8 ეფექტური საშუალება სახლიდან ბუზების მოსაშორებლად

ახალი და ხელმისაწვდომი ბოსტნეულის, პიკნიკების და ფართოდ გაღებული ფანჯრების სეზონი თითქმის დაიწყო. სამწუხაროდ, თბილი დღეების სიხარული ბუზებმა შეიძლება დაჩრდილოს. დაუპატიჟებელი მომაბეზრებელი სტუმრების მოშორება მარტივია, მთავარია, რამდენიმე საიდუმლო იცოდეთ.

ბუზები სახიფათო დაავადებების გადამტანია. სახლში მათი ყოფნა შეიძლება ადამიანის საავადმყოფოში მოხვედრით დასრულდეს. ამისთვის საკმარისია, რომ ბუზი დააჯდეს პროდუქტს ან ღია ზედაპირს, სადაც შემდეგ საკვებს დადებთ. დიზენტერია, კონიუნქტივიტი, ჰელმინთები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რითაც ადამიანი დაინფიცირებული პროდუქტის ჭამით შეიძლება დაინფიცირდეს.

საიდან ჩნდება ბუზები

სითბო ბუზების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემოა. ისინი და მათი ლარვები სახლში ქუჩიდან, დაზიანებული ხილ–ბოსტნეულიდან და სავენტილაციო არხიდან ხვდებიან. არა, მათ ადამიანის სახლში მოხვედრის მწვავე სურვილი არ აქვთ. ზაფხულში ქუჩის ორგანული ნაგავიც ყოფნის. ბინაში მოხვედრისას უკან გაფრენა უბრალოდ არ შეუძლია. ალბათ, ნაცნობი სურათია: ბუზი ოთახიდან ოთახში დარბის და მინას ეჯახება. საქმე იმაშია, რომ მისი თვალის სტრუქტურა მინის ამოცნობის საშუალებას არ იძლევა.

ჰიპერაქტიური მწერების მორიგი ტალღა ცივი ამინდებია, როცა ბუზი სითბოს ეძებს. ზამთარში იძინებს და ამის გაკეთება ბინის ფარულ კუთხეებში შეუძლია.

მფრინავი არსებები პატარა ზომის მიუხედავად ბევრ პრობლემს იწვევენ. გარდა იმისა, რომ ბუზებს პროდუქტებსა და ზედაპირებზე კვერცხების დადება შეუძლიათ, იკბინებიან კიდეც! მათ ნაკბენს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელსაც ქავილი, გაღიზიანება ახლავს.

კაცობრიობა თავის გამოგონებებში შორს გაიჭრა და ქიმიური მრეწველობა გამონაკლისი არაა. დღეს მაღაზიები ბუზებთან საბრძოლველად ბევრ ქიმიურ საშუალებას გვთავაზობენ. ისინი მხოლოდ მწერებს არ კლავენ. მძაფრი სუნის და შემადგენლობაში ზოგიერთი კომპონენტის გამო ადამიანისთვის სახიფათოა: დახრჩობის ან ალერგიული რეაქციის რისკი არსებობს. Novate გამოცდილ ხალხურ საშუალებებს გირჩევთ. გიამბობთ, როდის შეძლებთ დამოუკიდებლად გამკლავებას და როდის მიმართოთ სპეციალისტს.

ცნობილია, რომ პრევენცია ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე შედეგების მოგვარება. ცხელ ამინდში ფანჯარაზე მწერების საწინააღმდეგო ბადე გამოიყენეთ, სადარბაზოებში წებოვანი ლენტები–ხაფანგები დაკიდეთ. ყველა ღია ზედაპირიდან სასმელი და საჭმელი აიღეთ, ყოველდღე ნაგავი გაიტანეთ, რომ სუნმა მწერები არ მიიზიდოს. ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭელი არ დატოვოთ.

თუ ბუზებმა თავი მოგაბეზრეს, მათ დასაჭერად რამდენიმე საშუალებას გთავაზობთ.

1. ხელნაკეთი ხაფანგი

ნებისმიერი ხაფანგის საიდუმლო სატყუარაა. ბუზებს ტკბილეული უყვართ, ამიტომ სატყუარად გამოგადგებათ მურაბა, ხილის ნაჭრები. პლასტმასის ბოთლის ყელი გადაჭერით. შიგნით სატყუარა ჩადეთ. ქაღალდი ძაბრივით დაახვიეთ და ბოთლში ისე ჩადეთ, ბასრი კუთხე სატყუარას არ ეხებოდეს. ბუზი სატყუარას ასაღებად კონსტრუქციაში ჩაფრინდება, მაგრამ ვიწრო ნახვრეტის გამო ვეღარ ამოვა.

თუ ეს ვარიანტი არ შეგეფერებათ, კიდევ ერთ მეთოდს გთავაზობთ. საპნის ქაფი დაგჭირდებათ. აიღეთ ქილა, ძმარი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხით. სითხე ქილის ძირს უნდა ფარავდეს. ქილას პარკი დააფარეთ და გახვრიტეთ ისე, რომ ბუზებმა მისი გავლით ქილაში მოხვედრა შეძლოს. შემდეგ ნაცნობი პრინციპი: ბუზები ქილიდან ამოსვლას ვერ შეძლებს.

2. ეთერზეთები

ბუზების მოსაშორებლად ეთერზეთს გამოხატული სუნი უნდა ჰქონდეს! ასეთ კრიტერიუმს შეესაბამება პიტნა, ევკალიპტი, ლავანდა, რეჰანი. თუ სახლში არომატული ნათურა არ გაქვთ, ეთერზეთის რამდენიმს წვეთი წყალს დაუმატეთ და ფანჯრის რაფებს და კარის ღიობს შეასხურეთ.

თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, ეთერზეთებით მდიდარი ბალახები სახლთან ახლოს დარგეთ. ამ სიას შეგიძლიათ დაუმატოთ ასფურცელა, ნემსიწვერა, აბზინდა და მიხაკი.

3. არაყი

დიახ, ბუზებს მძაფრი სუნი არ უყვართ. თუ სახლში ამ სითხის მცირე რაოდენობა გაქვთ, ოთახებში გააფრქვიეთ.

4. ხელნაკეთი ლენტი

თუ მაღაზიაში ნაყიდი წებოვანი ლენტის ქიმიური შემადგენლობა გაწუხებთ, თავად გააკეთეთ. ქაღალდი ზოლებად დაჭერით. წყლის აბანოზე „წებო“ გააკეთეთ: შაქარი, აბუსალათინის ზეთი და გლიცერინი ფისში ან კანიფოლში გახსენით. მიღებული ნარევი ქაღალდის ზოლებს წაუსვით. წებოვანი ლენტი მზადაა. ჭერზე ან ჭაღზე ჩამოკიდეთ.

5. სიბნელე

ბუზები სინათლეზე დაფრინავენ. თუ ფანჯარას ღიას დატოვებთ, არის შანსი, რომ ბუზები ოთახიდან გაფრინდებიან. მნიშვნელოვანია: ოთახში ბუზებისთვის საკვები არ უნდა იყოს!

6. ხელჩართული ბრძოლა

რთული, მაგრამ მოქმედი მეთოდი, რომ ოთახში მფრინავი ბუზები დაიჭიროთ და ბრაზი მოიშოროთ. დაგჭირდებათ ბუზების საკლავი (პლასტმასის ან რეზინის) ან უბრალოდ დახვეული გაზეთი. ზოგჯერ მტვერსასრუტს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ მტვრის და ნაგვის შესაგროვებელი ტომარა მაშინვე უნდა მოხსნათ და გადაყაროთ. ნადირობის შემდეგ დაჭერის ადგილიდან კვალის მოშორება არ დაგავიწყდეთ.

7. სპრეი და ფუმიგატორი

თუ მომაბეზრებელი სტუმრები მარტივი მეთოდებით ვერ მოიშორეთ, დროა ქიმიური საშუალებები საქმეში ჩართოთ. სპრეის და ფუმიგატორის გამოყენების წინ ინსტრუქცია წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ დამუშავების შემდეგ ოთახში არავინ შევა. სპრეი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის შეიძლება უსაფრთხო არ იყოს. პროდუქტები ღია ზედაპირზე არ დატოვოთ, რომ ქიმიური ნივთიერებები არ მოხვდეს. რამდენიმე საათის შემდეგ ოთახი გაანიავეთ და ჩვრით ან სალფეთქით გადაწმინდეთ ზედაპირები, სადაც სპრეის ნაწილაკები შეიძლება დარჩენილიყოს.

8. სპეციალისტების დახმარება

პროფესიონალების დახმარება დაგჭირდებათ, თუ ბუზები მომრავლდნენ და ვერ უმკლავდებით, თან მათი გაჩენის მიზეზი უცნობია. პროფესიონალები წყაროს და მიზეზს იპოვიან, ყველა ოთახს გენერატორის ცივი ნისლით დაამუშავებენ. სპეციალისტები ბუზების ბუდეებს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში პოულობენ: ფანჯარის რაფების ქვეშ ხვრელებსა და პირაპირებს შორის, საკუჭნაოსა და სავენტილაციო ხვრელებში.

პროცედურის დრო ოთახის ზომაზეა დამოკიდებული. საშუალოდ მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს ნახევარი საათი სჭირდება. მნიშვნელოვანია: დამუშავების შემდეგ ბინაში მაშინვე არ დაბრუნდეთ. 3-4 საათით მოიცადეთ, შემდეგ კიდევ 1 საათით შენობა გაანიავეთ. ასეთი ზომები ადამიანებისა და შინაური ცხოველების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.