7 ეპატაჟური ინსტალაცია და არტობიექტი საკმაოდ ორაზრონავი ჩანაფიქრით

არტგალერეისა და კულტურული ცენტრის საგამოფენო სივრცეებში ღრმა ჩანაფიქრის (რომლის გამოცნობა ზოგჯერ მხოლოდ ავტორს შეუძლია) მქონე უცნაური ნამუშევრების ნახვა ჩვეულებრივი რამაა. აი, ქუჩაში, ქალაქის მოედანზე, ძველ სასახლესა და ტაძარში მსგავსი ინსტალაციების ნახვა ყველას არ შეუძლია. ბევრი ქმნილება იმდენად ექსცენტრიული და ორაზროვანია, რომ გამვლელებს, მნახველებს და თავად შემქმნელებს ბედნიერს ვერ უწოდებთ. Novate გიზიარებთ 7 მხატვრულ ინსტალაციას, რომლებმაც რევოლუცია, აჯანყება და ფიზიკური ზემოქმედება შეიძლება ვერ მოაწყვეს, მაგრამ ყურადღებას ნამდვილად იქცევენ.

1. “დიდი თიხა №4“ მოსკოვში ურსა ფიშერისგან

ახლახანს რუსეთში, მოსკოვში, ბოლოტნაიას სანაპიროზე არტკომპოზიციამ „დიდი თიხა №4“ (Big Clay №4) დიდი გამოხმაურება მოიპოვა. შვეიცარიელი მხატვრის, ურსა ფიშერის (Urs Fischer) 13 მეტრიაინი ალუმინის ქანდაკება, რომელზეც ერთმანეთზე დაუდევრად დაყრილი თიხის უფორმო რბილი ნაჭრებია გამოსახული, მნახველებში სხვადასხვა ასოციაციებს იწვევს, რაც ყოველთვის სასიამოვნო ან მისაღები არაა.

აღსანიშნავია: არტკომპოზიცია „დიდი თიხა №4“, რომელიც ავტორის ჩანაფიქრით „შემოქმედების, შექმნის და გარდაქმნის აქტს“ განასახიერებს, 2013-2014 წლებში შეიქმნა. ის გამოფენილი იყო მანჰეტენზე (ნიუ–იორკი, 2015 წ.), სინიორიის მოედანზე ფლორენციაში (2017 წ.). 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში, ბოლოტნაის სანაპიროზე კულტურის სახლის გახსნის საპატივცემულოდ დადგეს, რამაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ან მასშტაბური არტკომპოზიციის გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, რასაც როგორც კრიტიკოსების და კოლეგების, ასევე საზოგადოების მხრიდან უამრავი გამოხმაურება მოჰყვება. „დიდი თიხა №4“–ის შემთხვევაში მოსაზრებები გაიყო. ზოგიერთი სპეციალისტი ქანდაკებას „ხელოვნების საფუძვლის და შემოქმედების სურვილის ძლიერ კულტურულ სიმბოლოდ“ მიიჩნევს. სხვები, პირიქით, „ქანდაკების საზოგადოდ მიღებული ფორმის დაცინვად“ მიიჩნევენ. გამვლელების უმეტესობა მის ფორმებში მხოლოდ „ბევრ განავალს“ ხედავს. თავად ურს ფიშერი არ ბრაზდება. თვლის, რომ ყველა ადამიანი მის გზავნილს თავისი სამყაროს აღქმის კუთხით ხედავს, რადგან ერთი და იგივე ნივთი ერთმა ადამიანმა შეიძლება ყვავილად მიიჩნიოს, მეორემ – ნაგვის გროვად.

2. უნიტაზების ჩანჩქერი ფოშანში შუ იუნისგან (ჩინეთი)

ქალაქ ფოშანის (ჩინეთი) შივანის პარკში უჩვეულო ინსტალაცია 2009 წელს გამოჩნდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჩინური ქალაქია, მაგრამ მხატვარ–დიზაინერის, შუ იუნის გიგანტური შედევრის შესახებ სიახლემ მთელი მსოფლიო მოიცვა. რთულია იპოვოთ ადგილი პლანეტაზე, სადაც ქალაქის პარკში სეირნობისას შეგიძლიათ ნახოთ 10 მ სიგრძის და 5 მ სიმაღლის კედელი, რომელიც ძველი უნიტაზებით, კერამიკის ნიჟარებით, ბიდეებით და პისუარებით აშენებულია.

მოქმედი ჩანჩქერი Toilet Bowls Waterfall შექმნილია კერამიკის და ფაიფურის ფესტივალისთვის, რომელიც იმართება ფოშანში. ეს ქალაქი ფაიფურის ქარხნებით ცნობილია. დიზაინერის მიზანი იყო უნიკალური არტკომპოზიციის შექმნა, რომელიც მაყურებელს დაამშვიდებდა და მოადუნებდა. მოდუნების და დამშვიდების საკითხი საკამათოა, ვინაიდან ქალაქში ტურისტების, სიმშვიდის დამრღვევების, ნაკადი არ წყდება. ბევრს აინტერესებს, როგორ შეიძლება 10 ათასზე მეტი სანტექნიკის დამონტაჟება, თან ისე, რომ წყალს დაუკავშირდეს, რომ ჩანჩქერი მაქსიმალურად რეალისტური იყოს. გარდა ამისა, ქალაქის კომუნალური სამსახურის და გარემოს დაცვის წარმომადგენლები სისუფთავით გახარებულნი დარჩნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ შუ იუნმა თავის გუნდთან ერთად 2 თვე დეფექტური და გადაყრილი უნიტაზების, ნიჟარების, პისუარების შეგროვებას დაუთმო, ამით სანტექნიკის უტილიზაციის ოპტიმალური ვარიანტი იპოვა.

3. ქანდაკება „ჩამოკიდებული კაცი“ ჰუსოვის ქუჩაზე დავიდ ჩერნისგან (პრაღა, ჩეხეთი)

ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური ქანდაკება, რომელიც უკვე ისტორიული გახდა, ზიგმუნდ ფროიდის ქანდაკებაა, რომელიც პრაღის ქუჩის Husova 1 ზემოთ ჩამოკიდულია. არტკომპოზიცია ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა ჩეხმა პროვოკატორმა, დავიდ ჩერნმა შექმნა, ამიტომ ყველაზე გასაოცარი ლეგენდებით გარემოცულია. ვლადიმერ ლენინთან მსგავსების გამო ბევრი ადამიანი ქანდაკებას „ჩამოკიდებული კაცი“ პოლიტიკურ კონტექსში განიხილავს, რაც მიანიშნებს, რომ კომუნისტურმა სამოთხემ დიდხანს სიცოცხლე უბრძანა.

იქედან გამომდინარე, რომ ეს მაინც ფსიქოანალიზის გენიოსი ზიგმუნდ ფროიდია, ბევრი თვლის, რომ საწყალი დაკიდულია ქვეცნობიერის უფსკრულის ზემოთ, რომელშიც თავად ჩაიხედა. პროექტის ავტორს არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ქმნილებით გადაწყვიტა ეჩვენებინა „ინტელიგეციის გარიყულობა უბრალო ხალხისგან, რომელთათვის ფსიქოანალიზის სამყარო უცხოა“. როგორც არ უნდა იყოს, ეს ქანდაკება ჰუსოვის ქუჩაზე ტურისტების ნაკადს ზრდის. მათ სურთ, რომ ეპატაჟური ღირსშესანიშნაობა საკუთარი თვალით ნახონ, რაც კაფეების და ბუტიკების მფლობელებს ახარებთ.

4. ალუზია Mount Recyclemore კორნუოლის საგრაფოში ჯო რაშისგან (დიდი ბრიტანეთი)

მხატვრები და მოქანდაკეები რეალურ მოვლენებსა თუ პერსონაჟებზე ყოველთვის ღიად არ უთითებენ. ისინი ხშირად ცდილობენ, რომ შედევრის მნიშვნელობა შენიღბონ, ამა თუ იმ მოვლენაზე მინიშნება გააკეთონ. სტილიზაცია, რომელიც ნებისმიერ ისტორიულ, პოლიტიკურ ან კულტურულ ფაქტზე, ასევე კონკრეტულ ადამიანზე მიუთითებს, ალუზია ეწოდება. ჯო რაშმა (Joe Rush), ბრიტანელმა მხატვარმა სწორედ ეს ტექნიკა გამოიყენა. მხატვარმა რაშმორის მთაზე შექმნილი მონუმენტური ქმნილების გარდაქმნა გადაწყვიტა. მოგეხსენებთ, რომ რაშმორის მთის ერთ–ერთ ფერდობზე აშშ–ის ოთხი პრეზიდენტის პროფილია ამოკვეთილი. მხატვარმა არტკომპოზიციისთვის ქვის ნაცვლად გამოიყენა ელექტროტექნიკის დეტალები, უფრო ზუსტად, გატეხილი ელემენტები, რომლებიც კომპიუტერებს, სმარტფონებს და სხვადასხვა გაჯეტებს მუშაობაში ეხმარება, ასევე მათი კორპუსები. მხატვრული ინსტალაციის ნაწილებს ნაგავსაყრელებთან აგროვებდა. მოხალისეებიც ეხმარებოდნენ, რომელთაც ელექტროჯართის უსაფრთხოდ უტილიზაცია სურდათ.

კომპოზიციის Mount Recyclemore, რომელიც G7-ის სამიტის წინა დღეს შეიქმნა, მთავარი გმირები იყვნენ: ბორის ჯონსონი (დიდი ბრიტანეთი), იოშიჰიდე სუგა (იაპონია), ემანუელ მაკრონი (საფრანგეთი), მარიო დრაგი (იტალია), ჯასტინ ტრიუდო (კანადა), ანგელა მერკელი (გერმანია) და ჯო ბაიდენი (აშშ). თითოეულ მაღალჩინოსანს შეხვდა სხვადასხვა ნაწილი, მაგრამ ეს მთავარი არაა. ჯო რაშს თავისი შემოქმედებით სურდა, რომ „შვიდეულს“ „ელექტროჯართის უტილიზაციის პრობლემაზე“ ყურადღება გაემახვილებინა. ასეთი დეტალები არა მხოლოდ ძვირფას ლითონს, არამედ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სწორად უნდა განადგურდეს ან ხარისხიანად (შეკეთება) იწარმოოს.

5. “წიგნის პართენონი“ ან „სიტყვის თავისუფლების ტაძარი“ კასელში მარტა მინუჯინისგან (გერმანია)

გერმანიაში, ქალაქ კასელში ჩატარებული საერთაშორისო გამოფენის Documenta 14-ის ფარგლებში გამოჩნდა ძველი ბერძნული ტაძრის პართენონის პროტოტიპი, რომელიც წიგნებისგან არის გაკეთებული. მსხვილი არტინსტალაციის ავტორია მარტა მინუჯინი (Marta Minujin), არგენტინელი მხატვარი. მან გადაწყვიტა მსოფლიოს აჩვენოს წიგნები, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალული იყო. ინსტალაციის ადგილმდებარეობა სიმბოლური გახდა – მოედანი, სადაც 30-იან წლებში გერმანიაში აკრძალული უამრავი წიგნი დაწევს (ასე ჰიტლერის ხელისუფლება მოსვლა აღინიშნა).

დროებითი არტკომპოზიცია, რომელსაც Parthenon of Books („წიგნის პართენონი“ ან „სიტყვის თავისუფლების ტაძარი“) უწოდეს, ლითონის კარკასისგან შეიქმნა, რომელზეც დაახლოებით 100 ათასი წიგნი გამჭვირვალე პოლიეთილენით დამაგრებული იყო. ყველას, ვინც იმ დროს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხვდა, შეეძლო წიგნების ყდები თავისუფლად დაეთვალერინა. დემონტაჟის შემდეგ წიგნები მსურველებს დაურიგეს. მასშტაბური ინსტალაცია შოკისმომგვრელი არაა, მაგრამ სიტყვის თავისუფლების პრობლემაზე ყურადღებას რომ ამახვილებს, უდავოა.

6. ეპატაჟური არტკომპოზიცია Marilyn ვერსალის სასახლეში ჯოანა ვასკონსელოსგან (პარიზი, საფრანგეთი)

უჩვეულო არტკომპოზიცია, რომელსაც ქალის ფეხსაცმლის ფორმა აქვს, ტაფებით, ქვაბებით და მათი თავსახურებით არის შექმნილი. ასეთი კომპოზიცია სხვადასხვა მოედანზე გამოჩნდა, მაგრამ ვერსალის დარბაზში ყველაზე შთამბეჭდავია. გასაგებია, რომ სამეფო რეზიდენციის მდიდრული გაფორმება უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე აირეკლა. მხატვარული ინსტალაციის Marilyn ავტორია ჯოანა ვასკონსელოსი (Joana Vasconcelos), პორტუგალიელი მხატვარი, რომელმაც ამ გზით გადაწყვიტა ებრძოლოს „მოძველებულ შეხედულებებს გენდერულ ურთიერთობებზე და ქალებს შეახსენოს, რომ ვალდებულნი არ არიან საზოგადოდ მიღებული წარმოდგენები დაიცვან“.

არტკომპოზიცია საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მის ფორმებსა და მასალებში საფუძვლების გამოწვევას და სექსიზმის გამოვლენას ხედავს.

7. იასამნისფერი ოვერსაიზი სვიტერი, სათბურა, კრივის ხელთათმანი და უთავო ქანდაკებები წმინდა სტეფანეს ტაძარში ერვინ ვურმისგან (ვენა, ავსტრია)

პროვოკაციული არტობიექტები არა მხოლოდ ქალაქების მოედნებზე, ქუჩებსა და პარკებში ჩნდება. ბოლო წლებია წმინდა სტეფანეს ტაძრის წინამძღვარი ცდილობს, რომ მისი ტერიტორია და მთავარი დარბაზი გააფორმოს. ის აწყობს ღონისძიებებს და კომპოზიციებს, რომლებიც სიყვარულის და სინანულის იდეებს ატარებს. ხშირად იწვევენ ცნობილ მოქანდაკეს ერვინ ვურმს, რომელიც თავის შემოქმედებას დიდმარხვასა და აღდგომის კვირას ამთხვევს. 2020 წლის პანდემიის გამო ღონისძიება გააუქმეს და ამ მიზეზით ტაძარში დარჩა ძველი ქმნილება, მაგრამ ასევე გაჩნდა უზარმაზარი იასამნისფერი სვიტერი, რომელიც სამარხვო ქსოვილის როლს ასრულებს. ავტორის და წინამძღვრის ჩანაფიქრით, ახალი არტკომპოზიციის მიზანია ხალხში ქველმოქმედების სურვილი გააღვიძოს.

შენიშვნა: სამარხვო ქსოვილი (Velum quadragesimale) ფარავს იესოს გამოსახულებას, ჯვარცმას და კანკელს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში დიდი მარხვის დროს (Quadragesima). ეს ჩვეულება გაჩნდა იუდეური ტაძრის ფარდის ანალოგიის მიხედვით, რომელიც ახალ აღთქმაში იესოს სიკვდილთან დაკავშირებით რამდენჯერმე ნახსენებია. კათოლიკურ და პროტესტანულ ტაძრებში სამარხვო ქსოვილი წმინდა იყო, მოგვიანებით ქრისტიანული ხელოვნების ფორმად იქცა. ხშირად ხურავს საკურთხეველს მთელი დიდი მარხვის პერიოდში (აქედან „40 დღის ქსოვილი“), რომ მრევლს ფიზიკური მონანიებისა და სულიერი თავშეკავებისგან მოუწოდოს. ამ პერიოდში მორწმუნეები მხოლოდ ლოცულობენ და მდიდრულ დეკორს არ აკვირდებიან. მხოლოდ ლიტურგიას უსმენენ და ფარდის მიღმა სასულიერო პირებზე ყურებით ყურადღება არ ეფანტებათ.