როზეტი კედლიდან მუდმივად ვარდება. გასწავლით, რა გააკეთოთ

მუდმივად კედლიდან ჩამოვარდნილი როზეტი არა თუ გულწრფელად უშნო, არამედ ნაკლებად უსაფრთხოა. განსაკუთრებით მაშინ, თუ როზეტი შორეულ კუთხეში კარადის უკან და კედელზე ძველებურად გაკრული ხალიჩით დამალული არაა, არამედ დენის წყაროა, რომელსაც გამუდმებით იყენებთ. ადრე თუ გვიან, ყველა აწყდება კედლიდან ჩამოვარდნილი როზეტის პრობლემას, ამიტომ უნდა იცოდეთ, რა გააკეთოთ ამ სიტუაციაში. Novate გასწავლით, როგორ მოიქცეთ.

როზეტის კედლიდან ჩამოვარდნას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. მაგალითად, მფლობელის ან ელექტრიკოსის შეცდომები მონტაჟის დროს, მასალის დაბალი ხარისხი, როზეტის არასწორი გამოყენება, რის გამოც დაზიანდა. ამ ყველაფერს ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს, რადგან როზეტის შეკეთება მაინც მოგიწევთ. თუ ამას დროულად არ გააკეთებთ, მოკლე ჩართვის პრობლემას ვერ აიცილებთ. უარეს შემთხვევაში, ასეთი როზეტით მთელი სახლი შეგიძლიათ დაწვათ, ასე კატის გარდა ვერავინ გადარჩება.

ლოდინი უკანასკნელი რამაა, რაც უნდა გააკეთოთ, როცა როზეტი მორყევას იწყებს. პრობლემა დაუყონებლივ უნდა მოაგვაროთ. გთავაზობთ 2 მეთოდს: მარტივი და საკუთარი ღირსების გრძნობის გასაზრდელი. მარტივი მეთოდი გულისხმობს კვალიფიციური სპეციალისტის გამოძახებას. ელექტრიკოსი თანხის სანაცვლოდ მთელ სამუშაოს მაღალ დონეზე შეასრულებს. რა თქმა უნდა, თუ კარგი ხელოსანია.

მეორე მეთოდი: როზეტი საკუთარი ძალებით შეაკეთეთ. მეთოდი საკუთარი რისკის და შიშის ქვეშ გამოიყენეთ. პირველ რიგში, როზეტი დენის წყაროდან გამორთეთ. ამისთვის დენის გამანაწილებელზე სწორი ავტომატი უნდა გამორთოთ. გამორთვის შემდეგ როზეტში დენის არ არსებობა შესაბამისი ხელსაწყოთი შეამოწმეთ. ახლა იწყება ვარიანტები.

როზეტი ხშირად ირყევა და ვარდება იმის გამო, რომ სამაგრში რამდენიმე ხრახნი მოშვებულია. ამ შემთხვევაში, სახრახნისით ხრახნებს მოუჭირეთ. ხშირად პრობლემას იწვევს ის, რომ როზეტის კოლოფი კედელზე არ ფიქსირდება. ამ შემთხვევაში ჯერ საყრდენამდე დამაგრება მოგიწევთ, შემდეგ როზეტის კოლოფის გვერდების სამონტაჟო წებოთი ან ბათქაშით ამოვსება. ზოგიერთ შემთხვევაში გაზკბილით როზეტის კოლოფის ლითონის ჩანართების მოჭერა საკმარისია. თუ ეს არაერთხელ გაკეთდა, სამაგრი საბოლოოდ გაცვდება. ამ შემთხვევაში მთელი „ჭიქის“ ახლით ჩანაცვლება მოგიწევთ.