
ყველას სურს, რომ ყოველდღიური საკითხების მოგვარებაზე ნაკლები დრო დახარჯოს და ამ საქმეს მთელი შაბათ–კვირა არ დაუთმოს. სურვილის ასრულება მარტივია, თუ Novate–ს რამდენიმე ხრიკს დაიმახსოვრებთ, რომელიც ცხოვრებას არსებითად ამარტივებს.
ხრიკი 1: ავეჯს ცხიმის ლაქები თბილი ჩვრით მოაშორეთ
თბილი ან ოდნავ ცხელი წყლით ჭურჭლის რეცხვა ტყუილად არ გვირჩევნია, რადგან მას შეუძლია ცხიმიანი საჭმლის ნარჩენები და სხვა რთული ჭუჭყი მარტივად მოაშოროს. როცა საქმე სამზარეულოს ავეჯის გაწმენდას ეხება, ეს დეტალი გვავიწყდება. სულ ტყუილად, თბილი ჩვარი ან ღრუბელი ავეჯსა და კარადის კარებზე ცხიმის ლაქებს სწრაფად გაუმკლავდება. სანამ სამზარეულოს დალაგებას დაიწყებთ, ღუბელი ცხელ წყალში დაასველეთ ან მიკროტალღურ ღუმელში შეათბეთ. ახლა ჭუჭყიან ზედაპირს საწმენდი საშუალება წაუსვით და სველი, თბილი ღრუბლით გაწმინდეთ – ზეთის შხეფები და სხვა ლაქა მარტივად მოშორდება.
ხრიკი 2: სანელებლები ანალიზის ქილაში ჩაყარეთ
სანელებლები ყველას გვიყვარს. ის მზა კერძს განუმეორებელ გემოს და არომატს ანიჭებს, მაგრამ ქარხნულ შეფუთვაში შენახვა მოუხერხებელია. პარკები მუდმივად ცვივა, სანელებელი იყრება, საზომი კოვზი არ აქვს, თან ლამაზად არ გამოიყურება.
თუ სპეციალურ კონტეინერებზე ფულის დახარჯვა არ გსურთ, ანალიზისთვის განკუთვნილი ქილები გამოიყენეთ. რატომაც არა? კონტეინერი იაფი, მსუბუქი, კომპაქტურია და მისი დახმარებით სანელებლებს მოხერხებულად შეინახავთ. თან კოვზიც აქვს.
ხრიკი 3: ფოლგის ბურთი ჭურჭლის საწმენდად გამოიყენეთ
კერძის საცხობი ფორმა უფრო მეტად იტანჯება, ვიდრე სხვა ჭურჭელი, რადგან მასზე ლაქები რჩება. ჩვეულების მიხედვით ლაქის მოშორებას ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით ვცდილობთ, მაგრამ ეფექტური არაა. ნეჭა უფრო სწრაფად დაიფშვნება, ვიდრე ზედაპირიდან ლაქებს გააქრობს.
მინის ჭურჭელს მიმწვარი საკვები რომ მოაშოროთ, ალუმინის ფოლგა გამოიყენეთ. თავისი ტექსტურით მსუბუქია და ბევრი სახის ჭუჭყს სწრაფად უმკლავდება. ფოლგის ნაჭერი აიღეთ, ბურთი გააკეთეთ და მისი დახმარებით საკვების ნარჩენების მოშორება სცადეთ. პირველივე პროცედურაზე ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
ხრიკი 4: კიტრი წყალში ან საკვებ პარკში შეინახეთ
ბოსტნეულის შენახვა ყოველთვის ბევრ კითხვას იწვევს. რომელ ტემპერატურაზე, ღია ყუთში თუ საკუჭნაოში, პაკეტში თუ მის გარეშე. ამავდროულად, თითოეული ბოსტნეულისთვის შენახვის საკუთარი წესები არსებობს. მაგალითად, თუ ხახვი და ნიორი სჯობს ქაღალდის პარკში შეინახოთ, კიტრი წყლიან კონტეინერში უნდა მოათავსოთ და მაცივარში შეინახოთ. ასე ბოსტნეული ყოველდღე გემრიელი და ხრაშუნა იქნება, თითქოს ახლახანს ბოსტანში დაკრიფეთ. კიდევ ერთი ვარიანტი, თითოეული კიტრი საკვების შესაფუთ პარკში გაახვიეთ. ასე სწრაფად დამწიფებას და გაფუჭებას ხელს შეუშლით. კიტრი სჯობს პლასტმასის პარკებში არ შეინახოთ. მსგავს პირობებში მაქსიმუმ რამდენიმე დღე გაძლებს.
ხრიკი 5: სახეხი უმი კარტოფილით გაწმინდეთ
სტატისტიკის მიხედვით, ნივრის საჭყლეტი ყველაზე რთული საწმენდია. მეორე ადგილზე სახეხია. ბევრი დიასახლისი მის გაწმენდას ღრუბლით ან რკინის საფხეკით ცდილობს, ოღონდ სახეხის ნახვრეტებს ხშირად ედება და სარგებელი არ აქვს – საჭმლის ნარჩენები კვლავ ადგილზე რჩება. თუ სახეხის გაწმენდით დაიღალეთ, უმი კარტოფილის ნაჭერი გამოიყენეთ. უბრალოდ გახეხეთ, რომ წინა პროდუქტის (მაგალითად, ყველი ან ხახვი) ნარჩენები მოაშოროთ, შემდეგ წყალი გაავლეთ. კარტოფილის ნარჩენებს სახეხიდან უფრო ადვილად მოიშორებთ.
ხრიკი 6: პურცომეული გაყინეთ
ხშირია შემთხვევა, როცა ახალ პურს და ფუნთუშას ყიდულობთ და სადილზე მათ მირთმევაზე ოცნებობთ, მაგრამ მოგვიანებით მისი არსებობა გავიწყდებათ. შედეგად, პური ხმება, ნაწილი ორცხობილად იქცევა, მეორე ნაწილს კატლეტში ვიყენებთ. თუ არც ერთი ვარიანტი მოგწონთ, რადგან ბუტერბროდის ან სენდვიჩის პურს ყიდულობთ, მაშინ საყინულეში შეინახეთ. ასე არ დაობდება და დიდხანს ახალივით იქნება. პური სჯობს მიკროტალღურ ღუმელში გაალღოთ – რამდენიმე წუთი საკმარისია, რომ თბილი, გემრიელი საუზმე მოამზადოთ.
ხრიკი 7: ჭურჭლის სარეცხი აბები მაცივარში შეინახეთ
აღმოჩნდა, რომ ჭურჭლის სარეცხი აბები არაპირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბევრი ხრიკი არსებობს. მაგალითად, მაცივარში სუნის გასანეიტრალებლად.თასში ცხელი წყალი ჩაასხით, აბი ჩადეთ, გახსნას დაელოდეთ, შემდეგ ჩვარი დაასველეთ და მიღებული სითხით მაცივრის თაროები გაწმინდეთ. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ. ჭუჭყს მოიშორებთ და სპეციფიკურ არომატს გაანეიტრალებთ.
შენიშვნა: თუ მაცივარში სერიოზული ლოკალური ლაქა შეამჩნიეთ, მაგალითად, ქილის წებოვანი კვალი, იმავე ჭურჭლის სარეცხი აბით მოაშორეთ. არ გახსნათ, მსუბუქად დაასველეთ, შემდეგ გახეხეთ.
ხრიკი 8: ჭურჭლის სარეცხი საშუალება დისპენსერიან ბოთლში ჩაასხით
ჭურჭლის სარეცხი საშუალებების უმეტესობას მოუხერხებელი ჭურჭელი აქვს. როცა ხელები სუფთაა, ეს დეტალი შეგიძლიათ უგულებელყოფთ, თუ ხელები დასვრილია და ბოთლს უნდა შეეხოთ, რომ სითხე ღრუბელს დააწვეთოთ, სასიამოვნო შეგრძნება არაა.
საბედნიეროდ, პრობლემის ადვილად მოგვარება შეიძლება. შეიძინეთ სპეციალური დისპენსერი, რომელიც ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენებას ამარტივებს. სითხე შეგიძლიათ შამპუნის ან შხაპგელის დოზატორიან ბოთლში ჩაასხათ. შედეგად, დოზატორზე ერთი დაჭერა საკმარისია, რომ საჭირო რაოდენობის საშუალება მიიღოთ. ასე ჭუჭყიანი ხელებით ჭურჭელზე ხელის შეხება არ მოგიწევთ.
ხრიკი 9: ნივრის სუნი ვაშლით მოიშორეთ
ინტენსიური არომატის მქონე პროდუქტები, რომლებიც სამზარეულოში ბევრ პრობლემას იწვევენ, ესაა თევზი, ნიორი და ხახვი. მათი გამოყენების შემდეგ ხელებიდან და საჭრელი დაფიდან სუნის მოშორება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება არ გსურთ. ამავდროულად, სპეციფიკური არომატის ატანაც არ გვსურს. რა გავაკეთოთ?
სუნი ვაშლით გაანეიტრალეთ. პატარა ნაჭერი მოჭერით და საჭრელი დაფა გახეხეთ. კიდევ ერთი ვარიანტი: მთელი ვაშლი გახეხეთ და დაფაზე გაანაწილეთ – ასე ხილი უსიამოვნო არომატს შთანთქავს. ამ მიზნით ლიმონიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ხრიკი 10: მწვანილი გაყინეთ
მწვანილი ძალიან სწრაფად ფუჭდება, ეს ფაქტია. ყოველდღე ახალი მწვანილის საყიდლად ბაზარში სასიარულოდ დრო არ გვაქვს. რა გამოსავალი არსებობს? რამდენიმე ვარიანტი: მწვანილი გაყინეთ, წყლიან ჭიქაში ჩადეთ და პარკი დააფარეთ ან დაჭრილი მწვანილი ცარიელ ქილაში ჩადეთ და ნახვრეტიანი თავსახური დაახურეთ. ამ უკანასკნელი მეთოდით კამას, ოხრახუშს, ქინძს და სხვა მწვანილს 1 კვირა შეინახავთ.
ხრიკი 11: ხახვი და ნიორი ქაღალდის პარკებში შეინახეთ
დიასახლისების უმეტესობა ხახვს და ნიორს პოლიეთილენის პარკებში ინახავს, მაგრამ ეს კარგი იდეა არაა. ჰაერის მიმოქცევის ნაკლებობის გამო ბოსტნეული სწრაფად მწიფდება და ფუჭდება. ამ ყველაფერს რამდენიმე დღე სჭირდება. წვნიანისთვის ზუსტი რაოდენობის ნივრის და ხახვის შეძენა ვარიანტი არაა. ყოველდღე მაღაზიაში სიარული მოგიწევთ, რაც რთულია. ბოსტნეული უმჯობესია სწორად შეინახოთ. ქაღალდის პარკი აიღეთ, გახვრიტეთ და მასში პროდუქტი შეინახეთ. ასეთი შეფუთვები ერთმანეთს შეგიძლიათ დაადოთ ისე, რომ ჰაერის დაბლოკვის არ შეგეშინდეთ – ნახვრეტი ამის საშუალებას არ მოგცემთ.