შეცდომები, რომლებიც გაზბეტონით სახლის მშენებლობის დროს არ უნდა დაუშვათ

როგორ არ შეიძლება აშენება? კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ რამდენიმე შეცდომა, რომლებიც მშენებლებმა შეიძლება დაუშვან.

„ჩემთან ახლოს სახლს აშენებდნენ, თან ძალიან სწრაფად. გარედან ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული ჩანდა. ახლოს მისვლა და გარკვევა გადავწყვიტე, თუ როგორ აშენებდნენ, რა შეცდომები შეეძლოთ დაეშვათ ან რას აკეთებდნენ სწორად და რის სწავლას შევძლებდი. ახლოს მივედი და გავოგნდი. მოდით, გავარკვიოთ.

პირველ რიგში, აგური. გარედან კერამიკული აგური გამოიყენეს. ვერაფერს ვიტყვი. კარგი, ერთნახევარი აგურია. წყობა? წნელის ქვეშ. გულწრფელად, დიდად არ მომწონს, რადგან აგურის კედელი გასქელებული არაა, ამიტომ შეცდომის დაშვება და შიდა სიცარიელის გამოვლენა მარტივია. მათ ფანჯრები, ღიობები გამოყვეს. შესაბამისად, შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. და მაინც, გარე აგურის წყობაზე ვერაფერს ვიტყვი: სუფთა, კარგია.

შიგნით? გაზბეტონის ბლოკები. 250 მმ სისქის გაზბეტონის ბლოკები გამოიყენეს. D500, 250 მმ. ყოველგვარი დათბუნვის გარეშე. კატასტროფულად ცოტაა! D500–ზე 250 მმ ძალიან ცოტაა. D500 ბლოკის მინიმალური სიგანე დათბუნვის გარეშე 375 მმ უნდა იყოს. 375 მმ დათბუნვის გარეშე შესაფერისია. აქ, კი 250 მმ. ეს ძალიან ცოტაა. სახლი ცივი იქნება. ასეთ ბლოკებში განშრევება  ხშირად ხდება.

რა თქმა უნდა, ცოკოლზე გვაქვს სილიკატური აგური. ცოკოლზე სილიკატურ აგურს ბევრი იყენებს. ჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ ფილა ან რაიმე ბათქაში, ამოვარდება. მეორადი სილიკატური აგურიც გამოიყენეს, რაც კარგი საერთოდ არაა. დავუშვათ, ფული არ ეყოთ და მეორადი სილიკატური აგური გამოიყენეს.

საკვამურებს შეხედეთ. სილიკატური აგურის საკვამური. სილიკატური აგურით საკვამურის გაკეთება დაუშვებელია. შესაბამისად, შიგნით ნაკერები უნდა ამოავსოთ, სხვადასხვა მილები (აზბესტცემენტი ან უჟანგავი ფოლადი) ჩასვათ. სილიკატური აგურის საკვამურში, სავენტილაციო შახტებში გამოყენება არ შეიძლება. აქ, გამოიყენეს.

ნახეთ, ამ დამატებითი დატვირთვის ქვეშ არანაირი საძირკველი გამოყენებული არაა, ანუ საკვამური პირდაპირ გაზსილიკატურ ბლოკზე დადეს. ეს საერთოდ კატასტროფაა! ამ კედელზე ბზარები გაჩნდება. 1–2 წელში ბზარები აუცილებლად გაჩნდება.

ღიობების შესახებ. ღიობები ზღუდარებით გაკეთებულია. რკინაბეტონის ზღუდარები. ძლიერია, ყველაფერი დაცულია, მაგრამ სიცივის ხიდები? ნამის წერტილი? არა, არ სმენიათ. როგორ შეიძლება გაზსილიკატური ბლოკები D500 250 მმ გააკეთოთ და ჩვეულებრივი, დაუმთბარი ზღუდარები გამოიყენოთ. ყოველთვის ნესტიანი იქნება. ობი, ნამის წერტილი – რა არ იქნება. საშინელებაა! საერთოდ საშინელება!

მშენებლობის მომენტში კავშირები თითქმის არ ყოფილა. გაზსილიკატური ბლოკები თაბაშირ–მუყაოს პროფილებით დამაგრებულია. ხედავთ? ეს უბრალოდ საშინელებაა! ასე არ შეიძლება! გახსოვდეთ, უნდა გამოიყენოთ მოქნილი კავშირები და საკმაოდ ხშირად, რომ გარე კედელი ძირითად კედელთან საიმედოდ დამაგრებული იყოს.

კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რომელიც დავინახე. გულწრფელად, ასე სახლის გადახურვა არასდროს მინახავს. მაუერლატი. გაზსილიკატური ბლოკები უბრალოდ არმატურით გაამაგრეს. გასაოცარია! ანუ ბლოკში არმატურა ჩასვეს და მორჩა. ასეთი უხეიროდ გაკეთებული ჯერ არ მინახავს. სახურავი შენობის ძირითად ტანზე მიმაგრებული არაა. ხშირად ვხედავთ ასეთ რამეს ამერიკაში? დიახ, ტელევიზორში, როცა ძლიერი ქარიშხალია და სახურავები დაფრინავს. ანუ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა და რას ვხედავთ ახალ ამბებში? ამ სახლს. ნახავთ, როგორ აფრინდება სახურავი ამ ქარიშხლის ძალით.

ნახეთ, მაუერლატის დაფების ქვეშ მინერალური ბამბა დააფინეს. როგორც წესი, ქაფით ვავსებთ. ასე უკეთესია. კარგი, ყოჩაღ. რაღაც მაინც გააკეთეს. როგორღაც ნაკერები დახურეს. უბრალოდ გაზბლოკში ჩადებულ არმატურას დაფა დაადეს. შოკში ვარ! სახურავზეც ბევრი შეცდომაა, მაგრამ, ეს უკვე წვრილმანია.

აი, ასეთ სახლს ჩვენთან ახლოს აშენებენ. გულწრფელად, ასეთი უხარისხოდ გაკეთებული პირველად ვნახე. შორიდან ლამაზი სახლია, კარგად (სწორად) მოპირკეთებული აგურით. ამ მხრივ პრეტენზია არ გვაქვს. ახლოს მისვლისას, ყველაფერი თვალსაჩინოა. სახლი ძალიან ცივი იქნება.

გავლისას მშენებლობის პროცესს ვაკვირდებოდი და არ მინახავს, რომ რაიმეს ამაგრებდნენ: არც მინაპლასტმასის არმატურით, არც ჩვეულებრივი არმატურით და არც რაიმე ბადით. არ მინახავს. შესაძლოა, გააკეთეს, მაგრამ არ შემიმჩნევია. ძირითადი და მოპირკეთებული აგურის დამაგრება ნახეთ – თაბაშირ–მუყაოს პროფილებზე და ისიც იშვიათად. ასე თუ ამაგრებდნენ, ხშირად მაინც გამოეყენებინათ.

სხვათა შორის, საძირკველი გასულ წელს გააკეთეს. საძირკველზე პრეტენზია არ მაქვს. ბეტონი, ლენტური საძირკველი კარგ სიღრმეზე ჩაასხეს. კითხვები არ მაქვს. აი, რაც კედლებზე გააკეთეს, თავად ხედავთ. იქნებ, რაღაც ვერ შევნიშნე და ყურადღება არ მივაქციე. ასეთი რამეს პირველად ვხედავ.

ვფიქრობ, რომ ასეთ სახლებს ხშირად აშენებენ. ანუ მეორადი აგურით, ძალიან თხელი, ცივი კედლებით. გარეგნულად ლამაზია, ხოლო შიგნით. სახურავის გადახურვა თქვენც ნახეთ. სილიკატური აგურის საკვამური, რომელიც გაზბეტონის ბლოკის ძირითად კედელს ყოველგვარი საძირკვლის გარეშე უკავშირდება. ასე გაკეთება არ ღირს! თუნდაც გასაყიდად.

თუ ეს კერძო სახლია, მესაკუთრე მწარედ მოატყუეს. თუ გასაყიდია, გამოდის მესაკუთრემ იცის, რას აკეთებს და ასე დაზოგვა სურს.

გთხოვთ, ასე არ გააკეთოთ! სახლი ხარისხიანად, სინდისიერად ააშენეთ, რადგან ყველა ეს პრობლემა დაგიბრუნდებათ. სახლი სწორად, ლამაზად და ხარისხიანად ააშენეთ.“