გამოცდილი დიასახლისები სარეცხ მანქანაში მარილს ამატებენ

სარეცხი მანქანა თანამედროვე დიასახლისის ერთ–ერთი მთავარი თანაშემწე დიდი ხანია გახდა. რეჟიმების სიმრავლე საშუალებას გაძლევთ, რომ ნივთები ხარისხიანად გარეცხოთ, წინასწარი ჩალბობის და პრობლემური ზონების დამუშავების გარეშე. სამწუხაროდ, თეთრეული ასეთი რეცხვის შემდეგ პირვანდელი ფერის მიუხედავად უფერულდება. როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

საზრიანმა დიასახლისებმა პრობლემის გადაჭრის მეთოდი იპოვეს: თეთრეული ძვირიანი საშუალების გამოყენების გარეშე ფერს ინარჩუნებს. დაგეხმარებათ სუფრის მარილი, რომელიც სამზარეულოში ყველას აქვს!

1. რატომ კარგავს ნივთები ფერს

თეთრეული ხშირი რეცხვით და ქსოვილზე დარჩენილი სარეცხი ფხვნილის გამო უფერულდება. ამ მიზეზით თეთრეული შეიძლება განაცრისფერდეს. ხშირად ეს ხდება იმის გამო, რომ ამა თუ იმ ქსოვილის მოვლის წესებს არ ვიცავთ. ნაზი რეცხვის ყველა პირობა ნივთის ეტიკეტზე ან იარლიყზე მითითებულია.

თეთრეულის ფერების მიხედვით დახარისხება არ დაგავიწყდეთ ან სპეციალური „ფერის ხაფანგი“ გამოიყენეთ. ასეთ ხაფანგებს საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში იპოვით. შეიძლება დაიკარგოთ ფერად ეტიკეტებს შორის, როგორიცაა „გაჯერებული ფერის შენარჩუნება“, „სიკაშკაშე და სისუფთავე“ და ა.შ. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა, როცა გამოცდილი ბიუჯეტური საშუალება არსებობს. Novate გიზიარებთ მარტივ მეთოდს, როგორ შეინარჩუნოთ თეთრეულის ფერი სარეცხ მანქანაში გარეცხვისას.

2. მარილი არა მხოლოდ საკვებს დაუმატეთ

მარილს ძირითადი დანიშნულების გარდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ: მილებში ბლოკირებას ვხსნით და უსიამოვნო სუნს ვაქრობთ, ზედაპირებს ვწმენდთ.

ფერის დაკარგვის პრობლემა მოგვარდება, თუ 1 ს/კ მარილს სარეცხ მანქანას „სავლების“ განყოფილებაში დაუმატებთ. მარილი ტანსაცმლიდან სარეცხ ფხვნილს ხარისხიანად ამოიყვანს. უმჯობესია მარილი ექსტრა გამოიყენოთ.

თუ ძველი ნივთის განახლება გსურთ, თბილ მარილიან ხსნარში 30-40 წუთით გააჩერეთ. ასე ფერს დააფიქსირებთ, თუ ქსოვილი, მაგალითად, ხუნდება. მარილიანი პროცედურის შემდეგ სარეცხ მანქანაში საჭირო რეჟიმზე გარეცხეთ.

მარილი არა მხოლოდ ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ქსოვილზე ჭუჭყიან ლაქებსაც შესანიშნავად უმკლავდება. მთავარია, რომ დროულად გააკეთოთ. მაგალითად, საყვარელ ბლუზზე ღვინო დაასხით. მაშინვე ლაქას მარილი დააყარეთ, შემდეგ ცივ წყალში ნახევარი საათით ჩაალბეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

ვიცით, რომ სისხლის ლაქები მხოლოდ ცივი წყლით უნდა გაირეცხოს. ცოტამ თუ იცის, რომ ლაქებს უფრო მარტივად მოიშორებთ, თუ წყალს მარილს დაუმატებთ. შემდეგ ნორმალურ ტემპერატურაზე (ყველა ქსოვილს თავისი ნორმა აქვს) სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

თუ სისხლის ლაქებს ცივი წყლის ეშინია, ოფლის ლაქები ცხელ წყალში ადვილად ქრება. 3 ს/კ მარილს 1 ლ წყალი დაუმატეთ და ტანსაცმელი ამ ხსნარში გარეცხეთ.

მარილი ჟანგის ლაქებს ვერ უმკლავდება, მაგრამ თუ ლიმონის წვენს დაუმატებთ, სასურველ შედეგს მიიღებთ. მიღებული ნარევი ლაქას წაუსვით, გახეხეთ და ტანსაცმელს გაშრობა აცადეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში „გავლების“ რეჟიმზე გარეცხეთ.

მარილით გარეცხვის არ შეგეშინდეთ! ნებისმიერი ტიპის ქსოვილისთვის უსაფრთხოა. გრძელი ტიული და ფარდა გამონაკლისი არაა. მარილი სარეცხ საშუალებას დაუმატეთ (3 ს/კ მარილი 1 ლ წყალს) და ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ.

თუ მარილს რეცხვის დროს იყენებთ, კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი გელით: ნივთები დარბილდება, როგორც ძვირიანი კონდიციონერის გამოყენების შემდეგ. ეფექტი როგორც ხელით, ასევე მანქანით რეცხვისას შეინიშნება.

3. ჯადოსნური ტომარა

თუ სარეცხი მანქანის უჯრაში მარილის კრისტალების ჩაყრის გეშინიათ, სპეციალური ტომარა გააკეთეთ. მარილი ტომარაში ჩაყარეთ და სარეცხი მანქანის დოლურას დაუმატეთ. მსხვილი მარილი გამოიყენეთ, რადგან რეცხვის პირველ ეტაპზე არ უნდა გაიხსნას.

  1. მარილი ცხვირსახოცში ჩაყარეთ.
  2. ისე შეკარით, რომ არ გაიხსნას და მარილი არ გადმოიყაროს.
  3. მზა კვანძი სარეცხ მანქანას (დოლურა) დაუმატეთ.
  4. საჭირო რეჟიმი ჩართეთ და საინტერესო ფილმს უყურეთ.

თუ ტიულს ასე გარეცხავთ, პირველივე პროცედურაზე შედეგს შეამჩნევთ. დეკორის ელემენტი ქათქათა და სუფთა გახდება, თითქოს ახლახანს ქიმწმენდიდან წამოიღეთ.

თეთრებიანი საშუალება ძვირიან რეკლამირებულ საშუალებებზე უკეთესი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ბოლო წლებში ასეთი „სპეციალური“ საშუალების გამო ტექნიკის დაზიანების შემთხვევები გახშირდა. დროა, ნივთების მოსავლელად დედების და ბებიების რჩევები გავიხსენოთ.