5 ნიშანი, რომ ჭურჭელი სასწრაფოდ უნდა გამოცვალოთ

ნებისმიერ ნივთს მომსახურების ვადა აქვს და ჭურჭელი გამონაკლისი არაა. ზოგი ჭურჭელი რამდენიმე ათეული წელი გვემსახურება, სხვა – 1–2 წელი. Novate გიამბობთ, რომელი ნივთი უნდა გადააგდოთ მცირე დაზიანების შემჩნევისთანავე და რომელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკაწრების და ბზარების მიუხედავად.

1. კერამიკული

ბევრი ადამიანი ამ სახის ჭურჭელს ეკოლოგიურობის და მიმზიდველი გარეგნობის გამო უპირატესობას ანიჭებს. ამ უპირატესობებს ერთი წონიანი ნაკლი ფარავს – მტვრევადობა. კერამიკულ ჭურჭელზე ნაკაწრები და ბზარები ადვილად ჩნდება, ამიტომ პერიოდულად მისი განახლება მოგიწევთ. თუ კარადაში რევიზია დიდი ხანია არ ჩაგიტარებიათ, დროა გამოასწოროთ. ყველა თეფში და ფინჯანი დაზიანების ნიშნებზე შეამოწმეთ და „დეფექტური“ მაშინვე მოიშორეთ.

სამწუხაროდ, დაბზარული ჭურჭლის გამოყენება არ შეიძლება. მთავარი მიზეზი სამედიცინო საფრთხეა. ჭურჭლის შესაღებად გამოიყენება ნივთიერება, რომელშიც მავნე ლითონების კადმიუმის, კობალტის და ბორის მარილები შედის. ზედაპირის მთლიანობის დარღვევამდე უსაფრთხოა, მაგრამ ბზარების შემდეგ შხამიანი ნივთიერება შეიძლება კერძში მოხვდეს. გარდა ამისა, ბზარებში გროვდება ბაქტერიები, რომლებიც შეიძლება ორგანიზმში მოხვდნენ და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამოიწვიონ.

თუ კერამიკულ ჭურჭელს საფარი არ აქვს, უკეთესი სიტუაციაა. ასეთი ნივთი უფრო ეკოლოგიურია. ჩვენი დედები და ბებიები სხვადასხვა ქოთნებს ტყუილად არ იყენებდნენ. არსებობს მინუსიც. მასალის ფოროვანი სტრუქტურა საჭმლის სუნს და გემოს შთანთქავს, სხვა კერძების აღქმას ცვლის. თქვენს შეგრძნებებს ყურადღება მიაქციეთ: თუ ხორცში თევზის სუნს გრძნობთ, დროა ახალი ჭურჭელი შეიძინოთ.

ბოლო მიზეზი, რის გამოც გაბზარული თეფში და ჭიქა არ უნდა შეინახოთ, ეგზოტერულია. ითვლება, რომ ბზარებიანი ჭურჭელი უსიამოვნებების მაგნიტია. დაზიანებული ჭურჭლის და წარუმატებლობის კავშირს დაიჯერებთ თუ არა, თქვენი საქმეა. დაგვეთანხმეთ, გაბზარული თეფშიდან ჭამა არაესთეტიკური და სახიფათოა, თან თავის დაზიანების რისკი არსებობს.

2. ანტიმიწვის საფარის მქონე

ანტიმიწვის საფარის მქონე ჭურჭელი ბევრ დავას იწვევს. ზოგიერთი დიასახლისი თავის ტაფას თვალის ჩინივით უფრთხილდება და საფარის დაზიანების შემთხვევაშიც მის გამოყენებას აგრძელებს. სხვები პირველივე ნაკაწრის დანახვისთანავე უცერემონიოდ აგდებს. ვინ არის მართალი, ვინ გაცხარებული?

გულწრფელად რომ ვთქვათ, ტეფლონზე ნაკაწრები იწვევს მხოლოდ იმას, რომ ჭურჭლის ანტიმიწვის საფარის თვისებები უარესდება. გამორიცხული არაა, რომ დაზიანებული საფარის ნაწილაკები საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვდეს, მაგრამ იმდენად მცირეა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ გამოიწვევს. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ტეფლონი ქიმიურად ინერტულია. გამოდის, რომ ორგანიზმში ქიმიურ ელემენტებთან რეაქციაში არ შედის, ხოლო კუჭში მოხვედრისას ნაწლავებიდან გამოდის.

სწორედ ამიტომ, ანტიმიწვის საფარის მქონე ჭურჭელზე სხვადასხვა კერძი თამამად მოამზადეთ, სანამ შესაძლებელია. მცირე ნაკაწრები ხელს ვერ შეგიშლიათ. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მასში კერძის მომზადება არ გესიამოვნებათ.

3. მინანქრის

სხვა ჭურჭლისგან განსხვავებით, მინანქრის ჭურჭელი საკვების გემოს არ ცვლის, ამიტომ მასში კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ და შეინახოთ, კონსერვი და მარინადი გააკეთოთ. კერამიკული ჭურჭლის მსგავსი ნაკლოვანებები აქვს. პირველ რიგში, მტვრევადია. თუ დაუდევრად მოეპყრობით, ნაკაწრები გაჩნდება. მსგავსი დაზიანება ჭურჭელს გამოუსადეგარს ხდის. მცირე ნაკაწრიდან ლითონში სითხე ხვდება და კოროზიის პროცესი იწყება. ასე მავნე ნივთიერება ჭურჭლიდან საკვებში შეიძლება მოხვდეს. კიდევ ერთი დეტალი: მინანქრის ბასრმა ნაწილაკებმა შეიძლება საყლაპავი დაკაწროს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. სწორდ ამიტომ, დაზიანებული მიმანქრის ჭურჭელი სანაგვეში მოისროლეთ და ახალი ჭურჭელი შეიძინეთ.

4. ალუმინის

ბოლო რამდენიმე ათწლეულში ალუმინის ჭურჭლის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი დედები და ბებიები აღმერთებდნენ, ფაფის მოსახარშად, რძის გასაცხელებლად და სხვა კულინარიული პროცესებისთვის იყენებდნენ. დღეს დიასახლისებს ალუმინის ჭურჭელი აშინებს. მიზეზიც აქვთ. მეცნიერების კვლევის თანახმად, ალუმინის იონები ჭურჭლიდან საკვებში ადვილად გადადის და მნიშვნელობა არ აქვს, კერძს ამზადებთ თუ ინახავთ. მეორე მხრივ, საკვებში ლითონის შემცველობა ორგანიზმისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად საკმარისი არაა.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ ალუმინის ჭურჭელი ფრთხილად: მცირე დარტყმაზეც იზნიქება. თუ გვერდითა დაზიანებას შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ, ძირს – არა. ამ შემთხვევაში ჭურჭელი ქურას არ ეხება, რაც გათბობის დროს ზრდის (გაზის/დენის ხარჯსაც). სწორედ ამიტომ, ძველი ჭურჭელი ჩალასავით მოიშორეთ. უფრო პრაქტიკული და უსაფრთხო მასალის ჭურჭლით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, უჟანგავი ფოლადის ჭურჭლით.

5. თუჯის

ერთ–ერთი ყველაზე ეკოლოგიური და გამძლე ჭურჭელი. ბებიები და დედები აღმერთებდნენ და ათწლეულები იყენებდნენ. ძველებურ თუჯის ჭურჭელს (ტაფა, ქვაბი) ბევრ თანამედროვე სამზარეულოშიც იპოვით. პროფესიონალი მზარეულების თქმით, ასეთი ჭურჭელი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მათ, რომელთაც კერძებს მომზადება უყვართ, რადგან თუჯის ჭურჭელი კერძს თანაბრად აცხელებს და ანტიმიწვის საფარს ფლობს.

თუჯის ჭურჭელი უკვდავი არაა. თუ სათანადოდ არ იზრუნებთ, დაზიანდება. თუჯს სითხე არ უყვარს. თუ ყოველი გარეცხვის შემდეგ არ გაამშრალებთ, ჟანგი შეიძლება გაჩნდეს. კოროზია არ უნდა უგულებელყოთ, რადგან შეიძლება საკვებში მოხვდეს და ორგანიზმი დააზიანოს.

კარგი ამბავი: თუჯის ჭურჭლის მოწესრიგება შეიძლება. ჟანგის მოსაშორებლად სოდა და ძმარი ან სხვა ხალხური საშუალება გამოიყენეთ. პროფესიონალი საყოფაცხოვრებო ქიმიაც დაგეხმარებათ. ჭურჭელი კოროზიის მოშორების შემდეგ თამამად გამოიყენეთ. დარწმუნებული ვართ, რომ მომსახურების ვადა რამდენიმე წლით გაგრძელდება.