ და მარაგის შევსების იმედი გვაქვს. დღეს სულ უფრო მეტ დიასახლისს ახსენდება ფოჩის (სტაფილო, ჭარხალი) სასარგებლო თვისებები, რომელთაც ჩვენი ბებიები და ბაბუები იყენებდნენ და რამდენიმე ათწლეული დავიწყებული იყო.

1. ჩაი

სტაფილოს ფოჩის ჩაი მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს და იმუნიტეტს აძლიერებს. სასმელი პოპულარული თანამოძმეებისგან (შავი/მწვანე ჩაი) გემოთი და არომატით განსხვავდება. მას მსუბუქი სიმწარე ახასიათებს, რაც ფოჩში შემავალი ალკოლოიდებით გამოწვეულია. ეს ნივთიერება კოფეინზე ნაკლებად ტოქსიკურია. სიმწარეს მარტივად მოიშორებთ, თუ ფოჩს წყალში ჩაალბობთ ან მდუღარე წყალს გადაავლებთ.

ჩაის მომზადების უმარტივესი მეთოდი: რამდენიმე სტაფილოს ფოჩი გარეცხეთ და გააშრეთ. ახლა მწვანილი დააქუცმაცეთ და ჩაიდანში მოხარშეთ. 10 წუთი საკმარისია, რომ ჩაი დააყენოთ. მზადაა. თუ კუჭის პრობლემები გაქვთ, თქვენთვის ასეთი სასმელი უკუნაჩვენებია.

2. კატლეტები და ოლადები

თუ ფარშში გემოსა და სინაზისთვის ქინძის, კამის, ოხრახუშის დამატება გაოცებას არ იწვევს, მაშინ სტაფილოს ფოჩი კატლეტის შემადგენლობაში ნამდვილი აღმოჩენა იქნება. მწვანილი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. მდუღარე წყალი გადაავლეთ, რომ სიმწარე მოაშოროთ. ზედმეტი სითხე გადაწურეთ და მწვანილი ფარშს დაუმატეთ. ახლა ჩვეული ინგრედიენტები დაუმატეთ, კატლეტებს ფორმა მიეცით და შეწვით.

3. წვნიანი

სტაფილოს ფოჩი (ასევე ჭარხლის) მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ცხელ კერძში შედის. საზაფხულო წვნიანი მარტივად მზადდება და დამუშავების სხვადასხვა ვარიანტი აქვს: უბრალო წვნიანი, სქელი წვნიანი, სუპპიურე, სუპპიურე ნაღებით. სტაფილოს ფოჩი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, მდუღარე წყალი გადაავლეთ და ნებისმიერ წვნიანს მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ.

4. პესტო

პესტო არა მხოლოდ რეჰანით და კედრის კაკლის ბირთვით შეგიძლიათ მოამზადოთ. იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტიც მოეწონებათ. 10 სტაფილოს ფოჩი (მდუღარე წყლის გადავლება არ დაგავიწყდეთ), რამდენიმე კბილი ნიორი, 160 მლ ზეითუნის ზეთი, მარილი და 100 გ მზესუმზირის თესლი (კეშიუთი ან ნუშით ჩაანაცვლეთ) შეურიეთ და დაფქვით.

პეროგის, რიზოტოს, ფაფის, პაშტეტის შიგთავსები – ამ კერძების გემო სტაფილოს ფოჩით დამშვენდება. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ! სასარგებლო კერძი უფრო გემრიელი გახდება!