ამერიკელმა ციცქნა სახლი თანამედროვე საცხოვრებლად გადააკეთა, რომ იპოთეკასა და ქმარზე დამოკიდებული არ ყოფილიყო

მხოლოდ ხელფასით საკუთარი საცხოვრებლის შეძენა აუხდენელი ოცნებაა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეთ. თუ ვსაუბრობთ დიდი ქალაქის პრესტიჟულ უბანზე, სადაც კოტეჟის ფასი 600 ათასი დოლარიდან იწყება, მით უფრო.  ჯენ გრესეტი, რომელიც ბაულდერში (აშშ, კოლორადოს შტატი) ცხოვრობს, განქორწინების შემდეგ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. საკუთარი სახლის შეძენა არ შეეძლო. ამ პერიოდში საშინაო ყოფასა და საცხოვრებელზე მისი შეხედულებები კარდინალურად შეიცვალა.

უძრავი ქონების თანამედროვე ბაზარი ადამიანების რეალური ცხოვრებისგან იმდენად შორსაა, რომ ბევრი ენთუზიასტი ალტერნატიული მეთოდების ძიებას იწყებს. მოძრაობა Tiny house განსაკუთრებით აქტიურია, სადაც ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების წესი სრულიად შეცვალეს, პატარა სახლების შექმნის პირად გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. ჯენ გრესეტმაც, რომელიც პროფესიით გრაფიკოს დიზაინერი, კოპირაითერი და ფოტორედაქტორია, ეს გზა აირჩია. მას განქორწინების შემდეგ ბაულდერის (აშშ, კოლორადოს შტატი) მიტოვება არ სურდა, ამიტომ იპოვა მეთოდი საკუთარი მდიდრული სივრცის შესაქმნელად, რომელიც მის შეხედულებებს და საბანკო ანგარიშს შეესაბამებოდა.

მას უყვარდა ბაულდერის გარეუბანი, სადაც 18 წელი ოჯახთან ერთად გაატარა. ამ უბანში დარჩენა სურდა, რომ ახლოს ყოფილიყო შვილებთან, რომლებიც კოლეჯში სწავლობენ და სახლში მხოლოდ შაბათ–კვირას და არდადეგებზე ბრუნდებიან. ეს ყველაფერი საცხოვრებელს ეყრდნობოდა, რომლის შეძენა არ შეეძლო, რადგან პატარა სახლიც 600 ათასი დოლარი ღირდა. „მხოლოდ ხელფასით ამ უბანში ვერ დარჩებოდი, გათხოვებას ან ვინმესთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებდი“ – იხსენებს ჯემი.

საინტერესო ფაქტი Novate–სგან: სასურველ ადგილზე შეზღუდული ბიუჯეტით დარჩენის მეთოდების ძიებისას თანამედროვე ინტერიერის მქონე პატარა სახლების მშენებლობის შესახებ განცხადება იპოვა. ეს ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა ქალისთვის, რომელსაც შორს წასვლა და სახლის ყიდვა არ შეეძლო. დაუკავშირდა სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაპირებებს არც თუ ისე ასრულებდა, მაგრამ კლიენტს ნებას დაყვა, რომელმაც პროექტსა და მიკრო სახლის დიზაინში ცვლილებების შეტანა ისურვა. ჯენ გრესეტის დაჟინების წყალობით სახლი, რომელსაც Trailhead Tiny უწოდა, 2 წელში მზად იყო და 170 ათასი დოლარი დაჯდა, რაც შეთანხმებულზე 50 ათასი დოლარით მეტია.

გრესეტი დამატებითი ხარჯების მიუხედავად გიჟდება ახალ სახლზე ნათელი ღია ინტერიერით, რომელიც ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე არის – 31,5 მ². ჯენი პროექტის და დიზაინის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა, ამიტომ ახალი საცხოვრებელი აკმაყოფილებდა. უხვი ნატურალური ხე, თეთრი ფერთა სქემა შავი სანათებით და რამდენიმე აქსესუარი აქცენტებით სიკაშკაშეს მატებდა.

განსაკუთრებით მოსწონს სივრცის ოპტიმიზაცია, სადაც ყოველი სანტიმეტრი სწორად გამოყენებულია. მოკრძალებული ფართობის მიუხედავად სახლს აქვს მისაღები ოთახი ტყავის დივანი–ტრანსფორმერით, გაზის ბუხრით, დიდი ტელევიზორით, მასიური თაროებით და დაკიდული სავარძლით.

სამზარეულოში ნებისმიერი გემრიელობის მომზადება და პროდუქტების შენახვა შეუძლია. აქ, დადგმულია თეთრი ავეჯის გარნიტურა ჩაშენებული ტუმბოთი, მასიური მოძრავი უჯრებით, ნიჟარით, ქურის პანელით, ღია თაროებით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით. აქვეა სასადილო ზონა, რომელიც სამუშაო სივრცედ ადვილად გადაიქცევა, რადგან ჯენი ბოლო დროს დისტანციურად მუშაობს, რამაც პანდემიის რთულ პერიოდში მუშაობაში ხელი შეუწყო.

ჯენი სახლის მოდელის და განლაგების არჩევისას სააბაზანო ოთახის მოწყობას დიდ ყურადღებას აქცევდა. აქაა მუთუთიებული ფოლადის მინი აბაზანა, საშხაპე, ჩაშენებული კარადა–კომოდი, რომლის უჯრებში ბევრი ნივთი შეგიძლიათ შეინახოთ, ნიჟარა, ბიოტუალეტი. პატარა შესასვლელში სარეცხი მანქანაა. სახლს ცხელი წყალი რომ ჰქონდეს, წყლის გამაცხელებელია დამონტაჟებული.

Trailhead Tiny–ში საძინებელი ოთახი მეორე დონეზეა და სხვენის სივრცის მიუხედავად გამართულად შეგიძლიათ დადგეთ, რადგან საწოლის წინ პლატფორმა ქვემოთ მდებარეობს. ამ ზონის ინტერიერის მთავარი მახასიათებელია ჭერის ფანჯარა, საიდანაც სურვილის შემთხვევაში ცისფერ ცას და ვარსკვლავებს შეგიძლიათ უყუროთ. სხვა დროს ავტომატური ჟალუზებით იხურება, როგორც სხვა ფანჯრები. საძინებელში მხოლოდ ჩაშენებული კომოდია, რომელიც ტიხრის როლს ასრულებს. პირადი ნივთების და თეთრეულის შესანახად დამატებითი ადგილია.

იმის მიუხედავად, რომ მფლობელი ახალი საცხოვრებლის მოწყობით კმაყოფილია, პრობლემებს თავი ვერ აარიდა. პატარა საცხოვრებლის გამო ახალი ავეჯის ან ნივთის შეძენამდე ფიქრობს, სად დადებს და შეინახავს. თუ შენახვასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვება, არ ყიდულობს. ზამთრის პერიოდიც გართულებულია. თავიდან ფიქრობდა, რომ პარკირების ადგილის პოვნა გაუჭირდებოდა, მაგრამ შიში არ გამართლდა. სამაგიეროდ, სიცივეში წყალი იყინება, რაც სახლის კეთილმოწყობაზე უარყოფითად მოქმედებს. მომავალი ზამთრისთვის გამოსავალს იპოვის, მანამდე „სოფლური“ სახლით ტკბება, რომელიც ბაულდერის გარეუბანში გაჩერებულია, და სამომავლო გეგმებს აწყობს.