6 ხრიკი, როგორ მოვაშოროთ მინის მაგიდას ნაკაწრები

მინის მაგიდა ლამაზად და ეფექტურად გამოიყურება. ის თითქოს სივრცეში იშლება და ამით სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას ანიჭებს. ასეთ ავეჯს მინუსიც აქვს: „მგრძნობიარე“ ზედაპირზე ჭურჭელი ნაკაწრებს ტოვებს. Novate გიამბობთ, რომელი საშუალებები გამოგადგებათ, რომ მინას პირვანდელი იერსახე დაუბრუნოთ.

1. კბილის პასტა

ეს არა მხოლოდ პირადი ჰიგიენის საშუალებაა, არამედ შეუცვლელი დამხმარე საოჯახო საქმეში. კბილის პასტა აგვარებს ბევრ პრობლემას, რომლებსაც დიასახლისები სახლის დალაგებისას აწყდებიდან. მინის მაგიდაზე ნაკაწრები გამონაკლისი არაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ თეთრი კბილის პასტა სხვა დანამატების გარეშე (მაგალითად, მენთოლი ან ბალახი) უკეთესია. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ მაგიდაზე ფერადი ლაქები არ დარჩება.

პირველ რიგში, ზედაპირს ჭუჭყი მინის საწმენდი სპრეით მოაშორეთ, შემდეგ მიკროფიბრის სალფეთქით ან ნებისმიერი ნაზი ქსოვილით გაამშრალეთ. ამის შემდეგ ცოტა კბილის პასტა ნაკაწრებს წაუსვით და 10-15 წუთით გაშრობამდე გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ დარწმუნდით, რომ საშუალება „შეწოვილია“. მაგიდა მინის საწმენდი სპრეით კარგად გადაწმინდეთ. პროცედურას საკმარისი დრო დაუთმეთ, რომ ყველა ნაკაწრი მოიშოროთ.

შენიშვნა: კბილის პასტის პირველი წასმის შემდეგ შედეგი შეაფასეთ. შესაძლოა ნაკაწრების სრულად მოსაშორებლად პროცედურის გამეორება დაგჭირდეთ. გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც პირველად: კბილის პასტა სალფეთქს წაუსვით, დაზიანებული ადგილი წრიული მოძრაობით ნახევარი წუთით დაამუშავეთ და გააჩერეთ, რომ გაშრეს.

2. სოდა

სოდა იმავე პრინციპით შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კბილის პასტა. პირველ რიგში, სოდა სქელი ფაფის მიღებამდე ცოტა წყალში გახსენით, შემდეგ თითზე რბილი ქსოვილი დაიხვიეთ, პასტაში ამოავლეთ და მიღებული ნარევი წვრილ ნაკაწრებს წაუსვით. ზედაპირი გააპრიალეთ, ბოლოს თბილი წყლით ნარჩენები მოაშორეთ და მიკროფიბრის სალფეთქით გაამშრალეთ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაკაწრი მინიმუმ 30 წამით უნდა დაამუშავოთ. დაზიანებულ ადგილს დააკვირდით: ან სრულად უნდა გაქრეს ან მაქსიმალურად შეუმჩნეველი გახდეს. სოდის ნაცვლად ტალკი ან ბავშვის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან მსგავსი ეფექტი აქვს.

3. მდოგვი + ძმარი

ნაკაწრებთან საბრძოლველად კიდევ რამდენიმე შინაურული საშუალება არსებობს. მშრალი მდოგვის და ძმრის ტანდემი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. პატარა თასში ორი ინგრედიენტი აურიეთ, რომ მიღებული ნარევი სქელ არაჟნის მსგავსი გახდეს. ნარევი გასუფთავებულ მინის ზედაპირს წაუსვით, შემდეგ მშრალი ქსოვილით გააპრიალეთ. კბილის ჯაგრისზე უკეთეს შედეგს მიიღებთ – ნაკაწრები გაქრება. ძმრისა და მდოგვის ნარევი სერიოზულ ნაკაწრებთან უსარგებლოა.

4. ფრჩხილების ლაქი

მაშინაც კი, თუ მანიკურს სახლში არ იკეთებთ (და მომავალშიც არ აპირებთ), ბოთლი გამჭვირვალე ლაქით ყოველთვის გქონდეთ. აღმოჩნდა, რომ ლაქი არა მხოლოდ კოლგოტზე წასულ თვალს აჩერებს, არამედ მინაზე ნაკაწრებთან ბრძოლაში კარგ შედეგს იძლევა.

პირველ რიგში, ზედაპირი გაწმინდეთ. ამ მიზნით ჩვეულებრივი აცეტონი გამოიყენეთ. ახლა მაგიდაზე ნაკაწრებს უფერო ლაქი წაუსვით. ლაქის მოსაშორებელი საშუალება ბამბის ჩხირში დაასველეთ და ნაკაწრების გვერდით ზედაპირი ფრთხილად გაწმინდეთ, რომ ზედმეტი ნაწილები მოაშოროთ. გაშრობა აცადეთ. დაახლოებით 50-60 წუთი სჭირდება. შედეგით დატკბით.

5. მინის საპრიალებელი

ხალხური მეთოდების შემდეგ პროფესიონალურზე გადავიდეთ. თუ არ იცით, არა მხოლოდ ხის ავეჯის, არამედ მინის საწმენდი საპრიალებელი არსებობს. ზოგიერთ მათგანს კარგი „შემახორცებელი“ ეფექტი აქვს და ნაკაწრებს რამდენიმე წუთში აქრობს. საყოფაცხოვრებო ქიმიისგან განსხვავებით, რომელთაც ტექნიკური მომსახურების სერვისში იყენებენ, ეს საშუალება სპეციალურ საპრიალებელ აღჭურვილობას არ მოითხოვს. რბილი ჩვარი საკმარისია.

გამოგადგებათ საყოფაცხოვრებო ქიმია წარწერით „ანტინაკაწრები“. ასეთს ავტომაღაზიებში იპოვით. ზემოხსნებულ პროდუქტებთან შედარებით არანაკლებ ეფექტურია, ზედაპირს იდეალურ სიპრიალეს ანიჭებს. პასტა რბილი მიკროფიბრის ჩვრით წრიული მოძრაობით შეაზილეთ. ზედმეტი ნარევი უხაოიანი ქსოვილით ან მშრალი სალფეთქით მოაშორეთ, მაგრამ მხოლოდ გაშრობის შემდეგ.

იმედი არ გქონდეთ, საშუალება არა მხოლოდ მცირე, არამედ ღრმა ნაკაწრებსაც გაუმკლავდება. სწორედ ამიტომ, ვაუ ეფექტს არ ელოდოთ, რომ შემდეგ იმედი არ გაგიცრუვდეთ.

6. პასტა გოი

პასტა უნივერსალური ჯარისკაცია. მას ლითონის (მათ შორის ძვირფასი), პლასტმასის, მინის, ასევე სარკის დასამუშავებლად იყენებენ. მყარი მწვანე პასტაა, რომელიც ქრომის ოქსიდზეა დაფუძნებული. იმის მიხედვით, რომელ მასალას აწესრიგებთ, პასტის სახეობა შეარჩიეთ. ნარევი გაჯერების და მარცვლოვანების კუთხით 1–დან 4-მდე განსხვავდება. მინის მაგიდისთვის გოი №2 გამოიყენეთ.

რთული პროცედურის წინ მაგიდა მოაწესრიგეთ: ჭუჭყი მოაშორეთ და გაწმინდეთ, რომ პასტამ მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს. ახლა ნარევი რბილ ჩვარს წაუსვით და დაზიანებული ზონები წრიული მოძრაობით დაამუშავეთ.

რჩევები

  • თუ შიშობთ, რომ წმენდის დროს რაღაც არასწორად მოხდება, მაგიდა შეირყევა და დავარდება, ვინმეს დაზღვევა და ავეჯის დაჭერა სთხოვეთ.
  • აპირებთ ნაკაწრის მოშორებას საფარიანი მაგიდიდან? მაშინ ზემომოცემული საშუალებები არ გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური ქიმია, რომელიც კონკრეტულად ამ სახეობის მინისთვისაა განკუთვნილი.
  • მინას ზედმეტად არ დააწვეთ. ასე ზედაპირს დიდ ზიანს მიაყენებთ.
  • თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პრობლემას გაუმკლავდებით, სპეციალისტს რჩევა ჰკითხეთ. ის ნაკაწრების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებას გირჩევთ.