ბიუჯეტური საშუალებები პლასტმასის ფანჯრის რაფას ძველებურ სითეთრეს დაუბრუნებს

პლასტმასი ყველაზე პოპულარული მასალაა ფანჯრის რაფის დასამზადებლად. ადამიანების უმეტესობა მას ორი მიზეზით ირჩევს: ლამაზი გარეგნობა და შედარებით დაბალი ფასი. დროთა განმავლობაში ფანჯრის რაფა ძველებურ სითეთრეს კარგავს და ყვითლდება. ძვირიანი სპეციალური ქიმიის შეძენა არ იჩქაროთ! Novate გიამბობთ, როგორ დაუბრუნოთ ფანჯრის რაფას ძველებური გარეგნობა დიდი ხარჯების გარეშე.

სამწუხაროდ, როგორც არ უნდა სცადოთ სიყვითლის თავიდან აცილება, დრო თავისას აკეთებს. ამას დაუმატეთ ფლომასტერის და მარკერის, ბრილიანტის მწვანის, პრაიმერის, წებოს და სხვა საშუალების რთულად ამოსაყვანი ლაქები.

1. ვაშორებთ სიყვითლეს

სიიაფესთან ბრძოლაში ბევრი მწარმოებელი და მყიდველი ხარისხს მსხვერპლად იღებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი თეთრი პლასტმასი მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით გაყვითლდება, მაგრამ საეჭვო მასალისგან დამზადებული ფანჯრის რაფა მიმზიდველ გარეგნობას უფრო ადრე დაკარგავს.

ფანჯრის რაფიდან სიყვითლის მოსაშორებლად გამოგადგებათ როგორც მაღაზიაში შეძენილი, ასევე სახლში დამზადებული საშუალებები. მეორე ვარიანტს ნაკლებად ტოქსიკური შემადგენლობა აქვს და ადამიანისთვის სახიფათო არააა, ამიტომ მათგან დავიწყოთ.

პრიალა ფანჯრის რაფაზე უხეში ჯაგრისი და საწმენდი საშუალებები მსხვილი ნაწილაკებით არ გამოიყენოთ. ასე ზედაპირს დააზიანებთ, ღრმა ნაკაწრებს დატოვებთ. ასეთი საშუალებები გლუვ (ხორკლიან) მასალაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან გლუვი ჩვრით ან ღრუბლით სტრუქტურული ჩაღრმავებიდან ჭუჭყის ამოღება გაგიჭირდებათ.

სიყვითლის მოსაშორებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: სარეცხი საპონი და წყალბადის ზეჟანგი. რაც უფრო ჭუჭყიანია თქვენი ფანჯრის რაფა, მით უფრო მეტი სარეცხი საპონი დაგჭირდებათ.

სარეცხი საპონი გახეხეთ და ცხელი წყალი დაუმატეთ, გახსნამდე აურიეთ. მიღებული ნარევით ფანჯრის რაფა დაამუშავეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ საპონი სუფთა ჩვრით ან ღრუბლით ჩამორეცხეთ და გაამშრალეთ.

ახლა ფანჯრის რაფა წყალბადის ზეჟანგში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ. კვლავ სუფთა სალფეთქით ან ჩვრით გაამშრალეთ. ერთ პროცედურაში ფანჯრის რაფა თავისი სითეთრით გაგახარებთ.

თუ პლასტმასის სიყვითლის მიზეზი არა მზე, არამედ ჭუჭყია, საპონი დაგეხმარებათ. ფანჯრის რაფა მსუბუქი საპნიანი ხსნარით გაწმინდეთ. ახლა 1 ლ წყალში ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება გააზავეთ. ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე აურიეთ. ფანჯრის რაფა ამ ხსნარში დასველებული ღრუბლით გაწმინდეთ. ახლა სუფთა წყლით ნარევი მოაშორეთ და ფანჯრის რაფა გაამშრალეთ.

თუ საპნიანი ხსნარი ლაქების მოშორებაში ვერ დაგეხმარათ, დროა მძიმე არტილერია ჩართოთ: წყალი + 1 ს/კ სოდა + 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი. სოდის გრანულები სრულად უნდა გაიხსნას, რომ ზედაპირი არ გაკაწროს. ნარევი პულვერიზატორით ფანჯრის რაფას წაუსვით და 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ სუფთა წყლით გაწმინდეთ.

მნიშვნელოვანია: მშრალი მდოგვი და ლიმონმჟავა ფანჯრის რაფის გასაწმენდად არ გამოიყენოთ! ისინი ზედაპირის ზედა ფენას აზიანებენ და ფანჯრის რაფაზე ნაკაწრები გაჩნდება.

თუ სიყვითლე პლასტმასში ღრმად გამჯდარია, მათეთრებელი ფხვნილი გამოიყენეთ (2 ს/კ მათეთრებელი + 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი 1 ლ წყალზე). ნარევი თბილი არ უნდა იყოს. მიღებული საშუალება ფანჯრის რაფაზე გაანაწილეთ და 10 წუთით გააჩერეთ. წყლით გადაწმენდა არ დაგავიწყდეთ!

ცარცი კბილის ფხვნილთან ერთად ფანჯრის რაფას სითეთრეს დაუბრუნებს.

ცარცი (1 ცალი საკმარისია) დაფშვენით. 1 ს/კ ცარცის ფხვნილს წყალი აურიეთ. სურვილის შემთხვევაში კბილის ფხვნილი დაუმატეთ. მიღებული თეთრი ფაფა ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით. მოქმედების დრო ჭუჭყის ხარისხზეა დამოკიდებული. რბილი ღრუბლით ჭუჭყი მოაშორეთ, შემდეგ კარგად გაწმინდეთ. სოდისა და სხვა ფხვნილისგან განსხვავებით, ცარცის გრანულები ძალიან წვრილი და რბილია, ამიტომ ფანჯრის რაფას არ კაწრავს. თუ ზედაპირზე ცარცის თეთრი ნადები დარჩა, მის მოშორებას სუფთა მშრალი ჩვრით შეძლებთ.

გამოცდილი დიასახლისები კიდევ ერთ ეფექტურ საშუალებას იყენებენ, ესაა ჭურჭლის სარეცხი საშუალების, ძმრის და სოდის ნარევი. ჭუჭყიანი ადგილი სველი ჩვრით დაასველეთ. შემდეგ სოდა წაუსვით. ცოტა სარეცხი საშუალება ძმარში დასველებულ ჩვარს დაუმატეთ. ქიმიური რეაქციის შედეგად ქაფი წარმოიქმნება, რომელიც 15 წუთით უნდა გააჩეროთ, შემდეგ ჩამორეცხოთ. მნიშვნელოვანია: ხსნარი დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან ფერი შეიძლება შეცვალოს.

სამწუხაროდ, წარმოქმნილ სიყვითლეს ზოგჯერ ყველაზე გავრცელებული შინაურული ხრიკები ან ძვირიანი საყოფაცხოვრებო ქიმიაც ვერ უმკლავდება. პლასტმასს თეთრი ფერი რომ დაუბრუნოთ, მეტი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ: წმენდის რამდენიმე მეთოდი მორიგეობით გამოიყენეთ.

2. ბავშვური ცელქობა: სკოჩის, საღებავის, ფლომასტერის ლაქების მოშორება

ბავშვებს 24/7 საათით თვალყურს ვერ ადევნებთ. სამყაროს პატარა მკვლევარები ფანჯრის თეთრ რაფებს ტილოდ ხშირად იყენებენ. თუ ასეთი რამ მოხდა, ლაქების მოშორება მელამინის ღრუბლით სცადეთ. თავისი შემადგენლობით თეთრი ფერის სკოლის საშლელს წაააგავს. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენების შემდეგ ყველა მარცვალი შეაგროვოთ, რომ ბავშვმა პირში არ ჩაიდოს, რადგან ასე შეიძლება მოიწამლოს.

საღებავის და ზეთზე დაფუძნებული მარკერის ლაქების მოშორება მზესუმზირის ზეთით ან ცხიმიანი კრემით სცადეთ. საშუალება ლაქას წაუსვით, შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ღრუბლით დაამუშავეთ.

ფანჯრის რაფას სკოჩის კვალს ბამბის დისკით და სპირტით მოაშორებთ. ყურადღებით იყავით: ნიშადურის სპირტის გამოყენება არ შეიძლება! როგორც კი, წებოვნება და ჭუჭყი მოშორდება, ფანჯრის რაფა თბილი წყლით კარგად გარეცხეთ.

3. პრევენცია უკეთესია

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ფანჯრის რაფა მზის პირდაპირი სხივების გამო ფერს იცვლის. სიტუაცია რომ არ გაამწვავოთ და დროზე ადრე არ დააზიანოთ, გაითვალისწინეთ რჩევები:

  • ყოველდღე საპნიანი ხსნარით გაწმინდეთ.
  • ყვავილების ქოთნების სადგამები სალფეთქზე დადეთ.
  • ფანჯრის რაფაზე რაიმე ცხელი არ დადოთ.
  • ხარისხიანი მასალის ფანჯრის რაფებს უპირატესობა მიანიჭეთ.