უახლესი ისტორიის 5 შთამბეჭდავი შენობა, რომელიც მსოფლიოს საოცრების წოდებას იმსახურებს

უძველესი დროიდან ადამიანს გრანდიოზული ნაგებობების აგება შეეძლო. ზოგიერთი მათგანი ანტიკურ ხანაში ან უფრო ადრეა აშენებული და მსოფლიოს 7 საოცრებაში შედის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგვიანებით მასშტაბური ობიექტები არ შეუქმნიათ. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი შენობა შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც თავისი საოცრებით აღფრთოვანებას იწვევს. Novate გიზიარებთ უახლესი ისტორიის შთამბეჭდავი შენობების „ხუთეულს“, რომელთაც თანამედროვე მსოფლიოს საოცრების წოდება ეკუთვნით.

1. სუპერ კამიოკანდე

იაპონიაში უჩვეულო და უნიკალური ობიექტი სახელწოდებით სუპერ კამიოკანდე ააშენეს. ესაა უზარმაზარი, განსაკუთრებული მეთოდით აშენებული მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი. ესაა პლატფორმა მკვლევარებისთვის ნეიტრონების (მზის მიერ გამოსხივებული უიშვიათესი სუბატომური ნაწილაკები) აღმოსაჩენად, რომელიც მეცნიერ–ფიზიკოსების თქმით, სამყაროში მუდმივად მოძრაობს. მისი პოვნის პრობლემა იმაშია, რომ სხვა მატერიასთან არ ურთიერთქმედებს, უბრალოდ მასში გადის. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია წყალი: როცა ნეიტრინო წყლის მოლეკულებში გადის, თითქმის უხილავი სინათლის  გაელვება იქმნება, მაგრამ ძალიან სუსტია, რომ სტანდარტულ პირობებში აღმოაჩინოთ.

სწორედ ამიტომ, მკვლევარებს ნეიტრონებთან სამუშაოდ დასჭირდათ ავზი, რომელიც მინიმუმ 50 ათასი ტონა სუფთა წყალს იტევს. ამით სუპერ კამიოკანდეს საოცარი შესაძლებლობები არ მთავრდება. პირველ რიგში, ობიექტის შიგნით მთელ პერიმეტრზე განათავსეს კოლოსალური რაოდენობის ფოტოგამრავლების მილები. მეორეც, მიწისქვეშ 500 მეტრში მდებარეობს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება სხვადასხვა სახის ჩარევის თავიდან აცილება. მაგალითად, კოსმოსური გამოსხივება, რომელიც ნეიტრინოს წყალთან კავშირისას გაელვების დაჭერას ხელს უშლის. სუპერ კამიოკანდე უკვე წლებია მუშაობს, მაგრამ მასზე უზარმაზარმა დატვირთვამ პრობლემები მოიტანა. მაგალითად, 2001 წელს კინაღამ დაინგრა და მისი შეკეთება საჭირო გახდა. უნიკალური ავზი ამად ღირს, რადგან ნეიტრინოს შესწავლა გრძელდება.

2. დუბაი მოლი

თითქოს, რა შეიძლება იყოს ისეთი მასშტაბური და გრანდიოზული შენობა დუბაიში, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი, ბურჯ–ხალიფა? მაგალითად, მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს – დუბაი მოლი. შენობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას შეგიძლიათ სრულფასოვანი ქალაქი ქალაქში უწოდოთ. ამ საოცარ ადგილას სულ მცირე 1200 მაღაზიაა. როგორც ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში, აქ შეგიძლიათ გემრიელად დანაყრდეთ. საკმაოდ ბევრი საზოგადოებრივი კვების ობიექტია. დუბაი მოლის ვიზიტორები თვლიან, რომ იმდენად ბევრი საჭმელია, რომ პატარა სახელმწიფოს სურსათით უზრუნველყოფდა.

ობიექტის დეველოპერები ამით არ გაჩერებულან, რადგან მისი მასშტაბებით ცხადი იყო, რომ ცენტრის შემოვლა ერთ დღეში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სპა ცენტრით და 5 საკუთარი რესტორნით მდებარეობს. დუბაი მოლის სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ აკვარიუმი, რომელიც იმდენად დიდია, რომ მისი აკრილის სათვალიერებელი პანელი გინების რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტის უდიდესი სათვალიერებელი პანელი. ასევე გამოსაყოფია შადრევნების შოუ, გასართობი პარკი, სრული ზომის ოლიმპიური საციგურაო მოედანი ჰოკეისთვის და „დინოზავრ–რეზიდენტი“ დიპლოდოკის ნამდვილი ჩონჩხით, რომლის 155 მლნ წლისაა.

3. შიგერჰარუ ჰიმამურის „ოთახის ფერმა“

კიდევ ერთი საოცარი ადგილი იაპონიაში. მისი შექმნის წინაისტორია ფილმის სცენარს ჰგავს. 2011 წელს დამანგრეველი ცუნამის შემდეგ იაპონელმა შიგერჰარუ ჰიმამურმა მაქსიმუმის  გამოყენება გადაწყვიტა. განათლებით მცენარეთა ფიზიოლოგმა და კომპანია Mirai Industry Co., Ltd–ის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიტა სტიქიის შედეგად განადგურებული ნახევრად გამტარების ქარხნის გამოყენება, რომელიც მსოფლიოში უდიდესის წოდებას ატარებდა, რომ მსოფლიო შიმშილის პრობლემა გადაეჭრა.

ასე მიიღო მსოფლიოში უდიდესი დახურული ფერმა, რომელიც საოცარ პროდუქტიულობას აჩვენებს: კონცეფციამ „ოთახის ფერმა“ ჩვეულებრივთან შედარებით ენერგიის ეფექტური გამოყენება 100–ჯერ გაზარდა, 40%–ით ნაკლები დენი სჭირდება და 99%–ით ნაკლები წყალი. გარდა ამისა, ობიექტი აღჭურვილია სპეციალური ვარდისფერი დიოდური განათებით, რომელიც მცენარეს „ატყუებს“. ასეთი განათებით დღის და ღამის ციკლი ირღვევა და ფოტოსინთეზი იზრდება. ნათურების საერთო რაოდენობა 17,5 ათასია, რომელიც 2300 მ² ფართობის ფერმას ანათებს. აღსანიშნავია, რომ დღეს ასეთი ობიექტი პლანეტაზე ერთადერთი არაა. Mirai Industry Co., Ltd–მა მსგავსი ფერმა მონღოლეთში ააშენა.

4. Y-40

იტალიური სასტუმრო Terme Millepini გამოირჩევა არა მხოლოდ ღირსეული მომსახურებით, არამედ იმით, რომ პლანეტაზე ყველაზე ღრმა დახურული საცურაო აუზის სახლია. მისი ზომები ნამდვილად შთამბეჭდავია. აუზის სიღრმე 40 მეტრს აღწევს, რაც 12 სართულიანი შენობის სიმაღლეს უდრის. აუზის მოცულობა მინიმუმ 4 ათას კუბურ მეტრს აღწევს.

გარდა ამისა, Y-40 ივსება თერმული წყლით, რომლის ტემპერატურა 32°C-ზე შენარჩუნებულია. სიტყვაზე, აუზს არა ერთი, არამედ ორი სახელი აქვს. მას Deep Joy–საც უწოდებენ. საინტერესოა, რომ აუზზე სტუმრობა მათაც შეუძლიათ, ვინც ცურვა არ იცის. აუზის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მიწისქვეშა გამოქვაბულები და სათვალიერებელი პანელები. გასართობი ფუნქციების გარდა საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყენებენ. აქ ასწავლიან დაივინგს, ასევე წყალქვეშა გადაღებებს ახორციელებენ.

5. კურორტი „ტროპიკული კუნძული“

გერმანელმა მეწარმემ, კარლ ფონ გაბლენცმა 2000-იანი წლების დასაწყისში შთამბეჭდავი ადგილი გახსნა. მართალია, თავიდან ამ ობიექტს კურორტთან საერთო არაფერი ჰქონდა. ისტორია დაიწყო იმით, რომ გერმანელს დირიჟაბლის წარმოების დაწყება სურდა. მისმა კომპანიამ ამ მიზნით შეიძინა უდიდესი ანგარი, რომელიც ბერლინის სამხრეთით მდებარეობს. კომპანიამ 2002 წელს ფინანსური პრობლემების გამო მისი გაყიდვა გადაწყვიტა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ეს შენობა მასში ტროპიკული კურორტის შესაქმნელად შეიძინეს.

ასე გერმანიის ცენტრში გაიზარდა „ტროპიკული კუნძული“, რომელსაც „ევროპაში უდიდეს ტროპიკულ დასასვენებელ ადგილს“ უწოდებენ. ანგარის უდიდეს ფართობზე მდებარეობს შიდა სანაპიროები, რამდენიმე ლაგუნა, სრულფასოვანი წვიმის ტყეები, გოლფის მინი მოედანი და უზარმაზარი ეკრანი, რომელიც მზის ამოსვლის და ჩასვლის იმიტაციას ახდენს. აქვე შეგიძლიათ გაისეირნოთ ბულვარში, სადაც მაღაზიების გარდა დაგხვდებათ სილამაზის სალონი, სოლარიუმი, ტატუს სალონი და ევროპაში უდიდესი სპა სალონი. კურორტს საკუთარი ლაიტმოტივიც აქვს.