4 შეცდომა წებვადი ლენტის გამოყენებისას, რომელსაც ოსტატებიც უშვებენ

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ხელოსნები და სანტექნიკოსები მილებზე ძველ კეთილ სელს ახვევდნენ. ახლა თითქმის ყოველთვის წებვადი ლენტი გამოიყენება. რა შეიძლება იყოს საიზოლაციო მასალის რამდენჯერმე შემოხვევაზე უფრო ადვილი? სინამდვილეში, ყველაფერი მარტივი და თვალსაჩინო არაა. გამოცდილი სპეციალისტებიც წებვადი ლენტის გამოყენებისას შეცდომებს უშვებენ. Novate ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს გიზიარებთ.

1. არასაკმარისად დახვევა

ალბათ, გავრცელებულ შეცდომებს შორის ყველაზე იშვიათია. ძირითადად, არა უცოდინრობით, არამედ უყურადღებობით გამოწვეულია. იდეალურ შემთხვევაში ლენტი ძლიერად უნდა დაახვიოთ, რომ კუთხვილს მჭიდროდ მიეკვრას. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წებვადი ლენტი ძალიან მკვრივი მასალაა, ამიტომ ძალის გამოყენების არ უნდა შეგეშინდეთ. ლენტი ჰერმეტულ დაკავშირებას მხოლოდ მჭიდრო დახვევის შემთხვევაში უზრუნველყოფს.

2. საკმარისი არააა ან ბევრია

წებვადი ლენტი კარაქი ფაფაში არაა. ის ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა შეიძლება იყოს. ორივე შემთხვევაში ჰერმეტული კავშირი ზარალდება. საჭირო რაოდენობა ცდების ხარჯზე განისაზღვრება. მუშაობისას არ დაგავიწყდეთ, რომ წებვადი ლენტი მშრალ და კარგად გასუფთავებულ ზედაპირს უნდა დაახვიოთ. თუ მილი ჭუჭყიანია, ლენტი, სავარაუდოდ, დანაოჭდება და თავის ფუნქციებს ვერ შეასრულებს.

3. წებვადი ლენტის გამოყენება სარეცხ მანქანაში

ზოგიერთი სახლის მფლობელი თვლის, რომ სარეცხი მანქანის შლანგზე წებვადი ლენტის გამოყენება კარგი იდეაა. სინამდვილეში, საშინელი იდეაა! ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია. თუ წყლის მიწოდების შლანგზე ლენტს დაახვევთ, გაჟონვის გაჩერებას ნამდვილად შეძლებთ, თუმცა ასე შლანგის ცვეთა დაჩქარდება და შეიძლება შემდგომი გახეთქვის მიზეზი გახდეს.

4. წებვადი ლენტის გამოყენება ნებისმიერ კუთხვილზე

ერთი შეხედვით, წებვადი ლენტის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ კუთხვილზე, მათ შორის არა მხოლოდ სანტექნიკაში. სინამდვილეში, ასე არაა. უფრო მეტიც, წებვადი ლენტა სანტექნიკაშიც ყოველთვის არ გამოიყენება. ზოგიერთ კავშირს „მშობლიური“ იზოლაცია აქვს და დალუქვა არ სჭირდება. წებვადი ლენტის არაპირდაპირ დანიშნულებით გამოყენება როგორც მინიმუმ კავშირის სიმჭიდროვეს შეამცირებს. ამავდროულად, ლენტის ნაჭერი შეიძლება მილში მოხვდეს და მისი დაბლოკვა გამოიწვიოს.