არქიტექტურული ტრილოგია: სააგარაკე სახლების სერია ბერძნულ კუნძულზე

ბერძნული კუნძულის კეას მთიანმა ლანდშაფტმა არქიტექტურულ სტუდიას En Route Architecture შთააგონა პატარა თვითკმარი სააგარაკე სახლების ექსპერიმენტული სერიის შექმნა, რომელიც კლდოვან ფერდობზე ჰარმონიულად ინტეგრირებულია. ახლა არქიტექტურული ტრილოგიის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის აშენებულია „პარალელური სახლი“ და „დიაგონალური სახლი“, რომელიც ბედნიერი მაცხოვრებლების მისაღებად მზადაა. „პერპენდიკულარული სახლი“ რიგშია. სააგარაკე სახლები, რომლებიც რთულ პირობებთან ადაპტირებული და კლდოვანი ფერდობის რელიეფში ოსტატურად ინტეგრირებულია, მდგრადი არქიტექტურის ყველა წესის მიხედვით შექმნეს, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეულ კომფორტში ბუნების სილამაზით დატკბეს. ასე ეკოლოგიაც არ დაზარალდება.

1. The Parallel House–ს (პარალელური სახლის) არქიტექტურული მახასიათებლები

არქიტექტურული სტუდია En Route Architecture კერძო რეზიდენციების მშენებლობის ექსპერიმენტულ პროექტს ახორციელებს. სახლები ეგოისის ზღვის სამხრეთით, კიკლადების არქიპელაგის ერთ–ერთი კუნძულის მთიან ფერდობზე მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება. დეველოპერებს კუნძულ კეას რელიეფის ტოპოგრაფიულმა მახასიათებლებმა შთააგონა სხვადასხვა კონფიგურაციის სახლების აშენება, რომ მინიმალური ჩარევით ბუნებრივ ზონაში ინტეგრაცია მოეხდინათ. პროექტის შემუშავებისას მთავარი ამოცანა იყო პატარა თვითკმარი სახლების აშენება, რომელიც კომფორტით და მაქსიმალურად გაშლილი ხედებით აღჭურვილი იქნებოდა და მთელი წელი საცხოვრებლად შესაფერისი იქნებოდა.

არქიტექტურული ტრილოგიის პირველი ობიექტია The Parallel House („პარალელური სახლი“). ადგილმდებარეობის თავისებურებების გათვალისწინებით შენობა ფერდობის პარალელურად განათავსეს, რეზიდენციის ნაწილი მთაში ინტეგრირებულია. ფასადის წინა ნაწილი და ნაწილობრივ სახურავი მასშტაბურად შემინულია, რომ თითოეული საცხოვრებელი ზონიდან მთის ლანდშაფტზე და ეგოისის ზღვის ცისფერ წყალზე საოცარი ხედები გაიშალოს.

სტრუქტურული მახასიათებლები: სახლებს განსხვავებული ფორმა და ფერდობზე განსხვავებული მდებარეობა აქვთ, მაგრამ თითოეულის განლაგებაში საერთო მახასიათებლები მეორდება. რეზიდენციის ნაწილი ღრმად ფერდობშია, ამიტომ სახლის ყველა მხარეს ფანჯრების გაკეთება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, დამხმარე ზონები (სააბაზანო ოთახი და სამზარეულო) უკანა კედლის გასწვრივ განათავსეს. ასეთი განლაგებით დანარჩენი სივრცე გაფართოვდა და მისაღები და საძინებელი ოთახები პანორამული ფანჯრებით აღიჭურვა. ასე ნებისმიერი რეზიდენციიდან სტუმრები და მასპინძლები გაშლილი ხედებით უსასრულოდ დატკბებიან.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების არჩევანი თითოეულ შენობაში აბსოლუტურად იდენტურია. არქიტექტურული ობიექტების ბუნებრივ ფონზე გამოსაყოფად და კონტრასტის შესაქმნელად აირჩიეს ბეტონის მოდულები, რომლებიც ქარხანაში დაამზადეს და სამშენებლო მოედანზე მზა სახით მოიტანეს. პროექტის ავტორები თვლიან, რომ ბეტონის სახლი ტრადიციული ქვის სახლის ერთგვარი ანალოგია. მშენებლობის ძველი მეთოდების ასეთი გამოყენება დაკავშირებულია აქტიური და პასიური ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასთან, რადგან საცხოვრებელი ობიექტები ცივილიზაციისგან შორს მდებარეობს და ცენტრალურ კომუნიკაციებთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ბეტონის სპეციალური ნარევი, სახლის სწორი განლაგება, მისი სიმაღლე, ფანჯრების და ყრუ კედლების მიმართულების არჩევა საშუალებას იძლევა, რომ სახლმა ძლიერ ქარს და მცხუნვარე მზეს გაუძლოს, შიდა სივრცეში კომფორტული ტემპერატურა დამატებითი მოწყობილობების გარეშე უზრუნველყოს.

პარალელური სახლის ფორმის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ ძირითადი საცხოვრებელი ზონები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს, მაგრამ გამვლელი ზონა მხოლოდ მისაღები ოთახია, სადაც მოხვედრა ნებისმიერი ზონიდან შეიძლება. დანარჩენი ოთახები კლდეში ჩაღრმავების და დერეფნის წყალობით სრულიად იზოლირებულია. დერეფანი ასრულებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას – შემკვრელი რგოლი და ჰაერის მთავარი არტერიაა, რომელიც ოთახების ბუნებრივად განიავებას უზრუნველყოფს, რაც ჩაღრმავებული ობიექტის პირობებში მნიშვნელოვანია.

სახლის ასეთი განლაგება მთავარ უპირატესობას ფლობს. ასე თითოეულ ოთახთან ღია დასასვენებელი ზონების მოწყობა შესაძლებელია. სააგარაკე სახლი საშუალებას გაძლევთ, რომ ფანჯრიდან საოცარი ხედებით დატკბებთ, ასევე პირად ტერასაზე ან საერთო საზაფხულო პლატფორმაზე დაისვენოთ. საერთო დასასვენებელ ზონაში შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი ან ოჯახური სადილი ისე, რომ მზის დარტყმის არ შეგეშინდეთ.

2. The Diagonal House („დიაგონალური სახლი“)

არქიტექტურული სტუდია En Route Architecture-ის მიერ შექმნილი სააგარაკე სახლების სერიიდან მეორე რეზიდენციას ეწოდება The Diagonal House („დიაგონალური სახლი“). ასეთი სახელი ფერდობთან მიმართებაში სახლის ადგილმდებარეობით გამოწვეულია. ამ პროექტშიც გათვალისწინებულია შენობის ნაწილის ჩაღრმავება, მთის ფერდობში ინტეგრირება. დახურული და ღია სივრცეების მონაცვლეობის წყალობით ზღვასა და ქვიანი კუნძულის კლდოვანი ფერდობის მოკრძალებულ მცენარეულობაზე მაქსიმალური ხედები უზრუნველყოფილია.

სახლს კვადრატული ფორმა აქვს, მაგრამ ზონები „პარალელური სახლის“ მსგავსად განაწილებულია. სამზარეულო და სააბაზანო ოთახი უკანა კედელთან, ფერდობის სიღრმეში მდებარეობს. დანარჩენი ოთახები მიწისზედა ნაწილში, რაც მაქსიმალური განათების და საოცარი ხედის მოწყობას უზრუნველყოფს.

ორივე რეზიდენცია კლიმატური პირობების და დასახლებული პუნქტებისგან სიშორის გათვალისწინებით აშენდა, ამიტომ მათში სიცოცხლის მხარდაჭერის ავტონომიური სისტემებია გათვალისწინებული. მფლობელებს ჩვეული კომფორტის ნაკლებობა რომ არ ეგრძნოთ, მზის პანელები დააყენეს (ფერდობზე დამალეს), გააკეთეს ჩაღრმავებული დერეფანი, რომელიც ყველა საცხოვრებელ და დამხმარე ზონას აკავშირებს ისე, რომ მისი გავლით ჰაერი მცირე ნიავის შემთხვევაშიც ოთახებში აღწევს. ასე კარგი ვენტილაცია ხდება, რომელიც სიგრილეს და ჰაერის მუდმივ ცვლას კონდიციონერის ან ვენტილატორის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს. სასმელი და ტექნიკური წყლის მისაღებად წვიმის წყალი მიწისქვეშა ავზებში გროვდება, აქედან პატარა სადგურში ხვდება, შემდეგ დანიშნულებისამებრ გამოიყენება. ჩამდინარე წყლებიც მაქსიმალურად იწმინდება, რომ ტუალეტის ჩასარეცხად, მცენარეების მოსარწყავად გამოიყენონ და უტილიზაცია გარემოსთვის უსაფრთხოდ მოხდეს.

3. The Perpendicular House („პერპენდიკულარული სახლი“)

ამ დროისთვის მესამე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. წინა შემთხვევების მსგავსად მის სახელში ფერდობის რელიეფის მიმართ არქიტექტურული ობიექტის მდებარეობა იმალება და თავად სტრუქტურის კონფიგურაციასთან კავშირში არაა. პროექტის მიხედვით, რეზიდენცია მხოლოდ ფორმით გამოირჩევა, სხვა პრინციპები იგივეა: მცირე ზომა (90 მ² ფართობის ფარგლებში), ფერდობში ნაწილობრივი ინტეგრაცია, მაქსიმალური შემინვა და კომფორტი, აქტიური და პასიური ტექნოლოგიების დანერგვა გასათბობად, გასაგრილებლად და ენერგიის საწარმოებლად, ასევე ავტომატური ჟალუზების გამოყენება, რომლითაც განათების და ვენტილაციის გაკონტროლება შეიძლება.