1000 წითელი ქოთნის ქუჩა: შანხაიში ისტორიული კვარტალის რეკონსტრუქცია დასრულდა

შანხაიში დასავლური ევროპული იერსახის ბევრი არქიტექტურული შენობა შემორჩენილია. ამას ხელი შეუწყო მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და იმან, რომ ადრე ქალაქის ნაწილი უცხოური კონცენსიის მმართველობის ქვეშ იყო. ტრადიციულ შენობებთან შერეულმა რამდენიმე სტილმა ცნობილი არქიტექტორი ჟან ნუველია შთააგონა ისტორიული კვარტალის რეკონსტრუქციის სპეციალური პროექტის შექმნა. ასე კვარტალი თანამედროვე საოფისე ცენტრად იქცა შუაში მშვენიერი ქუჩით, რომელიც 1000 წითელი ქოთნით მორთულია.

შანხაი მსხვილი მეგაპოლისი და მნიშვნელოვანი ფინანსურ–კულტურული ცენტრია, მაგრამ მის ზოგიერთ უბანში კოლონიურ სტილთან დაკავშირებული კოლორიტული არქიტექტურული სტრუქტურები შემორჩენილია. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი მიმართულება შერეულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული ქუჩები ავთენტური შენობებით და კოლონიური ეპოქის სასახლეები, როცა ქალაქი უცხოური კონცესიის მმართველობის ქვეშ იყო, მათ შორის ფრანგულის (1849-1946 წწ.). ისტორიული უბნის საპატიო ასაკის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტა.

სიმბოლურია, რომ ფრანგული კონცენსიის ერთ–ერთი კვარტალის განახლებაში ჩაერთო ფრანგი არქიტექტორი, ჟან ნუველი (2008 წელს პრიცკერის პრემიის ლაურეატი, მონუმენტური ურბანული დაგეგმარების გმოჩენილი ოსტატი), რომელსაც ხალხის საზოგადოებრივი ცნობიერების გაფართოება შეუძლია. იმ ქალაქის, სადაც მორიგი შედევრის შექმნას აპირებს, ისტორიისა და კულტურის პატივისცემის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ეცადა განახლებული ობიექტი მიმდებარე ლანდშაფტს ორგანულად შერწყმოდა. ამავდროულად, არ დაავიწყდა დროისა და სტილის კავშირი, სივრცის გამწვანება, რომელიც გადაიტანეს ვერტიკალურ სიბრტყეზე, და ინოვაციური ელემენტები, რომელიც მომავლის არქიტექტორაში ერთგვარი გასასვლელია.

აღსანიშნავია: კვარტალი, რომელიც ორ დატვირთულ ქუჩას (მა დანგი და დან შუი)) შორის მდებარეობს, მრავალფუნქციურ ცენტრად გადაკეთდა, ერთგვარი ქალაქი ქალაქში, რომელსაც შთამბეჭდავი შენობები და საკუთარი სავაჭრო ქუჩა აქვს. როგორც ეს ძველ კარგ დღეებში იყო, როცა სავაჭრო ქუჩები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჟან ნუველიას ჩანაფიქრით, ქუჩა ყოფს საოფისე შენობას, რომელიც დეველოპერულმა და საინვესტიციო კომპანიამ CIFI Holdings დაკვეთით ააშენა. არქიტექტურული ობიექტი სახურავის ქვეშ ერთიანდება.

პროექტის ავტორმა საუკუნოვანი ტრადიციებისა და კოლორიტული ჩინური ქუჩებისადმი პატივისცემის გამო იზრუნა არა მხოლოდ გამვლელებზე, რომლებიც სავაჭრო ქუჩაზე სეირნობისას სიამოვნებას იღებენ. ოფისის თანამშრომლებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, რომ ცოცხალი ბუნების გარემოცვაში იმუშაონ, თან სამუშაო პროცესის კონფიდენციალობა და შენობის ფასადის ფერში შეღებილი ვერტიკალური ჟალუზებით განათების დონე თავად დაარეგულირონ.

მრავალფუნქციური კომპლექსი Henderson CIFI Tiandi ფეხით მოსიარულეებს შენობის კაშკაშა ფასადით და მასშტაბური გამწვანებით იზიდავს. მთავარი ქუჩის და ტროტუარის მხრიდან, რომელიც შენობას გარედან ერტყმის, ახალი საოფისე ცენტრი გამოირჩევა მრავალი თიხის ქოთნით და ცოცხალი ყვავილებით, რომელთაც ფასადის ფერი აქვთ. თავად კომპლექსი გარედან ქვიშისფერ–ნაცრისფერ ტონებშია შეღებილი, როგორც მიმდებარე არქიტექტურული ობიექტები.

Novate–ს ინფორმაციით, ახალი ქუჩა, რომელიც გენიალური თანამედროვე არქიტექტურის ძალისხმევით გამოჩნდა, ნათელი ადგილია, რომელიც შანხაის მაცხოვრებლებს და სტუმრებს მისი ზღაპრული სამყაროს დასათვალიერებლად იზიდავს. თავად პროექტის ავტორი მას უწოდებს „1000 წითელი ქოთნის ქუჩას“ (იგივე ყუთი ან დოქი). ეს ალეგორია არაა, არამედ რეალობა, რადგან პროექტით ფასადი, აივანი, ჟალუზი, საჰაერო ხიდი და გადასასვლელი წითელ, ყავისფერ და ტერაკოტას ფერებშია შეღებილი. ყვავილებით სავსე ქოთნები თავისი ფორმით და მდებარეობით კომპლექსს Henderson CIFI Tiandi აერთიანებს იმის მიუხედავად, რომ ობიექტის ინტერიერსა და ექსტერიერს განსხვავებული ფერები აქვს.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი დეტალი, რომელიც ყურადღების ღირსია, – მინის სახურავი, რომელიც ორ ნახევარს ერთ შენობად აერთიანებს. ის შემკვრელი რგოლი და მასშტაბური ატრიუმია, რომელიც ნებისმიერ ამინდსა და დღის მონაკვეთში სასეირნოდ სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ასევე დამატებით ადგილს ოფისების, ბუტიკების, კაფე–რესტორნების თანამშრომლების დასასვენებლად და საკომუნიკაციოდ. მათთვის ხელმისაწვდომია საჰაერო ხიდები და გადასასვლელები, რომლებიც ფეხით მოსიარულეების ხედვას არ უშლის. გამჭვირვალე მინა როგორც შენობის შიგნით, ასევე მცენარეებს სინათლით მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის, საცალფეხო ზონას ურბანული ნისლისგან, ძლიერი წვიმისგან, ქარისა და სეტყვისგან იცავს.

მრავალფუნქციური ცენტრის ფასადის, მისი ზედა სართულის და თავად „1000 ქოთნის ქუჩის“ გამწვანება შექმნილია იმისთვის, რომ ურბანული ობიექტის ასეთი გაფორმების დადებით ასპექტები ნათლად წარმოაჩინოს. მცენარე ბუნებრივ ჩრდილს ქმნის და დენს ზოგავს, თან განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. სტუდიის გუნდი Ateliers Jean Nouvel მისი დამფუძნებლის ხელმძღვანელობით იმედოვნებს, რომ „მცენარეების არქიტექტურაში ინტეგრირება შექმნის მაგალითს, როგორი უნდა იყოს მომავლის ეკოლოგიური ქალაქი, სადაც მიმდებარე ეკოსისტემაში ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს ჰარმონიული თანაარსებობა მთავარია“.

თუ 40 ათასი მ² ფართობი Henderson Cifi Tiandi–ის კომპლექსის სტრუქტურაზე ვსაუბრობთ, სადაც სავაჭრო ობიექტები და 6 მიწისქვეშა სართულია, საინტერესო ფორმებით, ვერტიკალური გამწვანებით, მასშტაბური შემინვით და ბევრი ორიგინალური არქიტექტურული ელემენტით გამოირჩევა. სავაჭრო ობიექტები და საზოგადოებრივი კვების ზონები მდებარეობს პირველ სართულზე, ხოლო საოფისე ობიექტები ზედა სართულზე 25 ათას მ² ფართობს იკავებს. სახურავის ქვეშ ზონაც ათვისებულია. შენობის ერთი ნაწილი თანამშრომლების დასასვენებლად და სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად არის განკუთვნილი, მეორეში მოწყობილია ზამთრის ბაღი, სადაც ხეივნებში შეგიძლიათ გაისეირნოთ და ხეების ჩრდილში სკამზე დაისვენოთ. შენობის ეს ნაწილი შანხაის განახლებულ ისტორიულ უბანზე ულამაზეს პანორამულ ხედებს უზრუნველყოფს.