იპოვეთ და გააუვნებლეთ: 7 ცუდსუნიანი ადგილი სახლში, რომლის არსებობასაც ზოგჯერ ვერ ვხვდებით

სხვის სახლში სტუმრობისას განსაკუთრებულ სპეციფიკურ სუნს ხშირად ვგრძნობთ. თუ ბინის მფლობელთან სანდო ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება ჰკითხოთ, რა სუნია. მფლობელს შეიძლება გაუკვირდეს და განცვიფრდეს, რომ აბსოლუტურად არაფრის (ფარულად გაიფიქრებს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ყნოსვის შეგრძნება შეგეცვალათ). ხუმრობაში იმაშია, რომ საკუთარი სახლის სუნს ვერ ვგრძნობთ! Novate გიამბობთ, სახლის რომელ ადგილებს შეიძლება ჰქონდეს არც თუ ისე სასიამოვნო სუნი და როგორ ვებრძოლოთ.

რატომ ვერ ვგრძნობთ ჩვენი სახლის სუნს?

ადამიანი მიმდებარე სუნებს ეჩვევა, თუ სახიფათოდ არ ეჩვენება. როგორ მოქმედებს? არომატული ნაერთები ცხვირიდან ხვდება და რეცეპტორებს აღიზიანებს, რომელიც ტვინში სიგნალს აგზავნის. ტვინი სუნს არკვევს და წყვეტს, ღირს თუ არა განგაშის ატეხა. თუ არომატი უსაფრთხოდ ეჩვენება, გამოდის, სათანადო ყურადღებას არ იმსახურებს. ამ მექანიზმის წყალობით წინაპრები ამჩნევდნენ, რომ, მაგალითად, მათ მიერ მოკლულ ცხოველს ლპობის სუნი ეწყება, ანუ მისი ჭამა აღარ შეიძლება, რომ არ მოიწამლონ.

დასავლელი ექსპერიმენტული ფსიქოლოგები „ცხვირის სიბრმავის“ თემას 20 წელზე მეტია სწავლობენ. ერთ–ერთ კვლევაში საკვლევ სუბიექტებს ფიჭვის სურნელის მქონე ჰაერის არომატიზატორს აძლევდნენ, რომელიც საძინებელ ოთახში 3 კვირა უნდა მოეთავსებინათ. ექსპერიმენტის მონაწილეები საკუთარ შეგრძნებებზე ანგარიშს აგზავნიდნენ. გაირკვა, რომ ამ სუნის მიმართ მათი მგრძნობელობა თანდათან შემცირდა. ბოლოს კითხულობდნენ კიდეც: „ნამდვილად მუშაობს არომატიზატორი?“ ამის შემოწმებას სთავაზობდნენ ნებისმიერს, რომელიც ამ საძინებელში არ ცხოვრობდა.

როგორ ვიგრძნოთ საკუთარი სახლის სუნი, რომელსაც პარადოქსულად ვერ ვგრძნობთ?

ყნოსვის სისტემის ადაპტაცია სხვა გრძნობის ორგანოებისგან განსხვავდება. მაგალითად, „ცხვირის სიბრმავე“ „სმენის სიბრმავეს“ შევადაროთ. წარმოიდგინეთ, რომ სამშენებლო მოედანთან ახლოს ცხოვრობთ. მალე თქვენი ტვინი მიმდებარე ხმაურს „გამორთავს“. თუ ვინმე გკითხავთ: „გესმით, როგორ გუგუნებს ასფალტდამგები?“ ყურადღებას მაშინვე გაამახვილებთ და სამშენებლო მოედნის ხმებს დაიბრუნებთ. სუნთან ასე არაა!

როგორ გამოვრთოთ „ცხვირის სიბრმავე“, რომ მტერი აღმოვაჩინოთ და სტუმრების წინაშე თავი არ შევირცხვინოთ?

არსებობს ხრიკები, რომელიც არომატების, მათ შორის ბინის სუნების უკეთ ამოცნობაში დაგეხმარებათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუნიდან სუნზე მკვეთრად გადართვა გასწავლოთ.

1. ბინა რამდენიმე საათით დატოვეთ

მეცნიერები, რომლებიც ყნოსვის მექანიზმებს სწავლობენ, პარფიუმერების მეთოდის გამოყენებას გვირჩევენ. მაგალითად, ცოტა ხნით (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე) დატოვეთ შენობა, რომლის სუნს თქვენი ტვინი უკვე მიეჩვია. მარტივი მაგალითი: როცა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში ბრუნდებით, შეიძლება იგრძნოთ, რა სუნი აქვს შენობას. ხშირად სახლში დაბრუნებისას ხალხი ამბობს: „ოჰ, აქ ისეთი შმორის სუნია, წავალ, ფანჯარას გავაღებ!“ დიდი ალბათობით, სახლში ყოველთვის ასეთი სუნი იყო.

2. ცხვირში სისხლის ნაკადი გაზარდეთ

ცხვირში სისხლის ნაკადის ზრდა ნაცნობი სუნების კვლავ შეგრძნებას ხელს უწყობს. დალტონი ამბობს, რომ ზოგიერთი პარფიუმერი კიბეებზე დარბის, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემა გააძლიეროს. ასევე შეგიძლიათ ცხვირი თითებით ძალიან ძლიერ, გაწითლებამდე დაიზილოთ.

რა გავაკეთოთ, თუ სახლის სუნი მაინც ვერ ვიგრძენით?

მეცნიერებმა ფენომენის „ცხვირის სიბრმავის“ შესწავლისას დაასკვნეს: როცა ადამიანი მიმდებარე არომატებში საფრთხეს ეძებს, მისი ცხვირი უფრო მგრძნობიარე ხდება და მათ ნელა ეგუება. სწორედ ამიტომ, არ ინერვიულოთ, თუ ბინის სუნი ვერ იგრძენით.

შესაძლოა, ჭუჭყიანი წინდებისა და კატის უჯრის უსიამოვნო სუნის შეგრძნების შიშის მიუხედავად, ტვინმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და განგაში არ ატეხა. ხსირად უსიამოვნო სუნი „ცხვირის სიბრმავის“ ზონაშია, რადგან სახლში მუდმივად არის. რომელია უსიამოვნო სუნის ყველაზე გავრცელებული წყაროები, რომელთაც სტუმრები გრძნობენ, მაგრამ თქვენ არა?

მტერი № 1: შინაური ცხოველი

ცხოველის შარდს, ბეწვს, ნერწყვს და უჯრის შემავსებელს სუნი შეიძლება ჰქონდეს. მისგან თავის დაღწევაში შემდეგი რამ დაგეხმარებათ. პირველ რიგში, ცხოველის რეგულარული დაბანა. მით უფრო, თუ გრძელბეწვიანია და ხშირად სეირნობა უყვარს. ბინა კვირაში რამდენჯერმე მტვერსასრუტით დაალაგეთ. სასურველია, მანამდე სოდა (ნახევარი ჭიქა) გამოიყენოთ. 5 ლ თბილ წყალს აურიეთ, ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით და ხალიჩას მოასხით. გაშრობას დაელოდეთ და გაწმინდეთ. ვიწრო სივრცეები ჯაგრისით გაწმინდეთ. ცხოველის ბეწვი შეიძლება ხალიჩასა და კედელს შორის ან კარადის ხვრელებში იმალებოდეს.

თუ შინაურ ცხოველს საყვარელი დივანი აქვს, გადასაფარებელი დააფარეთ (რომელიც მხოლოდ ცხოველის იქნება), თუ საყვარელი ბალიში აქვს, ბალიშისპირი შეიძინეთ. გადასაფარებელი და ბალიშისპირი კვირაში ერთხელ მაინც გარეცხეთ. თუ ეჭვობთ, რომ ცხოველმა სახლში ტერიტორია მოინიშნა ან ტუალეტთან მისვლამდე მოისაქმა, ულტრაიისფერი ნათურა დეტექტორი გამოიყენეთ. ის ზოომაღაზიაში იყიდება და ყოველთვის შეიძლება ცხოველების მიერ სტუმრებისთვის დატოვებული „სიურპრიზები“ გაანათოს. სხვათა შორის, სახლის დალაგების გარდა, ნათურა გამოგადგებათ, რომ ცხოველი ტკიპის და ლიქენის არსებობაზე შეამოწმოთ. ძმარი და წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ, 1:3 თანაფარდობით აურიეთ. შეგიძლიათ ცხოველის შარდის გამანეიტრალებელი და სპეციალური საშუალება ენზიმებით შეიძინოთ.

მტერი № 2: ობი

ნესტიანი ოთახი და ობი შმორის სუნის მიზეზია. ბნელი და სველი ადგილები კარგად დაათვალიერეთ. ასეთი ადგილებია სარდაფი, აბაზანა, სამზარეულოს კარადა. თუ სადმე ნაცრისფერი ან თეთრი ლაქები შენიშნეთ, ეს შეიძლება ობის ნიშანი იყოს. ახლა ასე მოიქეცით. დაზიანებულ ზედაპირს ნადები მოაშორეთ. მათეთრებლის და წყლის (1:10) ხსნარი წაუსვით. ფუნჯით ან პულვერიზატორით წაუსვით, რომ სოკოს გაჩენა თავიდან აიცილოთ. ჰაერის არომატიზატორი იყიდეთ ან გამწოვი დაამონტაჟეთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ნებისმიერი სხვა მეთოდით ჰაერის მოძრაობა გააუმჯობესეთ.

მაგალითად, შხაპის მიღების შემდეგ ფარდა გაშლილი დატოვეთ. პატარა ვენტილატორი შეიძინეთ და ჩართეთ ყოველთვის, როცა აბაზანიდან გამოხვალთ. გარეცხილი ჭურჭელი მაშინვე კარადაში არ შეინახოთ, არამედ სრულად გაშრობას დაელოდეთ. ოთახებში, სადაც ტენიანობა მაღალია, მისი შემცირება სცადეთ. ამ ადგილებში კატის უჯრა შემავსებლით ან სოდით მოათავსეთ.

მტერი № 3: თეთრეული და ლეიბი

გაგიკვირდათ? სულ ტყუილად. ჩვენი სხეული სითბოს და ოფლს გამოყოფს, კანის ნაწილაკებს იცლის. ეს ყველაფერი საწოლში ხვდება, ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ეს ბაქტერიები უსიამოვნო სუნს გამოყოფენ. თეთრეულის და ლეიბის სისუფთავეს ყურადღება რეგულარულად მიაქციეთ. თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ. ლეიბისპირი და ზეწარი 60 გრადუსზე 10-13 წუთით უნდა გარეცხოთ. უფრო დაბალ ტემპერატურაზე ბაქტერიებს ვერ კლავს. ლეიბს სოდა მოაყარეთ, 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. სოდას რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ, რომ სასიამოვნო სურნელი გააფრქვიოს.

მტერი № 4: მაცივარი

მაცივარი რეგულარულად გაწმინდეთ! ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ უსიამოვნო სუნის ყველა ძირითადი მიზეზი მოვიშორეთ (მაგალითად, გაფუჭებული პელმენი გადავყარეთ), მაგრამ უჯრებში შეიძლება საკვების ნარჩენები დარჩეს. მათი არომატი შეიძლება ვერ იგრძნოთ, სამაგიეროდ, შეიძლება დაინახოთ, რომ ყინულმა ფერი იცვა და „რაღაც სხვა“ გემო აქვს. სავარაუდოდ, ამ სუნების მიმართ „ცხვირის სიბრმავე“ გაქვთ. შესაძლოა, სტუმრებმა იგრძნონ.

1 ს/კ მათეთრებელი და 4 ლ წყალი სადეზინფექციოდ გამოიყენეთ. მაცივარი გამორთეთ, შემდეგ 15 წუთით გაანიავეთ და ნარევი ჩამორეცხეთ. მაცივარში სუნების შთანთქმელები აუცილებლად ჩადგით. ეს შეიძლება იყოს ნაყიდი საშე, სოდით სავსე ჭიქა ან ნახშირის აბები.

მტერი № 5: ზედმეტად „არომატული“ ახალმომზადებული საკვები

როცა დიასახლისი მჟავე კომბოსტოთი ბორშს ამზადებს ან, მაგალითად, ხეკს წვავს, კერძის მომზადების დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მისი ყნოსვა მძაფრ სუნებს ვეღარ აღიქვამს. თუ ამ მომენტში სახლში სტუმარი შემოვა, შემწვარი თევზის მძაფრ და საკმაოდ უსიამოვნო სუნს იგრძნობს. ეს კლასიკაა: პირისპირ დგომისას საკუთარ სახეს ვერ ვხედავთ. სხვათა შორის, „ტაფის არომატები“ ტანსაცმლის ნამდვილი მტერია: საკმარისია, ქურთუკი დერეფანში 15 წუთით დატოვოთ და კერძის სუნი მორიგ გარეცხვამდე არ მოშორდება.

მტერი № 6: ტუალეტი

დიასახლისების უმეტესობას, თუნდაც სახლის სისუფთავეს ყურადღებას აქცევდეს, ეჭვი არ ეპარება, რომ ტუალეტის „იხვი“ და ჰაერის არომატიზატორი საკმარისი არაა, რომ უსიამოვნო სუნის ყველა წყარო გაქრეს. მით უფრო, ჰაერის არომატიზატორი ხშირად უსიამოვნო სუნებთან „თანამშრომლობას“ იწყებს და საშინელ ნარევს ქმნის. არომატის წყარო შეიძლება იყოს უნიტაზის შიდა ზედაპირი, ასევე მთელი სტრუქტურა, რადგან ყველა მფლობელი უნიტაზის გარე მხარეს რეგულარულად არ წმენდს და დეზინფექციას არ უტარებს.

მტერი № 7: ნაგვის ურნა

ზოგიერთი პროდუქტის და შეფუთვის ნაგვის ურნაში დიდი ხნით, თუნდაც ნახევარი დღიღ შენახვა შეუძლებელია, რადგან პარკიდანაც უსიამოვნო სუნი მთელ ბინაში შეიძლება გავრცელდეს. როგორც მე–5 პუნქტის შემთხვევაში, მფლობელმა შეიძლება უსიამოვნო სუნი ვერ იგრძნოს, რადგან ახლახანს პროდუქტი გემრიელად მიირთვა. აი, ამ წამს შემოსულ სტუმარს სასწრაფოდ სახლის დატოვების სურვილი გაუჩნდება.

ძირითადი მტრები, რომელთაც ჩუმად დიასახლისის რეპუტაციის შელახვა შეუძლიათ:

  • ცივი ქათმისა და ხორცის კონტეინერი და სადგამი;
  • ზღვის პროდუქტების ნარჩენები (კრევეტის ნაჭუჭი და ა.შ.);
  • თევზის კონსერვის ქილა (ქარსალა პომიდვრის წვენში დიდებული იყო, მაგრამ სჯობს სტუმრებისთვის საიდუმლოდ დარჩეს);
  • კომბოსტოს ფურცლები;
  • დამპალი ხახვილ
  • ზოგიერთი რძემჟავა პროდუქტის შეფუთვა (ზაფხულში);